ღვინის შესახებ

  • ჩამოსხმის წელი

    2014

  • არომატი

  • ალკოჰოლურობა

    13%

  • მოცულობა

    0 მლ

პრემიუმ საფერავი

პრემიუმ საფერავი

ყვარლის მარანი

81.9

„ინტენსიურად შეფერილი, სრული, სიძველეში ხავერდოვანი, რომელიც ევროპული წესით დაყენებისას არ ჩამოუვარდება საფრანგეთის საუკეთესო ღვინოებს“, - ასე ხასიათდება ვაზის წითელი ჯიშების მსოფლიო ასორტიმენტის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენლის, საფერავის ღვინო. საფერავი საქართველოში ფართოდ გავრცელებული ვაზის ჯიშია. განსაკუთრებით მაღალი ღირსების წითელ ღვინოს, საფერავი იძლევა თავის სამშობლოში - კახეთში. ყვარლის რაიონში გაშენებული ვენახების საფერავიდან მიიღება უმაღლესი ხარისხის, ფაქიზი და დახვეწილი, ელეგანტური წითელი ღვინო. იგი მკვეთრი ბროწეულისფერი შეფერილობით, ალკოჰოლის და სიმჟავის ზომიერი შემცველობით გამოირჩევა, რომელიც მეტ ხავერდოვნებას დაძველების პერიოდში იძენს. ყვარლის მარნის „საფერავი“ დადუღებულია ჭაჭაზე 8-10 დღის განმავლობაში და შემდგომ უკვე დავარგებული ახალი მუხის კასრებში; რაც თავისებურ, პიკანტური გემოებით ამდიდრებს ღვინოს. ბუკეტი ჰარმონიაშია ალკოჰოლთან და გამოირჩევა, წითელი კენკროვანი ხილის და მუხის სასიამოვნო დაბოლოვებებით.

ადგილზე მიტანის სერვისი

ქვევრის ღვინო