როგორ გამოვხადოთ ჭანჭურისა და პანტის არყი სახლის პირობებში - ხილის არყის ხდის რიტუალები და ტრადიციები

07 დეკემბერი, 2017წ

გაზიარება

როგორ გამოვხადოთ ჭანჭურისა და პანტის არყი სახლის პირობებში - ხილის არყის ხდის რიტუალები და ტრადიციები

როგორ გამოვხადოთ ჭანჭურისა და პანტის არყი სახლის პირობებში - ხილის არყის ხდის რიტუალები და ტრადიციები

შემოდგომა არყის ხდის, იგივე “ზაოტობის” გარეშე ისეთივე წარმოუდგენელია, როგორც ვთქვათ გაზაფხული ჩაქაფულის გარეშე. საქართველოში (განსაკუთრებით კი აღმოსავლეთ საქართველოში) როდესაც “ზაოტობას” ამბობენ, უპირველსად ჭაჭის არაყის ხდას და ამასთან დაკავშირებულ ერთგვარ რიტუალებს გულისხმობენ. თუმცა ამავე დროს, საქართველოში ხილის არაყის დამზადების საკმაოდ დიდი და საინტერესო ტრადიციებიც არსებობს. მით უმეტეს, რომ საქართველოში არსებული ხილის სახეობებისა და ჯიშების მრავალფეროვნება, პარალელურად საინტერესო არყებსაც გულისხმობს.

ჭანჭურის არყის სურნელი

გურიაში, იმერეთსა და სამეგრელოში, ხურმის, ტყემლისა და კარალიოკის არყის გამოხდის დიდი ტრადიციებია. გურიაში ბოლო დროს ტყემლის საარაყე მასალიდან კურკების გამორჩევაც კი დაიწყეს, რაც უდავოდ სწორი გადაწყვეტილებაა, რადგან კურკოვანი ხილი როდესაც კურკასთან ერთად იხდება, შაქრის ალკოჰოლად გარდაქმნის დროს არასაჭირო და მავნებელ მჟავას გამოყოფს, რაც მძიმე “პახმელიის” მიზეზი ხდება. სამეგრელოში, აჭარაში და იმერეთში ასევე პოპულარულია მსხლისა და ლეღვის არაყიც. აღმოსავლეთ საქართველოში კი, სხვადასხვა ჯიშის ქლიავის არაყს ანიჭებენ უპირატესობას. მაგრამ ყველაზე გამორჩეული ალბათ მაინც ჭანჭურის არაყია.

პანტის არაყი და თიანელები

აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში (თიანეთში, ხევში, მთიულეთში) ყველაზე პოპულარული პანტის არაყია. შემოდგომის დადგომისთანავე, თიანეთის ტყეები პანტის შემგროვებელი ბავშვებით ივსება. ზოგს პანტა-მსხალი სახლშიც უდგას, მაგრამ პანტა ალბათ ერთადერთი საარაყე ხილია, რომელიც ძირითადად ტყეებში ხარობს და მისი მოგროვებაც ყველაზე კარგად, ბავშვებს შეუძლიათ. ხეებზე ხომ ბავშვებზე ადვილად ვერავინ დაძვრება.

საბჭოთა კავშირის დროს, როდესაც ე.წ. მშრალი კანონი გამოვიდა, შემოდგომით პანტის მოსაგროვებლად გასულ თიანელებს მილიცია დასდევდა და პანტის ტყიდან გატანას უკრძალავდა. როგორც ამბობენ, თიანელებმა პირველად სწორედ მაშინ გამოიტანეს ტყიდან პანტის ნერგები და საკუთარ ეზოებში გაახარეს. აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში ვაშლის არაყსაც ხდიან. თუმცა, როგორც ადგილობრივები ხშირად ამბობენ, ვაშლის არაყი დასალევად ნაკლებად სასიამოვნო სასმელია და ვაშლის არაყს, როგორც წესი, პიტნის, ან ანწლის წვენით “აკეთილშობილებენ” ხოლმე.

რჩევები ხილის არყის მოყვარულებს: სანამ ხილის არყის გამოხდას დაიწყებთ, პირველ რიგში აუცილებელია, გამოსახდელი მასის დროული შეგროვება, მისი დაძველება ისე, რომ ზედმეტი არ მოუვიდეს, ანუ, როცა მასა დაიწყებს ფსკერისკენ მოძრაობას, უკვე მზადაა გამოსახდელად ან შესანახად. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია გამოხდის დროს, დუღილის ერთ დონეზე დაჭერა ისე, რომ არაყი რაც შეიძლება დაბალ ტემპერატურაზე გამოვიდეს, სასურველია ცივად.

 

პოპულარული ღვინოები

14.1
ჭიქის მარკერი MUSIC GENERATIONS (8 ცალი)

ჭიქის მარკერი MUSIC GENERATIONS (8 ცალი)

9
ახაშენი

ახაშენი

წითელი ნახევრად ტკბილი

10.29
მაესტრო საფერავი

მაესტრო საფერავი

9.95
რქაწითელი

რქაწითელი

თეთრი მშრალი

32.5
ქისი-ხიხვი ქვევრის

ქისი-ხიხვი ქვევრის