პოპულარული კოქტეილი "მარგარიტა" ფორთოხლის ლიქიორით

01 ივნისი, 2018წ

გაზიარება

პოპულარული კოქტეილი "მარგარიტა" ფორთოხლის ლიქიორით

პოპულარული კოქტეილი "მარგარიტა" ფორთოხლის ლიქიორით

მარგარიტა ერთ-ერთი საუკეთესო და გაყიდვადი კოქტეილია, რომელიც მარტივად მზადდება. გთავაზობთ მარგარიტას კლასიკურ რეცეპტს. ისიამოვნეთ ციტრუსისა და ტეკილას ტანდემით

ინგრედიენტები

  • ტეკილა - 150 მლ;
  • ფორთოხლის ლიქიორი - 150 მლ;
  • ლაიმის წვენი - 150 მლ;
  • წყალი - 180 მლ.

მომზადების წესები

შეიკერში ჩაასხით წყალი, ტეკილა, ლიქიორი, ლაიმის წვენი და ფორთოხლის ლიქიორი.

კარგად შეანჯღრიეთ. შედგით რამდენიმე საათით მაცივარში. ჩაყარეთ კოქტეილის ჭიქებში ყინულები და ჩამოასხით სასმელი.