რას წერდა 1859 წლის ჟურნალი "ცისკარი" ვენახებში მავნებელი მწერის შემოსავაზე და ღვინის სწორად დაყენებაზე

16 ოქტომბერი, 2018წ

გაზიარება

რას წერდა 1859 წლის ჟურნალი "ცისკარი" ვენახებში მავნებელი მწერის შემოსავაზე და ღვინის სწორად დაყენებაზე

რას წერდა 1859 წლის ჟურნალი "ცისკარი" ვენახებში მავნებელი მწერის შემოსავაზე და ღვინის სწორად დაყენებაზე

1859 წლის ჟურნალ "ცისკარის" ერთ-ერთ ნომერში ღვინის დაყენების ხერხებსა და მეთოდებზე მეტად საინტერესო წერილი შეგვხვდა, საიდანაც ღვინის მოყვარულები დაინახავენ როგორც აშკარა ბმებს, მე-19 საუკუნიდან დღევანდლამდე, ასევე დიდ და მნიშვნელოვან განსხვავებებსაც. ეს წერილი გარდა სახელდობრ ღვინის დაყენების საინტერესო საკითხებისა, ასევე მოიცავს იმ ეპოქისათვის მეტად მნიშვნელოვანი პრობლემის - მავნებელი მწერის, ფილოქსერას საქართველოში შემოსვლის შემდეგ ვენახების ხმობის ურთულეს საკითხსაც. დღეს როგორც იცით ფილოქსერას ნაცვლად ჩვენს მევენახეებს ფაროსანა აწუხებთ და პრობლემების განხილვა ამ კუთხითაც მნიშვნელოვანია. 

1859 წლის (N9) ჟურნალ "ცისკარში" გამოქვეყნებულ წერილს ცხადია, ყველგვარი სახეცვლილების გარეშე გთავაზობთ.  

"ჩვენთვის, - მცხოვრებთათვის საქართველოში, დიდად სასიამოვნო უნდა იყვეს, რომ „ცისკრის“ ერთს ნაწილში ვხედავთ სოფლის -სახელოსნოების სტატიებს. აქამომდენ მოკლებულნი ვიყავით ამ გვართა სასარგებლოთა თხზულებათა; აქამომდენ, იმ გვარი არა გვაქვსრა დაბეჭდილი წიგნი, რომლითაცა აწარმოებდეს ხელოვნებით თავის საქმეს მიწის-მხვნელი. დიდად სასარგებლო იქნებოდა დაბეჭვდა იმ გვართა სოფლიურთა სახლოსნობათა, რომლითაც აწარმოებენ დიდის ხნის გამოცდილებით, დახელოვნებულნი სოფლის მებატონენი, თუ გლეხნი. სამწუხაროდ ჩვენდა ესე გამოცდილებანი დახელოვნებულთა მიწის მხვნელთა, რჩების დროებით დავიწყებულად მაშინ, როდესაც რომ ვინ იცის რამდენი გვარი ცვლილება შენიშნულა იმათგან მიწის ხვნაში, თუ ვსთქვათ ღვინის დაყენებაში. 

ჩვენებური სახლოსნობა, ჯერეთ კიდევ არ მოსულა სისრულეში და ჩვენი სახლის-პატრონები ჰსწავლობენ მხოლოდ საკუთრის მეცადინეობით და გამოცდილებით. მომატებით და უკეთ გაკეთება მიწისა, თუ ვენახისა, ჩვენში წინ არას გზით არ მიდის. პირველად ამისთვის, რომ როდესაც გამოცდილება აქვს ამ გვარ საქმეში, ის არასა ჰსწერს, რომლისაცა კითხვა შეეძლოს საზოგადოებას და მეორეთ ამისთვის, რომ როგორც მებატონენი, აგრეთვე მიწის მხვნელნი ერთიერთმანერთს ახლოს არ ეკარებიან და არა ჰკითხავენ ურთიერთს რჩევასა. მთავრობა ყოველთვის მზად არის ჰქმნას ყოველივე, რაც რამ სასარგებლოა ჩვენის ქვეყნისათვის, გარნა ამისთვის საჭიროა იქონიოს მასალა, ესე იგი: საჭიროა იცოდეს ვის როგორ მიჰყავს თავისი სახლოსნობის საქმე? მფარველობას და ფულით შემწეობას მთავრობა არ მისცემს ერთ პირს, უკეთუ არ არის დარწმუნებული მაზე, რომ რა საქმითაც აძლევს შემწეობას, შეეხება საზოგადოებას. რამდენჯერმე უთხოვნია და სთხოვს საზოგადოება საკუთრად ამ საგანზე შედგენილი, ჩვენთა მებატონეთა, ეცნობებინათ თავიანთი აზრი სახლოსნობისათვის და ჩვენცა ვიმეორებთ თხოვნათა, რომ მოგვცემენ შეწეობას მებატონენი იგი, რომელთაცა აქვსთ გამოცდილება და არიან დახელოვნებულნი.

