რატომ უნდა მიირთვათ სალიანკა ხორცით, ძეხვით, სოსისითა და ლორით ქისთან ერთად

11 მაისი, 2018წ

გაზიარება

რატომ უნდა მიირთვათ სალიანკა ხორცით, ძეხვით, სოსისითა და ლორით ქისთან ერთად

რატომ უნდა მიირთვათ სალიანკა ხორცით, ძეხვით, სოსისითა და ლორით ქისთან ერთად

ტრადიციული კერძის საინტერესო ინტერპრეტაცია გულგრილს ვერცერთ გურმანს ვერ დატოვებს. ამ კერძს კახური წესით დაყენებული "ქისი" საუკეთესოდ შეეხამება.

ინგრედიენტები:

  • საქონლის ან ღორის რბილი ხორცი - 400 გ;
  • სოსისი - 4 ცალი;
  • ძეხვი - 200 გ;
  • ლორი - 200 გ;
  • მჟავე კიტრი - 4 ცალი;
  • ხახვი - 1 ცალი;
  • ოხრახუში - 1 კონა;
  • ტომატპასტა - 2 ს/კ;
  • დაფნის ფოთოლი - 3-4 ცალი;
  • ზეთისხილი, უკურკო - 1 ქილა;
  • დაფქული წითელი წიწაკა' - გემოვნებით.

მომზადების წესები:

მოხარშეთ ხორცისგან ბულიონი. ჩააგდეთ დაფნის ფოთოლი და შავი პილპილის მარცვლები.

დაჭერით მოხარშული ხორცი, ასევე ლორი, ძეხვი, სოსისი და ზეთისხილი.

წვრილად დაჭერით მჟავე კიტრი, ხახვი და ოხრახუში და მოხრაკეთ ყველაფერი ტომატპასტაში 10 წუთის განმავლობაში, დაუმატეთ სოსისი, ხორცი, ძეხვი, ლორი, ზეთისხილი, კვლავ ხრაკეთ რამდენიმე წუთის განმავლობაში, შემდეგ დაასხით ბულიონი და მიიყვანეთ ადუღებამდე.

ღვინის შეხამება:

ამ კერძს კახური წესით დაყენებული "ქისი" საუკეთესოდ შეეხამება. ყურადღება მიაქციეთ ღვინის ასაკს, რადგან კარგად დაძველებული და დასრულებული ქისი თავის სიღრმესა და არომატს ბრწყინვალედ გამოხატავს და ეს გურმანებსა და ღვინის მოყვარულებს შეხამების დროს კიდევ უფრო მეტ სიამოვნებას მოგანიჭებთ.

ჩვენი ღვინის მრავალფეროვანი ინტერნეტ-მაღაზიიდან, კომპანია “ლუკასის“ 2015 წლის მოსავლის ქისს, “დანიელის“ 2014 წლის მოსავლის პრემიუმ ქისს და ”VinoTerra”-ს 2014 წლის მოსავლის ქვევრის ქისს გირჩევთ.

ტექსტში გამოყენებულია რეცეპტი პორტალიდან: gemrielia.ge