07 მარტი, 2018წ
გაზიარება5 მთავარი ჯილდო: ორი ოქროს, ორი ვერცხლის და ერთი ბრინჯაოს მედლები. მწვანე ქვევრი და რქაწითელი ქვევრი - ოქროს მედალი, მანავი კასრის და როზე საფერავი კაბერნე - ვერცხლის მედალი, მანავი კლასიკური - ბრინჯაოს მედალი.
სალონიკში გამართულ „მე-18-ე საერთაშორისო ღვინის ფესტივალზე“ ღვინის კომპანია გიუაანის მწვანე ქვევრმა და რქაწითელი ქვევრმა ოქროს მედლები, მანავი კასრმა და როზე საფერავი-კაბერნემ ვერცხლის მედლები, ხოლო მანავმა კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. გიუაანის ღვინოებმა ბერძენი და საერთაშორისო ექსპერტების დიდი მოწონება დაიმსახურა.
კონკურსზე მონაწილეობა ღვინის 746-მა სხვადასხვა სახეობამ მიიღო. მათ დეგუსტაციას ბერძენი და უცხოელი ენოლოგების, ღვინის სპეციალისტებისა და ჟურნალისტებისგან შემდგარი 5 სხვადასხვა კომიტეტი ახდებდა. ღვინოები შემდეგი ქვეყნებიის წამყვანი კომპანიების მიერ იყო წარმოდგენილი: საბერძნეთი, საქართველო, ბრაზილია, კვიპროსი, თურქეთი და გერმანია.
ამ კონკურსის ფარგლებში 10-11 მარტს გაიმართება ღვინის დეგუსტაცია ათენში, სადაც ბერძენ მომხმარებელს საშუალება ექნება დააგემოვნოს ქართული ღვინო.
"ინტერპრესნიუსი"