როგორ დავიცვათ ვენახი ყურძნის ჭიისგან - რჩევები მევენახეებს

19 მარტი, 2018წ

გაზიარება

როგორ დავიცვათ ვენახი ყურძნის ჭიისგან - რჩევები მევენახეებს

როგორ დავიცვათ ვენახი ყურძნის ჭიისგან - რჩევები მევენახეებს

ვაზი "საკმაოდ" რთულად მოსავლელი კულტურული მცენარეა. როგორც ცნობილია, მას ბევრი მავნებელი ჰყავს. კარგი მევენახის ვალია ვაზის მოვლის დროს დროულად მიიღოს ზომები და მავნებელი მწერების წინააღმდეგ წამლობის მეთოდოლოგიაც შესაბამისად განსაზღვროს. 

XIX საუკუნეში, სანამ ფილოქსერა შემოიჭრებოდა (ფილოქსერა - ჯერ ევროპაში, შემდეგ კი საქართველოში შემოიჭრა) და ვენახების დიდ ნაწილს მთლიანად გაანადგურებდა, მევენახეებს მავნებლების წინააღმდეგ, მარტივად გატარებული, "ერთჯერადი" წამვლითი ღონისძიებებიც ყოფნიდათ. თუმცა, შემდეგ სიტუაცია მკვეთრად შეიცვალა და ვენახების მოვლაც გართულდა. ამან კი ათწლეულების მანძილზე მთელს მსოფლიოში ღვინის ფასის თანდათანობითი მატება გამოიწვია.

ვენახის მავნებლებიდან მევენახეებისთვის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მწერია ყურძნის ჭია, რომელსაც საქართველოში გლეხები ჭინჭველსაც ეძახიან. ყურძნის ჭიის პეპელა პატარა ზომისაა, ზედა მხრიდან მურა ნაცრისფერია, გვერდებიდან და ქვედა მხრიდან - ღია ნაცრისფერი. წინა ფრთები დაწინწკლულია ყვითელი, ნაცრისფერი და მოლურჯო ლაქებით. უკანა ფრთები ღია ნაცრისფერია. მას უკანა მხარეს ჯინჯილები (ფოჩები) აქვს. ულვაშები ძაფისებრია, შედარებით მსხვილი და უბეწვო. 

ფრთებგაშლილი პეპლის სიგანე 10-13 მმ-ია, სიგრძე - 4-5 მმ. ყურძნის ჭიის პირველი გენერაციის მატლი აზიანებს ყვავილებს, აბლაბუდის თხელ ძაფებში ახვევს, შიგ ექცევა და ისე იკვებება. ყვავილობის დამთავრების შემდეგ, მატლი ახლადგამონასკულ ნაყოფს და ყლორტს აზიანებს, რის გამოც მტევანი მთლიანად ან ნაწილობრივ ხმება.

ივლისის დასაწყისში მეორე გენერაციის მატლი ვითარდება და მწვანე მარცვლით იკვებება. ახლადგამოჩეკილი მატლი მარცვლის ზედაპირზე მცირე ნაწილს ღრღნის, მოზრდილი კი მარცვალში იჭრება და მის მთელ რბილობს სპობს.

როგორც გამოცდილი მევენახეები გვირჩევენ, ამ მავნებელთან ბრძოლის დროს მექანიკური ღონისძიებებიდან კარგ შედეგს ვაზის დროულად გაფურჩქვნა იძლევა, რადგან ამ პირობებში მავნებლის კვერცხების დიდ ნაწილს პირდაპირ მზის სხივები ხვდება და იღუპება. ასევე, ყურძნის ჭიას წინააღმდეგ საუკეთესო შედეგს იძლევა ქიმიური მეთოდების გამოყენება, რომელიც უნდა ჩატარდეს საქართველოში გამოსაყენებლად ნებადართული პესტიციდების სახელმწიფო კატალოგისა და შესაბამისი სამსახურის კონსულტაციის საფუძველზე. ბიოლოგიური პრეპარატებიდან კარგ შედეგს იძლევა 1%-იანი ბიტოქსიბაცილინი, დენრობაცილინი ან ლეპიდოციდი. პირველ თაობაზე წამლობა ტარდება მაშინ, როდესაც მტევნები კოკრებშია, მეორე ყვავილობის დამთავრებისთანავე, მესამე კი სიმწიფის წინ, მარცვლების შეთვალებისას.

 

პოპულარული ღვინოები

12.95
რქაწითელი

რქაწითელი

თეთრი მშრალი

37.94
აის ვაინი სატრაპეზო

აის ვაინი სატრაპეზო

35
იბერიული ქისი ქვევრის

იბერიული ქისი ქვევრის

თეთრი მშრალი