ღვინო, როგორც კაცობრიობის ისტორიის ნაწილი

06 ოქტომბერი, 2017წ

გაზიარება

ღვინო, როგორც კაცობრიობის ისტორიის ნაწილი

ღვინო, როგორც კაცობრიობის ისტორიის ნაწილი

ძველ დროში მიიჩნევდნენ, რომ ყურძნის პირველი ნაჟურისგან, თუ მას ძლიერი დაწნეხვის შედეგად მიღებულ წვენს არ შეურევდნენ, რჩეული და ძვირფასი ღვინო გამოდიოდა. დაწურვიდან ექვს საათში, როცა წვენი ჯერ კიდევ საწნახელშია, ის დუღილს იწყებს, რაც რამდენიმე თვის განმავლობაში გრძელდება. ნატურალურ ღვინოში ალკოჰოლის შემცველობა 8-16%-ია, თუმცა სპირტის დამატების შემთხვევაში, ალკოჰოლის შემცველობა იზრდება. თუ შაქრის შემცველობა ყურძენში დაბალია, წვენის დადუღებას დიდი დრო სჭირდება, ხოლო თუ ღვინო არ არის კარგად დაცული ჟანგვისგან, ძმრად გადაიქცევა.

ძველ დროში საქართველოში და ღვინით სახელგანთქმულ სხვა ქვეყნებში ღვინოს, ქვევრის გარდა, დოქებსა და ტიკებშიც კი აძველებდნენ. ჭურჭელი ისე უნდა ყოფილიყო დაცული, რომ დუღილის დროს შაქრის ალკოჰოლად გარდაქმნის შედეგად წარმოქმნილი მეორეული პროდუქტი თავისუფლად გამოსულიყო გარეთ, ხოლო გარედან ჟანგბადი არ შესულიყო და ღვინო არ დაძმარებულიყო. ადამიანებმა უხსოვარი დროიდან იცოდნენ, რომ  ხელუხლებლად დატოვებული ღვინო ნელ-ნელა იწმინდებოდა, თხლე ძირზე ილექებოდა და ღვინო სასიამოვნო გემოსა და არომატს იძენდა. ამის შემდეგ ღვინოს სხვა ჭურჭელში ასხამდნენ.

ღვინოს ძველი  დროიდან საჭმელთან ერთად მიირთმევდნენ. ის ხშირად მოიხსენიება პურთან და სხვა საკვებთან ერთად. ღვინის გარეშე ნადიმი, ქორწილი და სხვა საზეიმო შეკრებები წარმოუდგენელი იყო. ჭირნახულის სამეფო საცავი სავსე იყო ღვინით, რომელიც მეფეთა და გამგებელთა სუფრას ისედაც არ აკლდა. ღვინო ხშირად თან მიჰქონდათ მოგზაურებს.

ღვინო, როგორც ფართო მოხმარების პროდუქტი, სავაჭრო საქონელი მოგვიანებით გახდა. ტაძრის მშენებლობის დროს ტყისმჭრელებს შრომას ღვინითაც უნაზღაურებდნენ და კარგი ღვინო ყოველთვის შესანიშნავ საჩუქრად ითვლებოდა.