12 მაისს რიგით მეცხრე ახალი ღვინის ფესტივალი გაიმართება

22 თებერვალი, 2018წ

გაზიარება

12 მაისს რიგით მეცხრე ახალი ღვინის ფესტივალი გაიმართება

12 მაისს რიგით მეცხრე ახალი ღვინის ფესტივალი გაიმართება

საქართველოს ღვინის კლუბი 12 მაისს რიგით მეცხრე ახალ ღვინის ფესტივალს გამართავს, - ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს ღვინის კლუბის ოფიციალურ გვერდზე.

მათივე ინფორმაციით, 12 მაისს, მთაწმინდის პარკში, 11:00-დან 18:00 საათამდე საქართველოს სხვადასხვა კუთხის ღვინის დიდი კომპანიები, საშუალო და მცირე მეღვინეობები, ოჯახური მარნები ფესტივალის სტუმრებს ბოლო მოსავლის (2017 წლის) საუკეთესო ღვინოებს დაახვედრებენ. ახალი ღვინის ფესტივალი 2018 დაიწყება ქვევრის გახსნის ტრადიციული ცერემონიით, მრავალჟამიერის თანხლებით.

"ახალი ღვინის ფესტივალი წლების მანძილზე უკვე ნამდვილ სახალხო დღესასწაულად ჩამოყალიბდა, რომლის მთავარი მიზანიც ქართული ღვინის პოპულარიზაცია, საქართველოში ღვინის განათლების დონის ამაღლება და სამომხმარებლო კულტურის გაზრდაა", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

პოპულარული ღვინოები

34.95
საფერავი

საფერავი

წითელი მშრალი

12.26
საფერავი

საფერავი

წითელი მშრალი

11.99
წინანდალი

წინანდალი

თეთრი მშრალი

69.95
საფერავი (ხაშმი)

საფერავი (ხაშმი)

წითელი მშრალი