                 

როგორც გვესმის სხვა და სხვა სოფლებითგან, გარემოსტფილისისა, შეწევნითა ღვთისათა წრევანდელს წელს არის ჩინებული პურის მოსავალი. ხეხილები იყვნენ ჩინებულს მდგომარეობაში. რაც რამ შეეხება კახეთის ვენახებს, ღვთით იმისთანა მოსავალია, რომელიცა როგორც ანბობენ იქაურნი მებატონენი, არ გვენახოსთ ათის წლის განმავლობაში. ყურძნის სნეულება (საუბარია სწორედ ფილოქსერზე. რედ.) ძრიელ დასუსტდა, ასე რომ თითქმის ღვთით იმედია მომავალს წელიწადს სრულებით აღარ იყოს ავათმყოფი ვაზი და თუ იქნება სადმე, ძრიელ მცირედი. 

მთელს ევროპაში დიდი მეცადინეობა აქვსთ აქიმებს, შეიტყონ, თუ ვითარი წამალი მოუხდება ვაზის სნეულებას. ევროპიის ჟურნალებში ყოველთვის შევხვდებით ხოლმე სხვა და სხვათა ღომისძიებათა, გარნა არცა ერთი იმათგანი მაგდენს არას წარმოგვიდგენს. მხოლოდ ერთი გოგირდი ჰპოვეს ნამდვილ ღონის ძიებად. ჩვენი რჩევა ეს არის, რომ მოიჭრას ვაზი კარგათ დაბლა. უნდა ვცდილობდეთ დავიცვათ სიყუათე, ვიდრე გამოუდგეთ იმ აზრის რომ ვაზმა მოგვცეს მალე, მომატებით ყურძენი.

კახური ღვინო ძველთაგანვე, არა თუ მხოლოდ ნაქებია მრთელს საქართველოში, არამედ ევროპაშიაც შევიდა ქება და ბევრითა ჰსჯობს იმათს სასმელებს. არ დაუწყებთ განკიცხვას არცა ევროპიის გემოსა, არ შეიძლება არა ვსთქვათ, რომ დროება, საჭიროება და ხასიათი ხშირათა ჰსცვლის გემოს. ამაში არ არის ეჭვი, რომ გამოჩენილიფალერენსიის ქვეყნის ღვინო ისე არ მოგვცემს ჩვენ კმაყოფილებასა, როგორც ჩვენი კახური ბახუსი. ჩვეულება არის აგრეთვე გემო, ანუ უკეთ სვთქვათ, გემო არის ზოგჯერ ჩვეულება, თუმცა ესე წარმოსდგება ადგილის მდებარეობითგან და ჰაერისგან.

ჩვენთა ღვინის დამყენებელთა და მომხმარებელთა კარგათ და დარწმუნებით იციან, რომ ჩვენთა ყურძენთა იმისთანა ღირსება აქვსთ, რომ უეჭველად მოგვცემენ ჩინებულს ღვინოს. ჩვენ მხოლოდ გვაკლია ერთი, მკითხავთ: რა? აი რა: შევიტყოთ, გამოვიკითხოთ და გამოვიძიოთ, თუ ვითა აყენებენ ევროპიელნი თავიანთ ნაქებს ღვინოებს? რა შევიტყოთ ეს, შემდგომს ვეცადნეთ, დავაყენოთ ისე ხელოვნებით და მეცადინეობით რომ არცა ბუნება შეუცვალოთ ჩვენს ყურძენს და არცა ისე მოვიქცეთ, რომ რაც არ მოუხდება ისე არ შევუწყოთ ხელი. ჩვენთა კახეთისსაყვარელთა მებატონეთა კარგათ იციან, რომ ჩვენი ღვინოები კიდევ ისეთნი არ არიან, როგორც იმედი გვაქვს გამოსავლისაგან. ცხადია, რომ გვაკლია მხოლოდ ხელოვნება, თუ ვითა დავაყენოთ.

                    

უპირველესი ნაკლულევანება ჩვენი მდგომარეობს მასში, რომ აქამომდენ არ ვიცით გადაღება ერთის ჭურჭელითგან მორეში, რომლისაგანაც წარმოსდგება სიბრწყინვალე და სიწმინდე, რადგანც აქამომდენ არა ვხმარობთ განმანათლებელს საშვალობას. ეს ამისთვის უფრო წარმოსდგება, რომ ჩვენ ძველებურათ იმას ვფიქრობთ მხოლოდ, ღვინო გვქონდეს უხვად და აღარ დავზდევთ ღვინის სიკეთეს.

