ანანო თავხელიძე - პროექტი ძალიან წარმატებული აღმოჩნდა და ჩვენ ვგეგმავთ დეგუსტაციების გამართვას

08 მარტი, 2018წ

გაზიარება

ანანო თავხელიძე - პროექტი ძალიან წარმატებული აღმოჩნდა და ჩვენ ვგეგმავთ დეგუსტაციების გამართვას

ანანო თავხელიძე - პროექტი ძალიან წარმატებული აღმოჩნდა და ჩვენ ვგეგმავთ დეგუსტაციების გამართვას

პროექტი - „10 ღვინო, რომელიც უნდა გასინჯო, სანამ ცოცხალი ხარ“ ძალიან წარმატებული აღმოჩნდა და ჩვენ ვგეგმავთ დეგუსტაციების გამართვას, - ამის შესახებ „პალიტრა მედიას“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ანანო თავხელიძემ განაცხადა. 

მისი თქმით, სომელიეებისგან შემდგარი გუნდი აირჩევს პროექტში მონაწილე კომპანიების მიერ წარდგენილ საუკეთესო ღვინოებს. „პროექტი - „10 ღვინო, რომელიც უნდა გასინჯო, სანამ ცოცხალი ხარ“ 4 თვეა მიმდინარეობს. ეს არის სახალხო პროექტი. ჩვენ გამოვკითხეთ 250 000 ადამიანი. ხმის მიცემა მიმდინარეობდა როგორც ონლაინ, ასევე ბეჭდურ მედიაში და ბრმა დეგუსტაციებით. დღეს მოვაწყეთ პრეზენტაცია, რომელსაც ღვინის კომპანიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ და გამოვავლინეთ ის 10 ღვინის სახეობა, რომელმაც უნდა მიიღოს მონაწილეობა შემდეგ ეტაპზე. მოეწყობა დეგუსტაცია - სომელიეებისგან შემდგარი გუნდი აირჩევს პროექტში მონაწილე კომპანიების მიერ წარდგენილ საუკეთესო ღვინოებს“, - აღნიშნა ანანო თავხელიძემ. 

"პალიტრა მედია ჰოლდინგის" პროექტის - "10 ღვინო, რომელიც უნდა გასინჯო, სანამ ცოცხალი ხარ" რჩეული ღვინის სახეობები უკვე ცნობილია. "ბიბლუსი გალერეაში" გამართულ პრეზენტაციაზე, რომელსაც ღვინის კომპანიების წარმომადგენლები და სომელიეები ესწრებოდნენ, პროექტის ორგანიზატორებმა ღვინის სახეობების ჩამონათვალი გაასაჯაროეს. 

რჩეული ღვინის სახეობებს შორისაა - საფერავი, ტვიში, წინანდალი, ციცქა, ქინძმარაული, რქაწითელი, ხვანჭკარა, მუკუზანი, ქისი და მწვანე.

პროექტის მეორე ეტაპი მარტის ბოლოს დაიწყება და გამოვლინდება საუკეთესო ღვინის მწარმოებელი კომპანიები.

იხილეთ ვიდეო: "“10 ღვინო, რომელიც უნდა გასინჯო, სანამ ცოცხალი ხარ“- უნიკალური პროექტის საპრეზენტაციო საღამო რჩეული მეღვინეებისთვის"

პოპულარული ღვინოები

22.5
ალაზნის ველი წითელი

ალაზნის ველი წითელი

წითელი ნახევრად ტკბილი

27
ქინძმარაული

ქინძმარაული

წითელი ნახევრად ტკბილი