"აკეთილშობილებს და უფრო სურნელოვანს ხდის" - რას წერდა ილია ჭაჭა-კლერტზე ღვინის დადუღებაზე

13 ოქტომბერი, 2016წ

გაზიარება

"აკეთილშობილებს და უფრო სურნელოვანს ხდის" - რას წერდა ილია ჭაჭა-კლერტზე ღვინის დადუღებაზე

"აკეთილშობილებს და უფრო სურნელოვანს ხდის" - რას წერდა ილია ჭაჭა-კლერტზე ღვინის დადუღებაზე

ილია ჭავჭავაძე მიიჩნევდა, რომ ღვინოში კლერტის მონაწილეობა ღვინოს აკეთილშობილებს და უფრო სურნელოვანს ხდის. გაზეთ "ივერიაშო" გამოქვეყნებულ ერთ–ერთ წერილში ილია სწორედ ჭაჭა–კლერტზე დაყენებულ ღვინოზე საუბრობს. გთავაზობთ ამონარიდს აღნიშნული წერილიდან:

"კლერტს რომ არ აცლიან და ტკბილს თან ჩააყოლებენ ჩვენში, ამასაც თავისი საბუთი ჰქონია და აქვს იმის გარდა, რაც წინათ ვსთქვით. კლერტი ღვინოს კეთილ სუნოვანობას ჰმატებს და გამძლეობის ღონეს აძლევს თურმე. კლერტში ერთგვარი ნაწევარია, რომელიც ამ სამსახურს უწევს ღვინოსა. უამისოდ კეთილსუნოვანება და გამძლეობა იმოდენად არ გამოჰყვება თურმე ღვინოს.

ამასთვითონ მეცნიერი ღვინისმკეთებელი ტარდანი ამტკიცებს და თუ ამას დავუჯერეთ, ღვინის გემოსაც-კი უფრო სასიამოვნოდა ჰხდის ის სიმჟავე, რომელიც ენასა ჰკბენს და კლერტისაგან წარმოსდგებაო. გამოდის, რომ იმ სიკეთის გარდა, რაც კლერტზედ წინადა ვსთქვით, – ეს სიკეთენიც კლერტის წყალობით ჰქონია ღვინოსა. არ ვიცით, ეს რამოდენად მართალია. და თუ მართალია, მართალნი ყოფილან ჩვენებურნი ღვინის დამყენებელნიცა, რომელნიც უკლერტოდ ღვინოს არ ადუღებენ.

თქმა არ უნდა, რომ ყველგან საჭიროა ზომიერება. ზომას გადამეტებული პურის ჭამაც კი მაწყინარია. ჩვენში კარგმა ღვინის მკეთებელმა და დამყენებელმა კარგად იცის, რამდენი ჭაჭა და კლერტი მისცეს და ზომას თავის დღეში არ გადააცილებს. ჩვენში კარგად იციან, რომ გადაჭარბებული ჭაჭა და კლერტი ღვინოს ავნებს. ამაზედ იტყვიან ხოლმე, “დასწვავსო” ღვინოს. მაშასადამე თუ ესეა, რომ კლერტი ღვინის გემოს არამც თუ აფუჭებს, აკეთებს კიდეც, და ამას გარდა სხვა სიკეთეც მოაქვს, რაღა საბუთი აქვთ წუნი დასდონ ჩვენს ღვინის კეთებას ამ მხრითა! თუ ეს კლერტის ჩაყოლება შეცდომაა და თუ ამისთანებში იმისთანა მეცნიერი ჰცდება, როგორც ტარდანი, ჩვენ ეს შეცდომა რად უნდა გვეკიჟინოს აბრუგაზვიადებულ გაბედვით და კადნიერებითა!".

პოპულარული ღვინოები

50.1
შამპანურის და ღვინის გამაგრილებელი PLATINUM (2ც)

შამპანურის და ღვინის გამაგრილებელი PLATINUM (2ც)

24.95
რქაწითელი ქვევრი

რქაწითელი ქვევრი

49.9
კორპსაძრობი single pull. წითელი

კორპსაძრობი single pull. წითელი