რომელი ღვინოები მივაყოლოთ ნანადირევს

13 ოქტომბერი, 2016წ

გაზიარება

რომელი ღვინოები მივაყოლოთ ნანადირევს

რომელი ღვინოები მივაყოლოთ ნანადირევს

ნანადირევს, უმეტესად, წითელი მშრალი და ტრადიციული კახური ღვინოები ეხამება.

ნანადირევის მწვადთან ღვინის შეხამებას თუ გადავწყვეტთ, უმჯობესია ძლიერ, სხეულიან საფერავებს მივანიჭოთ უპირატესობა.

ჩაქაფულს კახური, ტრადიციული ქვევრის ღვინო (რქაწითელი) შეეფერება.

 

დათვისა და ღორის ხორცის კერძების მომზადებისას დამატებით ცხიმს არ გამოიყენებენ, რადგან ხორცი ისედაც ცხიმინია. ხახვში ჩახრაკულ ჯიხვს, ნიამორს, ფსიტს, ირემსა და შველს ემატება ერბო ან კარაქი. ამასთანავე, გასათვალისწინებელია, რომ გემოს გასაუმჯობესებლად ჩახრაკულ ნანადირევს უმატებენ 50-100 მლ მშრალ ღვინოს. შესაძლებელია ტომატ-პასტის, პომიდვრის პიურეს ან დაჭყლეტილი პომიდვრის დამატებაც. ასე მომზადებული ნანადირევი უმჯობესია ოცხანურ საფერესთან ერთად დააგემოვნოთ.

 განსაკუთრებული გემოს კიდევ უფრო გასაუმჯობესებლად მწყრის საცივს ტრადიციული კახური რქაწითელი მიაყოლეთ.



 

პოპულარული ღვინოები

19.95
ციცქა

ციცქა

თეთრი მშრალი

41.95
ქინძმარაული

ქინძმარაული

წითელი ნახევრად ტკბილი

10
ახაშენი საკოლექციო

ახაშენი საკოლექციო

წითელი ნახევრად ტკბილი

34.95
საფერავი კასრის

საფერავი კასრის

წითელი მშრალი