სოკოს სოუსში მომზადებული ხორცისა და კახური ქისის შეხამება

27 სექტემბერი, 2018წ

გაზიარება

სოკოს სოუსში მომზადებული ხორცისა და კახური ქისის შეხამება

სოკოს სოუსში მომზადებული ხორცისა და კახური ქისის შეხამება

განსაკუთრებული სიახლე ალბათ არაა ის, რომ საქონლის ხორცი და სოკო ერთად ყოველთვის გემრიელ წყვილს ქმნიან და ამ კომბინაციით მომზადებული კერძები მუდამ გამორჩეულად სასიამოვნო და საინტერესოა ხოლმე. წარმოგიდგენთ სოკოს სოუსში მომზადებული საქონლის ხორცის რეცეპტს, რომელიც აუცილებლად შემოდგომით უნდა მომზადდეს, რადგან ბუნებრივი (და არა სათბურის) სოკო ახლა განსაკუთრებით გემრიელია. ხოლო თუ რომელი ღვინო უნდა შევუხამოთ ამ ორგინალურ კერძს, ამას ქვემოთ ცალკე განვიხილავთ.

ინგრედიენტები:

კარაქი - 4 ს/კ;
ზეითუნის ზეთი - 2 ს/კ;
სოკო - 450 გ;
ხახვი - 1 ცალი;
ნიორი - 4 კბილი;
ქონდარი - 1 ს/კ;
საქონლის ხორცი - 4 საშუალო ზომის ნაჭერი;
წითელი ღვინო - 150 მლ;
ხორცის ნახარში - თვალით;
ნაღები - 500 გ;
მარილი - 1.5 ს/კ;
შავი პილპილი - 1/2 ს/კ.

მომზადების წესი:

დაჭერით სოკო მოზრდილ ფორმებად , ტაფაზე დაასხით ზეითუნის ზეთი და კარაქი და დაყარეთ სოკო. დაუმატეთ წვრილად დაჭრილი ხახვი,ნიორი,ქონდარი და შავი პილპილი. დაამარილეთ ხორცი და მოაყარეთ პილპილი. გაახურეთ ტაფა და დაიწყეთ შეწვა. 

იმავე ტაფაში,სადაც შეწვით ხორცი და სოკო, ჩაასხით წითელი ღვინო, ხორცის ნახარში (ბულიონი) ,ნაღები და დაიწყეთ ხარშვა. როცა მასა ისეთ შეფერილობას მიიღებს,როგორიც ვიდეოშია ნაჩვენები, დაუმატეთ ხორცი და სოკო, ხარშეთ 3 წუთი და კერძი მზადაა.

წარმოდგენილ კერძს კახური ქისი შეეხამება

ღვინის შეხამება:

სოკოს სოუსში მომზადებულ საქონლის ხორცს ისე კარგად არაფერი შეეხმაება, როგორც ჯერ ისევ იშვიათი კახური ვაზის ჯიშისგან, ქისისგან ტრადიციული ქართული მეთოდით, ჭაჭაზე დავარგებით (დაყოვნებით) დაყენებული თეთრი მშრალი ღვინო. ქისის ღვინოში ხილის არომატები დომინირებს, მეტადრე - ვაშლის, მსხლისა და ატმისა. კასრში კი ცნობილი ვანილის არომატის გარდა, ვითარდება კახური ღვინისათვის დამახასიათებელი არომატები - მოხალული ნუშის, გამშრალი ბალახების, გარგრის ჩირის. ჩვენი ღვინის ინტერნეტ-მაღაზიის მრავალფეროვანი ღვინის არჩევანიდან კი უგემრიელეს სოკოს სოუსში მომზადებულ საქონლის ხორცთან შესახამებლად კომპანია "ლუკასის" 2015 წლის მოსავლის ქისს, "ლექსოს მარნის" 2016 წლის მოსავლის ქვევრის ქისს და კომპანია "მილდიანის" 2012 წლის მოსავლის ასევე ქვევრს ქისს გირჩევთ.

ტექსტში გამოყენებულია რეცეპტი პორტალიდან: gemrielia.ge.