სად მდებარეობს მევენახეობის სპეციფიკური ზონა "ტიბაანი" და როგორ ხასიათდება ღვინო "ტიბაანი"

17 იანვარი, 2018წ

გაზიარება

სად მდებარეობს მევენახეობის სპეციფიკური ზონა "ტიბაანი" და როგორ ხასიათდება ღვინო "ტიბაანი"

სად მდებარეობს მევენახეობის სპეციფიკური ზონა "ტიბაანი" და როგორ ხასიათდება ღვინო "ტიბაანი"

ღვინო "ტიბაანი" - ადგილწარმოშობის დასახელების კონტროლირებადი უმაღლესი ხარისხის თეთრი მშრალი ღვინოა. იგი მზადდება რქაწითელის ჯიშის ყურძნისაგან დურდოს სრული დადუღებით. ღვინო "ტიბაანი" ხასიათდება მუქი ქარვისფერით, ჯიშური არომატით, კარგად გამოხატურლი ბუკეტით, ექსტრაქტულობით, ხავერდოვნებით და ქიშმიშის ტონებით.

მევენახეობის სპეციფიკური ზონა "ტიბაანი" მდებარეობს შიდა კახეთში, ალაზნის ვაკის მარჯვენა მხარის აღმოსავლეთ ნაწილში, გომბორის ქედის სამხრეთ-აღმოსავლეთ დაბლობზე სიღნაღის რაიონის ჩრდილო განედის 41035' და აღმოსავლეთ გრძედის 46000' კოორდინატებზე. სავენახედ ასათვისებელი ფართობის აბსოლუტური სიმაღლე ზღვის დონიდან საშუალოდ 350-დან 550 მეტრს უდრის. მოიცავს სოფლებს: ტიბაანი, ქვემო მაჩხაანისა და ძველი ანაგის ნაწილს.

კლიმატური პირობები ზომიერად ნოტიო სუბტროპიკულია, რომელიც ხასიათდება ზომიერად ცივი ზამთრით და ცხელი ზაფხულით; წლის განმავლობაში ნალექების ორჯერადი მინიმუმით. სავენახე ფართობები განთავსებულია ცივგომბორის მთების სამხრეთ-აღმოსავლეთი ნაწილის ჩრდილო-აღმოსავლეთი კალთების დაბოლოებაზე. ემიჯნება ალაზნის ველის სამხრეთ ნაწილს, რომელიც მდინარე ალაზნის მარჯვენა ტერასაზე ჩრდილო-აღმოსავლეთისაკენ სუსტად დახრილ შლეიფებსა და ფერდობებს წარმოადგენს.

ტიბაანის ზონა

უკიდურეს სამხრეთ ნაწილში წარმოდგენილია შავმიწისებრი ნიადაგი, ხოლო ჩრდილო და დასავლეთ ნაწილში კი ალუვიური და დელუვიურ - პროლუვიური ნიადაგების ნაირსახეობები და სახესხვაობები, რომლებიც ერთმანეთისაგან განსხვავდებიან როგორც პროფილის სისქით, ასევე მექანიკური შედგენილობით და ხირხატიანობის მიხედვით.

"ტიბაანის" დასახელების ღვინის მისაღებად დაცული უნდა იქნეს მთელი რიგი რეგლამენტები. ღვინო "ტიბაანის" ქიმიური მონაცემები უნდა შეესაბამებოდეს შემდეგ მაჩვენებლებს: მოცულობით სპირტშემცველობა % - 11,5-13,0. შაქრების მასური კონცენტრაცია - არა უმეტეს 4 გ/დმ3. ტიტრული მჟავიანობა - 5,0-6,0 გ/დმ3. აქროლადი მჟავიანობა - არა უმეტეს 1,2 გ/დმ3. დაყვანილი ექსტრაქტის მასის კონცენტრაცია - არა ნაკლებ 18 გ/დმ3.

"ტიბაანის" სპეციფიკური ზონის ფართობი დაახლოებით 28 კმ2 შეადგენს. კლიმატური პირობები, ზომიერად ნოტიო სუბტროპიკული ჰავა, ვენახების განლაგება ცივ-გომბორის მთების სამხრეთ-აღმოსავლეთი და ჩრდილო-აღმოსავლეთი ნაწილის დაბოლოებაზე, აბორიგენული ჯიში რქაწითელის უნიკალურობა და ქვევრებში ღვინის დაყენების უძველესი წესი "ტიბაანის" ღვინის ღირსებას განსაზღვრავს.

 

პოპულარული ღვინოები

8.95
წინანდალი

წინანდალი

თეთრი მშრალი

9
ალაზნის ველი

ალაზნის ველი

წითელი ნახევრად ტკბილი

32.5
შავკაპიტო

შავკაპიტო

წითელი მშრალი

11.75
რქაწითელი

რქაწითელი

თეთრი მშრალი