ღვინის კვირეული დაიხურა

05 ოქტომბერი, 2016წ

გაზიარება

ღვინის კვირეული დაიხურა

ღვინის კვირეული დაიხურა

ღვინის კვირეული დაიხურა. ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის გიორგი სამანიშვილის შეფასებით, 2016 წლის ღვინის კვირეული წარმატებული იყო. კვირეულის ფარგლებში ჩატარებული ღონისძიებების პარალელურად, აღსანიშნავია, რომ წელს, 40 წლიანი პაუზის შემდეგ, აღდგა „საქართველოს დამსახურებული მეღვინის“ წოდება.

როგორც გიორგი სამანიშვილმა აღნიშნა, დამსახურებული მეღვინის წოდების მინიჭება ყოველწლიურად მოხდება და ამ ჯილდოს ის ადამიანები მიიღებენ, რომლებიც მეღვინეობა-მევენახეობის დარგში არანაკლებ 20 წელია მოღვაწეობენ.

"ღვინის კვირეული წარმატებულად ჩატარდა. ქართული ღვინის დღის აღნიშვნა წელს გაცილებით მასშტაბური იყო, ვიდრე გასულ წლებში. მან თბილისთან ერთად საქართველოს რეგიონებიც მოიცვა. ღონისძიების მიზანია ქართული ღვინის უძველესი და უმდიდრესი კულტურა გავაცნოთ ყველას. ეს არ არის მხოლოდ უცხოელებზე გათვლილი. ჩვენ გვსურს ახალგაზრდებმაც გაიცნონ ქართული ღვინის ისტორია. წლევანდელი წელი აღსანიშნავია იმითაც, რომ კვირეულის ფარგლებში აღვადგინეთ საქართველოს დამსახურებული მეღვინის წოდება, რომელიც მიენიჭება მეღვინეობა-მევენახეობის დარგში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის", - აღნიშნა გიორგი სამანიშვილმა. 

პოპულარული ღვინოები

16.95
საფერავი

საფერავი

წითელი მშრალი

17.59
საფერავი

საფერავი

წითელი მშრალი

20.1
ღვინის აერატორი

ღვინის აერატორი

41.95
რქაწითელი

რქაწითელი

თეთრი მშრალი