წითელი ღვინის დაყენება უჭაჭოდ (არაბუნებრივი მეთოდი)

21 ნოემბერი, 2018წ

გაზიარება

წითელი ღვინის დაყენება უჭაჭოდ (არაბუნებრივი მეთოდი)

წითელი ღვინის დაყენება უჭაჭოდ (არაბუნებრივი მეთოდი)

როგორც მეღვინეობაში დაგროვილმა გამოცდილებამ აჩვენა, არაბუნებრივი (არა "ბიო") მეთოდით წითელი ფერის ღვინო შეგვიძლია მივიღოთ უჭაჭოდ დადუღებითაც, თუ გავაცხელებთ დაჭყლეტილი და კლერტგაცლილი ყურძნის მარცვალს, ან თვით ყურძნის მთლიან მტევნებს. ორივე შემთხვევაში წვენი წითლად იღებება, ეს ღვინო თეთრი წესით დაყენებული თეთრი და წითელი ღვინის დადებით თვისებებს იერთებს. იგი ნაზია, სურნელოვანი და ამავე დროს წითლად შეფერილი. დიდ ქარხნებში ჩატარებულმა ცდებმა ამ მეთოდს მიანიჭა უპირატესობა.

 

პრაქტიკულად, ყურძნის მტევნები ითუთქება, რისთვისაც ისინი უნდა ჩაეკიდონ კალათით ცხელ წყალში ან გაცხელებული ყურძნის ტკბილში. ხანგრძლივობა ორივე შემთხვევაში უდრის 5 წუთს, ტემპერატურა - 75-800-ს. ამის შემდეგ მტევნები უნდა გავაგრილოთ, რასაც დაახლოებით ორი საათი სჭირდება. ამ ხნის განმავლობაში მტევნები შრება, ასე დამუშავებული ყურძენი ტარდება ეგრაპუარ-ფულუარში. სრული ექსტრაქციის მიზნით უკეთესია ტკბილის ჭაჭაზე გაჩერება 10-12 საათის ვადით სუსტად გოგირდშებოლებულ კოდში.

თეთრი ღვინის წესით დაყენებული წითელი ღვინო მაღალი ნიშნით არის შეფასებული. მის უპირატესობად ითვლება მომეტებული სიმაგრე, ჰარმონიულობა და სირბილე. იგი უფრო ადრეც ძველდება. ამ უპირატესობათა გარდა ყურძნის მტევნების ან დღლაბის წინასწარ გაცხელება სრულიად უკარგავს მას სპეციფიკურ გემოს. ზოგიერი მეღვინის აზრით ამ წესს დიდი მომავალი აქვს, რის მიხედვითაც უნდა გადაკეთდეს წითელი ღვინის დაყენების ტექნოლოგიური პროცესი. ზოგი მკვლევარის აზრით კი ამ წესით დაყენებული წითელი ღვინო სიძველეში შესვლისას ნაწილობრივ კარგავს პიგმენტს და მკრთალი ხდება, რაც ზღუდავს ამ წესის ფართო გავრცელებას.

ცხადია განსხვავებულია წითელი და ვარდისფერი ღვინის დაყენების წესიც და სტილიც. ვარდისფერი ღვინო დგება 1. ვარდისფერი ყურძნის ჯიშებისაგან; 2. თეთრი და შავი ყურძნის შერევით; 3. შავი ყურძნისაგან თეთრის ჭაჭაზე დადუღებით; 4. თეთრი ყურძნისაგან შავ ჭაჭაზე დადუღებით; 5. თეთრი და წითელი ღვინის დაკუპაჟებით. ნამდვილი ვარდისფერი ღვინო თვისებებით განსხვავდება როგორც თეთრი, ისე
წითელი ღვინისაგან. 

 

ლევან სეფისკვერაძე