რა გავლენას ახდენს ვენახისა და ყურძნის ხარისხზე ჰერბიციდებისა და პესტიციდების გამოყენება - რჩევები მევენახეებს

29 იანვარი, 2018წ

გაზიარება

რა გავლენას ახდენს ვენახისა და ყურძნის ხარისხზე ჰერბიციდებისა და პესტიციდების გამოყენება - რჩევები მევენახეებს

რა გავლენას ახდენს ვენახისა და ყურძნის ხარისხზე ჰერბიციდებისა და პესტიციდების გამოყენება - რჩევები მევენახეებს

ყურძნის ხარისხი, როგორც ცნობილია, დამოკიდებულია აგრონომიული ღონისძიებების სწორად გატარებაზე, კერძოდ: ვენახის მოვლა/პატრონობაზე, ორგანულ-მინერალური სასუქების ზომიერად და დროულად შეტანაზე..., რაც ყურძნის ტოქსიკური და სხვა მავნე ნივთიერებებით დაბინძურების შესაძლებლობას საბოლოოდ გამორიცხავს.

ხშირ შემთხვევაში დღესაც ყურძენში და მისი გადამუშავების შედეგად მიღებულ პროდუქტებში დიდი რაოდენობითაა აღმოჩენილი აზოტოვანი და სხვა ტოკსიკური ნივთიერებები. აქედან გამომდინარე ზემოთ აღნიშნული პრობლემა დღის წესრიგში დღესაც დგას. 

რთველის შემდეგ ვენახის დამუშავება იწყება. კერძოდ, მინერალური სასუქებით ვენახებში ჩატარებული შემოდგომა - გაზაფხულის ღონისძიებების შემდეგ იწყება ბრძოლა ვაზის სხვადასხვა დამნაგვიანებლების წინააღმდეგ, ჰერბიციდების გამოყენებით. აღსანიშნავია რომ, ეს ღონისძიებები ზამთარში და გაზაფხულის დასაწყისში ტარდება. რაც შეეხება პერბიციდებს, მათგან ვენახებში ძირითადად იყენებენ: სიმაზინს, დალაპონს, აგროპონს, ბასფაპონს, დაუპონს, ბალაპონს, პროპინატს, რაუნდაპს, უტალს, ფოსულენს, ნიტოსორგს, კარაგარდს და სხვა. დაიმახსოვრეთ, მათი გამოყენება, ისევე როგორც მინერალური სასუქებისა, უნდა შემოიფარგლებოდეს მკაცრი ზღვრებით.

როგორც ცნობილია, ჰერბიციდების გამოყენებას არა მარტო დადებითი, არამედ უარყოფითი მხარეც გააჩნია. აღსანიშნავია რომ, ისინი მცენარეს ფუნგიციდებით ამდიდრებენ, საიდანაც მათი ნარჩენი რაოდენობა ჯერ ყურძენში გადადის, ხოლო იქედან მისი გადამუშავების პროდუქტებში, რაც ადამიანის ორგანიზმში ტოქსიკურ მოქმედებებს იწვევს.

აქვე, გაზაფხულზე და ზაფხულში სხვადსხვა დაავადებების წინააღმდეგ ვენახის შეწამვლა იწყება. დაიმახსოვრეთ, წამლობისას პესტიციდების ჭარბი ხმარება იწვევს ყურძნის გამდიდრებას პესტიციდების ნარჩენი რაოდენობით, სპილენძით, ცინკით, თუთიით და სხვა მეტალებით. ზოგიერთი პესტიციდი ხვდება რა ადამიანის ორგანიზმში, გარდაიქმნება სხვადასხვა ტოქსიკური ფორმის პროდუქტად, რომელიც იწვევს არა მარტო ადამიანის მოწამვლას, არამედ ბევრ ავთვისებიან ორგანულ დაავადებებსაც. საზღვარგარეთ, ბოლო წლებში მკვეთრადაა შემცირებული მინერალური სასუქების, ჰერბიციდებისა და პესტიციდების გამოყენება. ზოგიერთ ქვეყანაში კი ისინი საერთოდ აკრძალულია.

გარდა მინერალური სასუქების, ჰერბიციდების და პესტიციდებისა ყურძნის დაბინძურებაზე დიდ გავლენას ახდენს დაბინძურებული ატმოსფერული გარემო, რომელიც მრავალი ფაქტორითაა განპირობებული. ჩატარებული კვლევების საფუძველზე დგინდება რომ, ვენახი რომელიც საავტომობილო ტრასის სიახლოვეს გაშენებულია მეტადაა დაბინძურებული ტოქსიკური ნივთიერებებით, ვიდრე ის ვენახები, რომლებიც გზიდან მოშორებით არიან გაშენებულები.

 

 

პოპულარული ღვინოები

16.9
საფერავი კლასიკი

საფერავი კლასიკი

წითელი მშრალი

15.95
საფერავი კაბერნე

საფერავი კაბერნე

8.95
რქაწითელი

რქაწითელი

თეთრი მშრალი

13.95
ქისი-მწვანე

ქისი-მწვანე

თეთრი მშრალი