რატომ აკავშირებდა ჭაბუა ამირეჯიბი ღვინის სიყვარულს რწმენასთან - რას წერდა მწერალი ქართულ სუფრაზე

29 დეკემბერი, 2017წ

გაზიარება

რატომ აკავშირებდა ჭაბუა ამირეჯიბი ღვინის სიყვარულს რწმენასთან - რას წერდა მწერალი ქართულ სუფრაზე

რატომ აკავშირებდა ჭაბუა ამირეჯიბი ღვინის სიყვარულს რწმენასთან - რას წერდა მწერალი ქართულ სუფრაზე

ცნობილი ქართველი მწერალი, ჭაბუა ამირეჯიბი, თავის საკულტო რომანში "დათა თუთაშხია" ქართველებისთვის ღვინის მნიშვნელობაზე გვესაუბრება და ჩვენში ღვინის სიყვარულის მიზეზებს რწმენასთან აკავშირებს. იგი ასევე საუბრობს ქართულ სუფრაზე და სიმღერაზე, რომელიც ღვინისა და სუფრის განუყფელ ნაწილად ითვლებოდა. გთავაზობთ მცირე ამონარიდს ხსენებული რომანიდან, რომელიც ვფიქრობთ ჩვენს მკითხველებს განსაკუთრებულ გრძნობებს გაუღვიძებს.

"არყით აღგზნებული კაცის გონებაში ბინდი ისადგურებს, მისი ენა სიმახინჯისა და დაუნდობლობის ენაა. ღვინით აღგზნებული კაცის გუნებაში ნათელი დგება, მისი ენა სილამაზისა და სიყვარულის ენაა. არაყი - მსჯავრია, ღვინო - მიტევება. განგებამ ღვინის სიყვარული გვიბოძა, რომ ჩვენი აზრისათვის მშვენიერება და სიკეთე მიენიჭებინა. ფიქრისა და საუბრის სარბიელად სუფრა მოგვიჩინა, სუფრავე დაგვითქვა ადგილად, სადაც ერთმანეთისათვის მხოლოდ კეთილი სურვილი ითქმის და საგნისათვის მხოლოდ პირუთვნელი შეხედულება. ქართული სუფრა ქართულ სიმღერას ჰგავს: სხვადასხვა ხმაზე ვმღერით და კონტრაპუნქტში ვერთიანდებით. არ არსებობს თანხმობა იმ თანხმობაზე დიდი, რომელიც აზრთა სხვადასხვაობით მიიღწევა"

"დათა თუთაშხია", ჭაბუა ამირეჯიბი.