რა უნდა ვიცოდეთ პლასტმასის საღვინე ჭურჭლის შერჩევისას - რატომაა საშიში უხარისხო პლასტმასის ჭურჭელი

07 დეკემბერი, 2017წ

გაზიარება

რა უნდა ვიცოდეთ პლასტმასის საღვინე ჭურჭლის შერჩევისას - რატომაა საშიში უხარისხო პლასტმასის ჭურჭელი

რა უნდა ვიცოდეთ პლასტმასის საღვინე ჭურჭლის შერჩევისას - რატომაა საშიში უხარისხო პლასტმასის ჭურჭელი

თანამედროვე მეღვინეობაში პლასტმასის ჭურჭელი როგორც ღვინის სადუღრად, ასევე შესანახად და გადასატანად, აქტიურად გამოიყენება. თუმცა ბევრი ფიქრობს რომ ამგვარი ტიპის ჭურჭელის გამოყენება არაა სასურველი. რამდენად მავნებელია ის ჩვენი ჯანმრთელობისთვის?! -ამაზე ცალსახა პასუხი არ არსებობს, რადგან ეს რამდენიმე ფაქტორზეა დამოკიდებული. გააჩნია, რა მასალისგან არის ჭურჭელი დამზადებული და როგორ ინახება ამ ჭურჭელში მოთავსებული სასმელი. 

პირველ რიგში უნდა ვთქვათ, რომ ყველა პლასტმასი როდია საკვებ მრეწველობაში გამოყენებული. მაგალითად პოლიქლორვინიქლორიდი დიდი ხანია ევროპაში აკრძალულია, რადგან ჯანმრთელობისთვის ზიანის მომტანად აღიარეს. სამაგიეროდ, დღემდე აქტიურად გამოიყენება პოლიკარბონატი, რომლის უსაფრთხოებაც ჯერ ისევ საკამათოა. ის კონდენსირებული ფენოლისაა და აცეტონისგან მიიღება, რომელთა მავნე გავლენა ადამიანის სხეულზე არაერთხელ დამტკიცებულა. განსაკუთრებით საშიშია ამ ნივთიერებების კონტაქტი საკვებთან და სასმელთან. მით უმეტეს, თუ 30 გრადუსზე მაღალ ტემპერატურაზე გათბება. ამ დროს პლასტმასიდან მავნე ნივთიერებები შიგთავსში გადადის. 

ფენოლი უარყოფითად მოქმედებს როგორც ქალის, ისე მამაკაცის რეპროდუქციულ სისტემაზე. დადგენილია მისი კავშირი ძუძუს, პროსტატისა და საკვერცხეების კიბოსთან, აუტიზმის გამოვლენასთან. ევროკომისიამ ბისფენოლის გამოყენებით დამზადებული პლასტმასის ბოთლებით ახალშობილთა კვება აკრძალა - ევროპარლამენტმა 2011 წელს მიიღო კანონი, რომელიც ბისფენოლ-A-ს შემცველ პროდუქციის რეალიზაციას კრძალავს. კანადასა და ევროპაში "ბისფენოლ A"- ს შემცველი ჭურჭლის გამოყენება აკრძალულია. ბისფენოლს შეიცავს სხვადასხვანაირი ლასტმასის ბოთლები...

პლასტმასში ბისფენოლი აქტიურდება. პლასტმასში ნუ ჩაასხამთ ცხელ სითხეს. არ გამოხარშოთ ბოთლები, რადგან ამ დროს "ბისფენოლ A" გამოიყოფა. აშშ-ში უამრავი კვლევა ჩატარდა, რომელთა შედეგებიც ბისფენოლ A-ს მავნებლობაზე მეტყველებს. მათ შორის ყველაზე დამაჯერებელი 2003-2004 წლებში ჩატარებული კვლევა აღმოჩნდა. გამოკვლეულთა 93%-ს შარდში ბისფენოლი A აღმოაჩნდა. ამ ნივთიერების ნეგატიურ ეფექტზე კი ცხოველებზე ჩატარებული ცდების შემდეგაც ალაპარაკდნენ. 

ნებისმიერ პლასტმასის ბოთლზე (როგორც ერთჯერად ჭურჭელზე) აუცილებლად უნდა იყოს ნიშანი, რომელიც ადასტურებს, რომ ნაწარმი საკვებისთვისაა განკუთვნილი. თუ ეს ნიშანი ჭურჭელს არა აქვს ან/და გადახაზულია, მისი გამოყენება საკვების შესანახად არ შეიძლება. ამერიკელმა მეცნიერებმა უნიკალური კვლევების შედეგები წარმოადგინეს. ისინი ამტკიცებენ, რომ პლასტმასი არა მარტო მავნეა, არამედ რთულად გამოდის ორგანიზმიდან. თავად პოლიმერები ინერტულია და არატოქსიური. ორგანიზმისთვის მავნეა შუალედური ნივთიერებები და ტექნოლოგიური დანამატები, რომელთაც მიეკუთვნება მაგალითად, გამხსნელები. ამ უკანასკნელის გარეშე კი პლასტმასის დამზადება შეუძლებელია. ამიტომ, ღვინისათვის პლასტმასის ჭურჭლის შერჩევისას სასურველია იყოთ ფრთხილად და ზუსტად იცოდეთ, შეიძლება თუ არა კონკრეტულ ჭურჭელში ღვინის, ანუ საკვები ნივთიერების ჩასხმა.

 

პოპულარული ღვინოები

17
მუკუზანი

მუკუზანი

წითელი მშრალი

19.95
ციცქა

ციცქა

თეთრი მშრალი

20.1
ყინულის ყალიბი ნახვრეტიანი (4 ცალი)

ყინულის ყალიბი ნახვრეტიანი (4 ცალი)

16.05
ქინძმარაული

ქინძმარაული

წითელი ნახევრად ტკბილი