ფარშირებული ბატკნის რულეტი გორდონ რამზის რეცეპტით წითელ მშრალ ღვინოსთან ერთად

17 იანვარი, 2018წ

გაზიარება

ფარშირებული ბატკნის რულეტი გორდონ რამზის რეცეპტით წითელ მშრალ ღვინოსთან ერთად

ფარშირებული ბატკნის რულეტი გორდონ რამზის რეცეპტით წითელ მშრალ ღვინოსთან ერთად

ვფიქრობთ, უგემრიელესი ფარშირებული ბატკნის რულეტი გორდონ რამზის რეცეპტით ყველა გემოვნების ადამიანს და მათ შორის პრეტენზიულ გურმანებსაც მოეწონებათ. ამ კერძის მოსამზადებლად თქვენ რამდენიმე ინგრედიენტი დაგჭირდებათ, განსაკუთრებული ყურადღება კი ყველ "ფეტაზე" გაამახვილეთ, რადგან ის ამ კერძს უჩვეულო გემოს მატებს. ჩვენი აზრით, ამ კერძს წითელი მშრალი ღვინო კარგად შეეხამება. შესაბამისად, ჩვენი ინტერტენ მაღაზიიდან allwine.ge-დან კერძთან შესახამებლად რამდენიმე ღვინის კომპანიისა და მცირე მარნის წარმოებულ "საფერავს" შემოგთავაზებთ.   

ინგრედიენტები:

  • ბატკნის ხორცი - 1.7 კგ
  • ხახვი - 1 დიდი თავი
  • ნიორი - 2-3 კბილი
  • ისპანახის ფოთლები - 150 გ
  • ყველი ფეტა - 2/3 ჭიქა
  • კედარის კაკალი ან ნიგოზი - 2-3 ს.კ
  • მარილი და პილპილი

მომზადების წესები:

ხახვი და ნიორი წვრილად დაჭერით, მოშუშტეთ ტაფაზე ზეთში. დაამატეთ მარილი და პილპილი, შემდეგ დაამატეთ კედარის კაკალი ან დაჭრილი ნიგოზი. როცა ხახვი, ნიორი და ნიგოზი სასიამოვნო ოქროსფერს მიიღებს, დაამატეთ ისპანახის ფოთლები, 2-3 წუთში კი ფეტა.

გულსართი ჩაუდეთ ხორცს და რულეტივით შეახვიეთ. დაამაგრეთ ძაფით. შეწვით რულეტი ტაფაზე ყველა მხრიდან, რომ სასიამოვნო ოქროსფერი კანი გაიკეთოს.

შემდეგ გადაიტანეთ ღუმელში 190 გრადუსზე დაახლოებით 1 საათი.

ფარშირებული ბატკნის რულეტი გორდონ რამზის რეცეპტით წითელ მშრალ ღვინოს კარგად შეეხამება

ღვინის შეხამება: მაღალხარისხიანი წითელი მშრალი ღვინო ნებისმიერი სახით მომზადებულ ბატკნის ხორცს კარგად ეხამება. ქართულ მეღვინეობაში ამ ტიპის ღვინო, რასაკვირველია კახური საფერავია. ვფიქრობთ, ეს ინტენსიური და არომატებით სავსე ღვინო ფარშირებულ ბატკნის რულეტს კარგად შეეხამება.

თქვენ შეგიძლიათ ფარშირებული ბატკნის რულეტისთვის ჩვენი ღვინის ინტერნეტ მაღაზიიდან შესანიშნავი საფერავები შეარჩიოთ. ჩვენი მხრიდან კი დასახელებულ კერძთან კომპანია "ხარებას" 2013 წლის მოსავლის საფერავ კალსიკს, მცირე მარან "Loladze Family Winery" -ის 2015 წლის მოსალის საფერავს და "ახმეტის ღვინის სახლის" 2016 წლის მოსავლის საფერავს გირჩევთ.

ტექსტში გამოყენებულია რეცეპტი პორტალიდან: gemrielia.ge

 

პოპულარული ღვინოები

38.4
რქაწითელი

რქაწითელი

თეთრი მშრალი

17
მანავი კასრის

მანავი კასრის

თეთრი მშრალი