როდის ხდება ვაზის გადაწვენა და რა უნდა ვიცოდეთ მისი გამოყენებისას

12 ივლისი, 2018წ

გაზიარება

როდის ხდება ვაზის გადაწვენა და რა უნდა ვიცოდეთ მისი გამოყენებისას

როდის ხდება ვაზის გადაწვენა და რა უნდა ვიცოდეთ მისი გამოყენებისას

ვენახის მწკრივში სხვადასხვა მიზეზით ვაზის ნერგების ხმობისას ხდება ცარიელი ადგილების ახალი ძირებით შევსება, რაც დამატებითი პრობლემაა, რადგან ახალშენ ვაზს უკვე გაზრდილი ვენახისგან განსხვავებული მოვლა და წამლობა სჭირდება. ეს დამატებით დროს, ხარჯებსა და ენერგიას მოითხოვს. ამიტომ, მრავალი მევენახე გამეჩხერებული ვენახის შესავსებად საუკეთესო მეთოდად ვაზის გადაწყვენის ხერხს მიიჩნევს, რასაც ცხადია სათანადო ცოდნა და გამოცდილება სჭირდება.

ვაზის გადაწვენის ხერხის შესახებ მეტად საინტერესო რჩევებს იძლევა მე-19-ე საუკუნის ცნობილი ქართველი მეღვინე და მევენახე, ასევე ამპელოგრაფი, თავადი ლევან ჯორჯაძე, რომელიც 1876 წელს გამოცემულ თავის წიგნში: "მევენახეობა და ღვინის დაყენება, კეთება და გაუმჯობესობა: ხელთმძღვანელობისათვის კახური ღვინის მაყენებლებისა" წერს:

"ვაზის გადაწვენა სჯობია თებერვლის ნახევრიდამ ვიდრე მარტის გასვლამდე, ამისათვის რომ ზამთარში ყინვისაგან ვაზი ხმელია და მოხრაში მალე გადატყდება, ამასთან ახალ დაბარულში ყინვა ჩავა ან თოვლი ჩაჰყვება და გაახმობს ვაზსა. ვაზის გადაწვენა შემოდგომაზედაც შეიძლება ვიდრე ყინვები გაჩნდება, მარამ გაზაფხულისა სჯობია ვიდრე კვირტი დაეძრრის ვაზსა. გადაწვენილი ვაზის რქა ორ კვირტზედ უნდა ამოსხლათ და ისე დააყენოთ, უკეთუ თამამი ვაზი არის სამზედ მეტი არ შეიძლება რაც უნდა თამამი რქა იყოს".

თანამედროვე მევენახეებიც ფიქრობენ, რომ ვაზის გადაწვენის სამუშაოები თებერვლის ნახევრიდან უნდა დაიწყოს და მარტის ბოლომდე უნდა დამთავრდეს. თუმცა, ისიც ფაქტია, რომ ვაზის გადაწვენა შემოდგომაზეც შეიძლება ვიდრე ჰაერის ტემპერატურა მკვეთრად არ დაეცემა, მაგრამ ამ პროცედურის ჩატარება გაზაფხულზე უმჯობესია, სანამ ვაზი კვირტის გამოტანას დაიწყებს.

ვაზის გადასაწვენად საჭიროა ლერწის გასუფთავება, სარის ჩარჭობა, რათა შემდგომში ლერწი დამაგრდეს და ასევე აუცილებელია იმის ცოდნაც, რომ მიწიდან ამოსული ლერწი უნდა გადაიჭრას 2 კვირტზე.

იხილეთ ასევე: ზამთრის ყინვებისგან დაზიანებული ვაზის მოვლა და გასხვლა

 

პოპულარული ღვინოები

30
ქვევრის საფერავი

ქვევრის საფერავი

წითელი მშრალი

35.1
ხიდისთაური

ხიდისთაური

წითელი მშრალი