როგორია საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობის ეკონომიკური და ისტორული კონტექსტი

27 აგვისტო, 2018წ

გაზიარება

როგორია საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობის ეკონომიკური და ისტორული კონტექსტი

როგორია საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობის ეკონომიკური და ისტორული კონტექსტი

საქართველო, სოფლის მეურნეობის სერთიფიკაციის თვალსაზრისით, მსოფლიო მნიშვნელობის რეგიონია. საქვეყნოდაა ცნობილი, რომ საქართველო წარმოადგენს ვაზის ერთ-ერთ სამშობლოსა და აკვანს; აქ მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მანძილზე გამოყვანილია ამ კულტურათა აბორიგენული ჯიშები, რომლის ბადალი მსოფლიოში არ მოიძებნება. ჯერ კიდევ ბრინჯაოს ხანაში (ძვ. წ. III-II ათწლეული) კავკასიის მეშვეობით ხორციელდებოდა ტომთაშორისი კავშირები ძველ აღმოსავლურ სამყაროსა და ევროპის ტერიტორიაზე მოსახლე ხალხებს შორის, ხდებოდა ტექნიკურ და კულტურულ მიღწევათა გაზიარება, თუმცა ეს ურთიერთობები არალეგალური ხასიათის იყო.

დაახლოებით 23 საუკუნის წინ ანუ ძვ. წ. II საუკუნიდან ინდოეთიდან მომავალმა დიდმა სავაჭრო გზამ ახალი საწყისი მიიღო. ამ გზით რომის იმპერიაში მაღალხარისხიანი ჩინური აბრეშუმის შეტანა დაიწყეს. ეს მაგისტრალი „აბრეშუმის დიდ სავაჭრო გზად იწოდებოდა“. იგი ჩინეთში -სიანში იწყებოდა და ქალაქ დუნხუანიდან ორ განშტოებად მიემართებოდა დასავლეთისაკენ. ორივე გზა ქალაქ ყაშგარში იყრიდა თავს, აქედან გზის სამხრეთი შტო ქალაქ ანტიოქიაში, ხოლო ჩრდილოეთის განშტოება კასპიის ზღვის, ალბანეთის, ქართლისა და ეგრისის გავლით ქალაქ ფაზისში (დღევანდელი ფოთი) ჩადიოდა. ანტიკური ხანიდან ამიერკავკასიის ტერიტორიაზე გადიოდა კიდევ ერთი საკმაოდ მნიშვნელოვანი სავაჭრო სატრანსპორტო გზა, რომელიც მცირე აზიიდან მიემართებოდა და სომხეთის დედაქალაქის გავლით მცხეთამდე აღწევდა, აქედან კი არაგვის ხეობის გავლით, ჩრდილოეთ კავკასიაში გადიოდა. ზემოთხსენებულს ადასტურებს ცნობილი ისტორიკოსი და გეოგრაფი სტრაბონი, რომელსაც თავის ნაშრომში „გეოგრაფია“ მოცემული აქვს ცნობები საქართველოს შესახებ, სადაც მიუთითებს 4 დიდ მაგისტრალს კოლხეთიდან, არაგვის ხეობიდან, ალბანეთიდან და არმენიიდან.

ჯერ კიდევ XI-XII საუკუნეებში საქართველოს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობა განსაკუთრებით გაძლიერდა ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებთან, რომლებიც იმ პერიოდში მსოფლიო ვაჭრობის ცენტრები იყო. ნიკო ბერძენიშვილი წერდა: „საქართველო თავის ისტორიულ წარსულში არასოდეს ისეთ პოლიტიკურ გარემოში არ მოქცეულა, როგორც ამას ადგილი ჰქონდა XI-XII საუკუნეებში, არასოდეს ის ასეთ ინტენსიურ კულტურულ ურთიერთობაში არ ყოფილა ერთსა და იმავე დროს აღმოსავლეთის, დასავლეთის, სამხრეთისა და ჩრდილოეთის ქვეყნებთან, როგორც ეს იყო X-XII საუკუნეებში“. 

თანამედროვე მდგომარეობით კი საქართველოს ინტენსიური ხასიათის სტრატეგიული, ეკონომიკური და სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობა აქვს ამიერკავკასიის, შუა აზიის, ახლო აღმოსავლეთის სახელმწიფოებთან, რუსეთთან, უკრაინასთან და მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან. კავკასია, თავისი გეოპოლიტიკური მდებარეობით და ბუნებრივი რესურსების მრავალფეროვნებით მსოფლიოს უნიკალური რეგიონია. სწორედ ამიტომ ამ რეგიონს დიდი როლი ენიჭება ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის, აგრეთვე, ამიერკავკასიის ქვეყნებთან ევროკავშირის ეკონომიკური ურთიერთობის განვითარება-გაფართოების მიზნით. საქართველო დედამიწის ორი ნაწილის - ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი არეალის თავისებურ ცენტრად გვევლინება.

ბოლო პერიოდში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ქართული მევენახეობის განვითარებას. იმისათვის, რომ საქართველოს ეროვნული ეკონომიკა ინტეგრირებულ იქნას მსოფლიო ეკონომიკურ სივრცეში, ეკონომისტების თქმით, აუცილებელია, შეიქმნას გარკვეული პირობები, რათა ქართულ ღვინო მსოფლიო ბაზარზე გავიდეს. გარდა ამისა, აუცილებელია ქვეყანაში ვაწარმოოთ ისეთი პროდუქტები, რომლებიც იქნება იაფი, ხარისხიანი და მაღალკონკურენტუნარიანი, რათა გაუძლოს მსოფლიო ბაზარზე წარმოდგენილ პროდუქტებთან კონკურენციას. 

პოპულარული ღვინოები

11.99
ქინძმარაული

ქინძმარაული

წითელი ნახევრად ტკბილი

7
ფიროსმანი

ფიროსმანი

თეთრი ნახევრად მშრალი