ქართული ძველი საღვინე ჭურჭელი როგორც ხელოვნების და ისტორიის ნაწილი

18 ოქტომბერი, 2018წ

გაზიარება

ქართული ძველი საღვინე ჭურჭელი როგორც ხელოვნების და ისტორიის ნაწილი

ქართული ძველი საღვინე ჭურჭელი როგორც ხელოვნების და ისტორიის ნაწილი

ქართული საღვინე ჭურჭელი ყოველთვის გამოხატავდა უფრო მეტს, ვიდრე მისი უტილიტარული დანიშნულებაა. ამიტომ ჭურჭლის მოპოვება, გაკეთება, მოხმარება და, როგორც სამშვენისის, გამოყენება ცხოვრების თანამდევი მოვლენაა. აქედან იღებს სათავეს მეთუნეობის, ფაიფურის ხელოვნების და ოქრომჭედლობის დარგები, რომელთა შემოქმედნი მუდამ ყურადღებითა და პატივით სარგებლობდნენ.

             

ფაქტია, რომ მეღვინეობაში ყოველთვის დიდი ადგილი ეჭირა თიხის ჭურჭელს და მოსახლეობის ძირითადი ნაწილი სწორედ მისი საშუალებით მოიხმარდა ღვინოს, მაგრამ ღვინის მოყვარული და დამფასებელი ადამიანი შეუძლებელია მხოლოდ თიხის ჯამით დაკმაყოფილებულიყო და ადრიდანვე არ ეძებნა მასზე აღმატებული სასმისი, რომელიც უფრო მშვენიერს გახდიდა ღვინის მოხმარების პროცესს.

ქართული ისტორიული წყაროების მიხედვით სამეფო საჭურჭლეში სხვა ძვირფასეულობასთან ერთად ინახებოდა “სამსახურებელნი ტაბლათანი, სასმურნი და სამწდეონი“, ანუ ღვინის მოსახმარი ჭურჭელი, რომლის გამრავალფეროვნებას დიდად უწყობდა ხელს ქართული სუფრის ტრადიცია.

       

საფრანგეთის კონსული ფრანსუა გამბა თბილისში, სამეფო სასახლეში, ქორწილს დასწრებია და აღტაცებას ვერ ფარავს სუფრაზე მოტანილი ოქრო-ვერცხლის საღვინე ჭურჭლის ღირსების ხილვით. იგი განსაკუთრებით გაუოცებია ყარყარას – ამ მართლაც უცნაურ სასმისს. ეს ნივთი დამახასიათებელი იყო თბილისური სუფრისათვის, მის სამშვენისს წარმოადგენდა და ქართული ლხინის შეჯიბრულ სულისკვეთებასაც გამოხატავდა.

საერთოდ, განსხვავებული სასმისის გამოყენების ზოგთათვის ძნელად გასაგები ჩვეულება, რაც ხშირად ახსნილია ზედმეტობისა და გადაჭარბებულობის მანკიერებით, მხოლოდ ზედაპირული აზროვნების შედეგი როდია. ღვინის ბუნება, ადამიანის განწყობილება და თვითბუნებრივი პირობებიც კი (სიცხე, სიცივე) განაპირობებენ ღვინის დალევის ესთეტიკას, რომელიც შესაფერისი ჭურჭლის გარეშე ვერავითარ შემთხვევაში ვერ იქნება სრულყოფილი. სწორედ ამ თვალით უნდა შევხედოთ ღვინის სასმისთა მრავალფეროვნებას ქართულ სუფრაზე და არა ალკოჰოლურ მიდრეკილებათა ძიებით.

               

ძველი წარმოდგენების მიხედვთ, ღვინო თავად ირჩევს სასმისს და ადამიანის არსი ამ მოთხოვნილებას სიამოვნებით ემორჩილება. ლექსიკოგრაფ საბა ორბელიანის განმარტება, რომ ყარყარა არის “სარწყული სმაში ხმის მიმცემელი“, კიდევ უფრო ასურათხატებს ამ სასმისის ფიზიკურ იერ სახეს: აიღებს მსმელი სავსე ყარყარას, ნელა მიიყუდებს ტუჩზე, ოდნავ წამოუწევს ბოლოს და დაიწყებს ღვინო რაკრაკით გადმოსვლას.

ყარყარას ტიპის ჭურჭლებს მიეკუთვნებიან აგრეთვე კულა და ჭინჭილა. ხის ჭინჭილები და მწარე კვახის კულები ესაა დასავლეთ საქართველოს მეღვინეობის მონაპოვარი და მათგან განსაკუთრებით კარგად ისმევა იმერეთის მაღალმჟავიანი ღვინო.

ჭინჭილა, ყარყარის მსგავსად, სანადიმო ჭურჭელი არაა. იგი უფრო სანიადაგოდ გამოიყენება, მაგრამ ძირითა დადგა ზაფხულსა და ზაფხულში, როცა ზვარში სიცხითა და შრომით დაღლილი მევენახე ძალების აღდგენას საჭიროებს. ჭინჭილას ყელ ში ჩასმული აქვს პაწია ტიხარი – ღვინის ნაწილობრივ ჩამკეტი. ამიტომ ყელიდან ღვინო გადმოდის “ძუნწად“, რაკრაკით, რაც ახანგრძლივებს ღვინის დალევის პროცესს და მსმელს დიდ სიამოვნებას ანიჭებს. რაც შეეხება კულას, მას შუალედური ადგილი უჭირავს ჭინჭილასა და ყარყარას შორის. კულას დასავლეთში მწარე კვახისგან ამზადებენ, აღმოსავლეთში კი ხისაგან და არცთუ იშვიათად ასევადებენ ვერცხლის ელემენტებით.

პოპულარული ღვინოები

37.95
მანავის მწვანე

მანავის მწვანე

46.5
საფერავი  ქვევრი (2012)

საფერავი ქვევრი (2012)

წითელი მშრალი