რა განაპირობებს მევენახეობისა და მეღვინეობის წარმატებას ავსტრიაში

03 იანვარი, 2017წ

გაზიარება

რა განაპირობებს მევენახეობისა და მეღვინეობის წარმატებას ავსტრიაში

რა განაპირობებს მევენახეობისა და მეღვინეობის წარმატებას ავსტრიაში

ავსტრია ევროპის ეს ერთ-ერთი ულამაზესი ქვეყანაა, რომელიც ვენახების გრანდიოზული ფართობებით არ გამოირჩევა - აქ სულ რაღაც 49000 ჰექტარზეა გაშენებული ვაზის კულტურა, მათი უმეტესი ნაწილი სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს. დომინანტი ვაზის 22 თეთრი ჯიშია, რომელთგანაც ხარისხიან თეთრ კლასიკურ (Qualitätswein)  ღვინოებს ამზადებენ. წითელი ჯიშები მხოლოდ 13 სახეობითაა წარმოდგენილი და მათგანაც საკმაოდ კარგ ღვინოებს ამზადებენ, თანაც  უკანასკნელ წლებში ტენდენცია წითლებისკენ უფრო იხრება.        ავსტრიის მევენეხეობის ზონაში შედის  სამი ძირითადი რეგიონი (ბუნდესლანდი): ნიდეროსტერრაიხი (Niederösterreich), ბურგენლანდი (Burgenland) და შტაიერმარკი (Steiermark) - რომლებიც თავის მხრივ 16 მიკროზონად იყოფიან.

მათგან ყველაზე მეტად გამოირჩევა: ვახაუს (Wachau), კემპტელის (Kamptal), ნოიზიდლერზეეს (Neusiedlersee) თუ ზიუდშტეიერმარკის (Südsteiermark) ადგილები. რა თქმა უნდა, ავსტრიის სხვა რეგიონებშიც გვხვდება ვენახები, მაგრამ არა მასიურად, ალაგ-ალაგ თუ წააწყდებით. შესანიშნავი ავსტრიული ღვინოები წითელ-თეთრ-წითელი ბანდეროლებით ბოთლის ჩაჩზე ადვილად დაგამახსოვრებენ და შეგახსენებენ თავს.

ავსტრიელების საყვარელი სასმელი მათივე წარმოებული ღვინოა, ასე რომ დაახლოებით 73% ღვინისა, რასაც წლიურად მოიხმარენ, თავიანთი დაყენებულია. საშუალოდ, ყოველწლიურად 250 მილიონ ლიტრ ღვინოს აწარმოებენ  და მათი პროდუქციის მუდმივად მზარდი ხარისხისა და რეპუტაციის პირობებში, ექსპორტის მოცულობა ყოველწლიურად მატულობს. ამ ქვეყნის ღვინის წარმატება ალბათ მცირე ბიზნესის უზომო განვითარებას უნდა მივაწეროთ, შეიძლება ითქვას, რომ ავსტრიაში საერთაშორისო გაგებით დიდი საწარმოები არ არსებობს (საწარმო, რომლის საკუთრებაშიც 200 ჰა-ზე მეტი ვენახებია). დაახლოებით 20 000 მცირე მევენახე-მეღვინეა (Winzer) ქვეყანაში, რომლებიც უვლიან საშუალოდ 5-10 ჰა ფართობის ვენახს, აყენებენ ღვინოს და ყიდიან ადგილზე (Ab-Hof-Verkauf) ან გააქვთ ექსპორტზე.

ის, რომ ავსტრია არის მცირე მევენახე-მეღვინეების ქვეყანა, დიდწილად განაპირობებს მათი ღვინის მაღალ ხარისხსა და ღირსებას. 2/3 წარმოებული  ღვინოებისა მიეკუთვნება მაღალი ხარისხის ნიშას Qualitätsweine, მათ შორის არის უმაღლესი Spitzenweine, რომელთაგან თეთრი, წითელი თუ ტკბილი ღვინოები მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესოდაა მიჩნეული.

წყარო: winepage

პოპულარული ღვინოები

18
მუკუზანი

მუკუზანი

წითელი მშრალი

13.95
წინანდალი მუხის კასრში

წინანდალი მუხის კასრში

თეთრი მშრალი