საქართველოშიროგორც ვიცით ყოველთა, ღვინო ინახება ქვევრებში, იმ გვარ ქვევრებში, რომელზედაც სხვათა ქვეყნის ხალხნი ბევრჯელ ჰკვირობდნენ რადგანც არ იღებენ ერთის ქვევრიდგან მეორეში, საიდგანაც წარმოსდგება ღვინის სიბრწყინვალე და სიწმინდე. თუმცა მრავალთა მებატონეთა მოიგონეს ამისთვის სხვა და სხვა გვარი საშუალობა, გარნა მაინც ვერ მისცეს საკმაო კმაყოფილება და მხოლოდ ამით გამოუცვალეს ხასიათიცა და ღირსებაცა თავიანთს ღვინოსა. ყოველთა საქართველოში მცხოვრებთა იციან, თუ ვით აყენებენ ღვინოს. ჩვენში ღვინოსა ჰსწურამენ ფეხით (მხოლოდ ნემენცების კალონიაში ხმარობენ პრეზსა (ჭახრაკი) ღვინოს ინახამენ ქვევრებში, ანუ თიხის კოკებში. სარდაფებში სიგრილისათვის ღვინოს ინახამენ მხოლოდტფილისში, ისიც მხოლოდ ზოგნი ერთნი მებატონენი.

დაყენება ღვინისა და შენახვა, არის იმ გვარი, რომელიცა არ არის დასაწუნი. მხოლოდ ძალიანი კარგი იქნებოდა, უკეთუ უკეთ შენახვისათვის და დაცვისათვის იმ გვარად რომ არ წახდენილიყო არც გემო, არც სურნელება და არცა თვისება, იხმარებდნენ შემდგომსა დარიგებასა: სამის წლის ღვინო და ოთხისა, იშვიათად მოიპოვებასაქართველოშიდა გასაყიდათ ხომ სრულებით ვერ იშოვება. რისათვის? აი კითხვა. - რასაკვირველია ამისთვის, რომ აქამომდენ არა ვხმარობთ უკეთესსა საშვალობასა ღვინის დაცვისათვის.

საქართველოში,იმერეთში,გურიაში, მინგრელიაში და აფხაზეთში ღვინო არის საზოგადოდ სახმარი ;ერევნის ღუბერნიაში მხოლოდ ქრისტიანები აყენებენ ღვინოს მდიდარს თავადის შვილს საქართველოში. შეუათანას მებატონეს და თვით ღარიბს სოფლელს ყოველთა აქვთ თავიანთ შესაგვარად ვენახი მაშასადამე თვიანთი ერთის წლის სასმელი ღვინო. კახეთით გამოდის დიდ ძალი ღვინო, მხოლოდ აქამომდენ არ ვიცი, რიცხვი ჩაფთა.

              

შენახვისათვის ღვინისა გვმსახურებენ დიდროანნი ქვევრები. ესე ქვევრები არა თუ არ ვარგიან დასაცველად, არამედ ფრიად სასარგებლონიც არიან. ძირი ქვევრისა, მოყვანილება ვიწროთ, გვმსახურებს შესაკრეფად მტლესი. ძველი ნახმარი ქვევრი უკეთ ინახავს ღვინოს, და არცა აძლევს არა ვითარსა გემოსა, რომელიცა მოხდება ხოლმე ბოჭკებში. ჩაფლული მიწაში ქვევრი, კარგათ დახურილი, არ უშვებს ღვინოში ჰაერსა და გვერდებითგან ხომ სრულებით არავითარი გემო მიწისა არ ეკარება. ყოველი ესე, მხოლოდ აქმომდენ არის კარგი, ვიდრე ღვინო დგას ერთს ალაგს უზრუნველად, გარნა გადმოღების ჟამს, ვერა ვხმარობთ რიგიან საშუალობას. ღვინოს ვიღებთ ხოლმე ქვევრებითგან ჩაფით, რომლისაგამო უკეთესი სუნი ამოავქვს და აბნევს ჰაერი, იმის გარდა რაც თვით ჰაერიც ჰხდება, მაშასადამე უპირველესი ნაწილი ღვინისა გაჰქრება ხოლმე ჰაერში; მტლე და ყოველივე სიმღვრიე,დალეკილი ძირში, ზემოთ აღიწევა და იმღვრევა; დასასრულს, რა მოხვდება ჰაერი, ამოღების ჟამს ღვინისა, რომელიცა გასტანებს კარგა ხანი, უფრო მაშინ თუ ქვევრი მეტად დიდია, შემდგორმს რაც უნდა დაუცვათ და შევინახოთ, მაინც არ შეიძლება ბოლოს არ დაძმარდეს და არ წახდეს.

