როგორ მზადდება სოტერნისა და რაინის ლეგენდარული ევროპული ღვინოები

16 ნოემბერი, 2018წ

გაზიარება

როგორ მზადდება სოტერნისა და რაინის ლეგენდარული ევროპული ღვინოები

როგორ მზადდება სოტერნისა და რაინის ლეგენდარული ევროპული ღვინოები

ლეგენდარულ ევროპულ სოტერნისსა და რაინის ღვინოებს ბუნებრივი დუღილით ღებულობენ, პირველი საფრანგეთში მზადდება, მეორე კი – გერმანიაში. მათში ბევრი რამ არის საერთო (სიმაგრე, სიტკბო). ამ ღვინოების უმაღლეს ხარისხს განაპირობებს ხავერდოვანი გემო განვითარებული კეთილთვისებიანი სიდამპლით. ამ სიდამპლეს იწვევს ობის სოკო. ეს ობი მარცვალზე ზედაპირულად თავსდება და წყლის აორთქლებით ზრდის შაქრის შეფარდებით ოდენობას. 

 

ყურძენი გარეგნობით ჩამიჩდება. ჩილოვანი ნივთიერებანი, მჟავები და ტანინი კი იკლებს. კანის ქსოვილის გარღვევით არომატული ნივთიერებანი წვენში გადადის. იგი მდიდრდება გლიცერინით. ეს თვისებები აუმჯობესებს ღვინოს. ამ ტიპის ღვინოები ივითარებს ნაზ ჰარმონიულ ბუკეტს და კარგადაც ძველდება.

ასეთ ტკბილს რა თქმა უნდა, დაბალი გამოსავალი აქვს. 1 ლიტრს – 7 ბუჩქის ყურძენი სჭირდება. სამაგიეროდ ხარისხით იგი დიდად უმჯობესდება, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ კეთილთვისებიანი სიდამპლე თავის დადებით მოქმედებას იჩენს მხოლოდ მაშინ, თუ ყურძნის თბილი დაზომიერად ტენიანი (65-75%) ამინდები დაესწრო. რაინის სანაპიროზე ასეთი პირობები მხოლოდ 8-10 წელში ერთხელ თუ იცის; სოტერნში კი უფრო ხშირია (5-6 წ.), 

 

 

ასეთ იშვიათ წელს ტკბილი ღვინო სოტერნში 30-35-ჯერ უფრო მეტად ფასობს, ვიდრე ჩვეულებრივი. სოტერნი მდინარე გარონის მარცხენა მხარეზე მდებარეობს, ბორდოდან სამხრეთისაკენ იგი 20 კმ მანძილზეა დაშორებული. ნიადაგები მძიმე თიხნარია და კირნარ თიხნარი. მიწას ჟანგის ფერი აქვს, იგი ქვიანია. სოტერნის ჰავა რბილია. ოკეანე აზომიერებს მომეტებულ სიცხეს, თორემ იმავე განედში მდებარე ლანგედოკში დიდი სიცხეები იცის. ატმმოსფერული ნალექები 700 მმ მოდის; რაინის ოლქში კი უფრო მცირეა (400-530 მმ),  სოტერნის ღვინოს საფრანგეთში მხოლოდ 5 რაიონი აყენებს: ბარზაკი, სოტერნი, ბომი, პრენიაკი და ფარგი.

უმაღლესი ხარისხის ნახევრადტკბილ ღვინოს სოტერნში შატო-იკემი ეწოდება, რაინისას კი აუსლეზენი. ეს უკანასკნელი მოდის შლოს იოჰანისბერგის ზვარში. აუსლეზენი რაინის ღვინოების შედევრია. სოტერნის ღვინო სამი თეთრი ჯიშისაგან მზადდება, ესენია: სემილიონი (70%), სოვინიონი და მუსკადელი (30%). რაინის ღვინოში კი მხოლოდ რისლინგი შედის; ამ ღვინის ხარისხს ძირითადად ფიქალი ნიადაგის
თვისებები აპირობებს. 

 

კეთილთვისებიანი სიდამპლე შემოდგომით მხოლოდ რამდენიმე კვირას გაგრძელდება. არახელსაყრელ წლებში (მომეტებულად ტენიანი) მოქმედება საზარალოა. იგი ალპობს ყურძენს, ასეთ შემთხვევაში მას ნაცრისფერი სიდამპლე ეწოდება. ყურძნის კრეფა არჩევითია (6-8-ჯერ). ყურძენი იკრიფება მშრალ ამინდში. კრეფას დილის 8 საათიდან იწყებენ. მკრეფელი მაკრატლით მხოლოდ შემჭკნარ ყურძენს ჭრის, დანარჩენი ბუჩქზე რჩება. წვიმიან ამინდში ნაცრისფერის სიდამპლის შიშით, კრეფა ჩერდება. სოტერნში რთველი სექტემბრიდან ნოემბრამდე გრძელდება,

რაინზე კი უფრო გვიანია, ხან მას იქ ყინვებიც უსწრებს. ამ დროს ყურძენს თოვლის  ფიფქი აყრია. პირველად მოკრეფილი ყურძენი უკეთეს ღვინოს იძლევა, შემდეგ მიკრეფილი _ საშუალოს და ბოლოს კი შედარებით დაბალი ხარისხისა გამოდის.

რაინის ღვინის ტექნოლოგია რამდენიმედგანსხვავდება სოტერნისაგან, აქ ტკბილი კლერტგაცლილ ჭაჭაზე 6-10 დღეს დუღს და ეს უკანასკნელი მხოლოდ ამის შემდეგ იწნეხება. თუ სოტერნსა და რაინზე რთველს სითბო და ზომიერი ტენიანობა არ დაესწრო, მაშინ მისგან მშრალ ღვინოს აყენებენ. თუმცა აშშ-ში (კალიფორნია) სემილიონსა და სოვინიონს დიდი ფართობი უკავია, მაგრამ კეთილთვისებიანი სიდამპლის განვითარებისათვის იქ არ არის ისეთი პირობები, როგორიც სოტერნშია. ერთის მხრივ აქტიური ტემპერატურის ჯამი იქ უფრო მაღალია.