რჩევები: როგორ დავძლიოთ ნაახალწლევის ნაბახუსევობა

03 იანვარი, 2019წ

გაზიარება

რჩევები: როგორ დავძლიოთ ნაახალწლევის ნაბახუსევობა

რჩევები: როგორ დავძლიოთ ნაახალწლევის ნაბახუსევობა

ვისაც გემრიელად კვება უყვარს, მათთვის საახალწლო დღეები წელიწადის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დროა. ღვინის დიდი რაოდენობით სმა და ნაბახუსევობა, ანუ ე.წ. "პახმელია" კი ნაახალწლევის მუდმივი პრობლემაა. იმისთვის, რომ ახალი წლის დღეებში ტრავმების ნაბახუსევის რისკი შეამციროთ, ამისთვის საჭიროა:

- წინასწარ მოიფიქრეთ, როგორ დაბრუნდებით სახლში თუ დალევას სტუმრად ან რესტორანში აპირებთ;
- ალკოჰოლის მიღებამდე რამე შეჭამეთ, რომ ორგანიზმმა ის ნელა შეიწოვოს;
​​​​​​- განსაზღვრეთ რამდენი უნდა დალიოთ და გეგმას მიჰყევით;
- სვით ნელა და ალკოჰოლური სასმელი უალკოჰოლოს შეურიეთ - ასე სავარაუდოდ, ნაკლებსაც დალევთ და თავს დაიზღვევთ გაუწყლოვნებისაგან (ალკოჰოლი შარდმდენია);

მაგრამ თუ მაინც მოიწამლეთ, ექიმების მიერ რეკომენდებული მთავარი წამალი - დროა. სამწუხაროდ, პრეპარატები ან პროდუქტები, რომლებიც ნაბახუსევისგან იცავს ან კურნავს, არ არსებობს. მაგრამ მდგომარეობის შემსუბუქება შეიძლება:

- ანთებისაწინააღმდეგო ნესტეროიდული საშუალებები, როგორიცაა მაგალითად იბუპროფენი, ტკივილს გაგიყუჩებთ. არ მიიღოთ პარაცეტამოლი! ალკოჰოლთან მისი შერევა არ შეიძლება; 
- გაუწყლოვნებასთან გამკლავებისათვის სვით არაალკოჰოლური სასმელი;
- კუჭის ძმარვის წინააღმდეგ გამოიყენეთ ანტაციდი (მაგნიმის ჰიდროქსიდი, კალციუმის  კარბონატი, ალგელდრატი);
- დაისვენეთ. ნაბახუსევი ისეთივე სახიფათო მდგომარეობაა, როგორც სიმთვრალე - არ დაგეგმოთ დილისთვის საპასუხისმგებლო ღონისძიებები და არ დაჯდეთ საჭესთან.

ალკოჰოლის დიდი დოზით მიღების შემდეგ, სჯობს ორი დღის განმავლობაში დალევისგან თავი შეიკაოთ, რომ ორგნიზმი ჩვეულ მდგომარეობას დაუბრუნდეს. დღესასწაულების დროს ამ წესს ბევრი არღვევს და შემდეგ ჰგონიათ, რომ ალკოჰოლზე დამოკიდებულები არიან, მაგრამ სინამდვილეში შეიძლება ასე არ იყოს. თუ მაინც ბევრი მიირთვით და თავს კარგად არ გრძნობთ, ფერმენტებს ნუ მიიღებთ. ეს სიატუაციას არ გააუმჯობესებს. ჯანმრთელი კუჭქვეშა ჯირკვალი საკმარის ფერმენტებს გამოიმუშავებს საკვების ნორმალური მონელებისათვის. ასეთ დროს გასტროენტეროლოგების რეკომენდაციაა პროკინეტიკების, მაგალითად დომპერიდონის მიღება, რომელიც კუჭის და ნაწლავების აქტიურ მუშაობას უწყობს ხელს.