პოლონეთში ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა

28 მაისი, 2018წ

გაზიარება

პოლონეთში ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა

პოლონეთში ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა

პოლონეთის ქალაქ ტორუნში ქართული ღვინის დეგუსტაცია სახელწოდებით - „ქართული ღვინო პოლონეთში“ - გაიმართა. ღონისძიების ორგანიზატორი ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი კომპანია „Vinisfera” იყო.

ღვინის ეროვნული საააგენტოს ინფორმაციით, დეგუსტაციაზე მიწვეული იყვნენ პროფესიონალები: ღვინის იმპორტიორები, დისტრიბუტორები, რესტორნებისა და მაღაზიების მფლობელები, ღვინის ბლოგერები, სულ 30-მდე სტუმარი. დეგუსტაციაზე წარმოდგენილი იყო სხვადასხვა სტილის ღვინოები, როგორ კლასიკური წესით დამზადებული, ისე ქვევრის ღვინოები. ქართული ღვინის პრეზენტაციას „Vinisfera”-ს ხელმძღვანელი მარიუს კაპჩინსკი უძღვებოდა.

ტორუნი ქართული ღვინის რეალიზაციისთვის ძალიან პერსპექტიული ადგილია, რადგან ეს ქალაქი ითვლება პოლონეთის ტურისტულ და საგანმანათლებლო ცენტრად. 1997 წელს ტორუნი „იუნესკოს“ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სიაში შევიდა. პოლონეთი ქართული ღვინის ერთ-ერთ სტრატეგიულ ბაზარს წარმოადგენს და ქართული ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულში შედის. 2018 წლის იანვარ-აპრილის მონაცემებით საქართველოდან პოლონეთში ექსპორტირებულია 1 მლნ-ზე მეტი ბოთლი ღვინო, რაც 24%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

პოპულარული ღვინოები

20.1
კანაპეს მარკერი CHRISTMAS CROWD (8 ცალი)

კანაპეს მარკერი CHRISTMAS CROWD (8 ცალი)

18
ნაფარეული

ნაფარეული

წითელი მშრალი

13.9
ცქრიალა თეთრი ნახევრად მშრალი

ცქრიალა თეთრი ნახევრად მშრალი

22.95
ტვიში

ტვიში

თეთრი ნახევრად ტკბილი

15.95
მწვანე

მწვანე

თეთრი მშრალი