დიდის ქვევრის ქონების ხასიათი, საქართველოში არის ძველათგანვე. მეფეთა მარნებში ჰქონიათ ქვევრები, მეტათ დიდროვანები. აღშენებისა ჟამს ქუთაისის ღიმნაზიისა, რომელსაცა უჭირავს ახლა ნაწილი ოქროს ჩარდახის ბაღისა, როდესაც ჰსთხოვენ საძირკველს, ჰპოვეს მრავალნი ქვევრები, მეტად დიდრონნი. ზემორაჭაში, მინდა-ციხეში აღშენებულს ერისთავთაგან, არის აქამომდენ ერთი ჭური (ქვევრი.) რომელშიც ჩადის რვა ასი ვედრო. ადრინდელს სახელად. რასაკვირველია ამ გვარის ქვევრებითგან ღვინის ამოღება ძნელია, - დრო, უნდება დიდი,რომლის მიზეზათაც ხდება ღვინო ზემო აღწერის კვალობაზე. ბოჭკების შემოღება ჩვენში, არ არის სასარგებლო, მხოლოდ ქვევრებისაც მეტად დიდროანის ქონება, აგრეთვე იმ გვარათ. მხოლოდ შეიძლება შუათანის ქვევრების ქონება.

აი პირველი საშუალობა ღვინის დაცვისათვის: როდესაც ღვინო იწურება, მაშინ გამონაწური ღვინო ჩამოდის პირველს ქვევრში, ასე რომ პირველის ქვევრის ძირი ეთანასწორებოდეს, რომელშიაც შეინახება ღვინო მარტის პირველთამდინ მეორეს წლისა, ანუ ვიდრე აღყვავდებოდეს ვენახებში, მეორეს წელიწადს ყურძენი. ამ დროს ისე უნდა გადაცალოს სხვა ქვევრში ღვინო, რომ არც ჰაერი მოხვდეს და არცა ნათელი, გადაცლის, დროს უნდა იხმარებოდეს თუნუქის ტუმბო, ასე რომ, წვერი ჩაუყონ ღვინოს ქვევრში და გარს ისე დაუცონ, რომ სრულებით ჰაერი არ ჩავიდეს. ამ წესით გარდაიცლება მეორეს ქვევრში. პირველს ქვევრში, დარჩება ძირში მხოლოდ ერთი მტლე. ეს გადაღებული ღვინო, მხოლოდ სავსე ქვევრში, უნდა შეინახებოდეს კიდევ ერთს წელიწადს რომლისა განმავლობაში, ამავე წესით უნდა გადიღებოდეს. აქ რასაკვირველია დაშთება ძალიანი მცირედი მტლე, ღვინო იქნება მეტად წმიდად, სურნელიანი და ჩინებული გემოიანი. ამ უკანასკნელად გადაღებულს ქვევრში იქამომდენ შეინახავს პატრონი, რამდენიც წელიწადი სურს. როდესაც გახსნა სურდეს მოსახმარებლად, თუ გასაყიდად, მაშინ ტუმბოთივე საშუალობით, გადაიღებს, ბუთილკებში, დაჰბეჭდავს კარგათ და მაშიმ უკეთესის სმა აღარ შეიძლება. მხოლოდ ბუტილკა არის მომატებით საჭირო. ვიდრე ბუტილკა არ გაიაფდება, ჩვენში ძნელია მოხმარება ამ გვარის საშუალობისა.კახეთს, ძვირფასს თვალსასაქართველოსგვირგვინისას, შეუძლიან გადააჭარბოს თავისი, ჩინებული ღვინოები, ჩინებულთ ღვინოებს ფრანციისას, საფრანგეთისას და მეზოლიისას. ერთმან კახეთის მებატონეთაგანმა, რომელსაცა აქვს მრავალი ვენახები, ამ რჩევაზე გვიპასუხა: „ჩემის აზრით, თუნუქის ტუმბოს მეტი ჩვენთვის საჭირო არა არისრაო. ეს სიტყვა, ჭეშმარიტია!“

პოპულარული ღვინოები

20.95
ქინძმარაული

ქინძმარაული

წითელი ნახევრად ტკბილი

24.48
ქინძმარაული

ქინძმარაული

წითელი ნახევრად ტკბილი