შემოდგომის 10 საუკეთესო ღვინო ALLWINE.GE-საგან

08 სექტემბერი, 2017წ

გაზიარება

შემოდგომის 10 საუკეთესო ღვინო ALLWINE.GE-საგან

შემოდგომის 10 საუკეთესო ღვინო ALLWINE.GE-საგან

შემოდგომა მეღვინეობაში ერთ-ერთი უმთავრესი - რთველის პერიოდია და წელიწადის ამ დროს საქართველოშიც და მთელს მსოფლიოშიც ღვინის დაგემოვნება, ღვინოზე საუბარი და მსჯელობა ყველაზე აქტიურად მიდის. შემოდგომაზე ხილისა და კულინარიული შედევრების მრავლფეროვნებაცაა და შეუძლებელია ასეთი პერიოდი საუკეთესო ღვინის გასასინჯად არ გამოვიყენოთ. მით უფრო, რომ შემოდგომაზე წინა წლის მოსავლის ღვინოები, როგორც წესი, უკვე მზა და სრულყოფილია.

წარმოგიდგენთ ALLWINE.GE-ს ღვინის მაღაზიიდან ჩვენს მიერ შერჩეულ საუკეთესო ღვინოებს, რომლებიც წელიწადის ამ ლამაზ, აქტიურ და მნიშვნელოვან პერიოდს თქვენთვის კიდევ უფრო საინტერესოს გახდის. შერჩევისას ნაკლები ყურადღება მივაქციეთ ღვინის ნიმუშების ფასს და რეგიონულ ეკლექტიკას. როგორც სხვა შემთხვევაში, ამჯერადაც ჩვენი რჩევების მთავარ საზომად ღვინის ნიმუშების ხარისხი ავიღეთ. ნიმუშების ნუმერაცია ცხადია პირობითია.

1. ვისაც წითელი მშრალი ღვინო გიყვართ, „შატო ატენის“ 2016 წლეის მოსავლის ქართლის წითელი მშრალი თავკვერი აუცილებლად მოგეწონებათ. მით უფრო, რომ თავკვერის არჩევანი ქართულ ბაზარზე არც ისე დიდია და ხარისხიანი ღვინის ნიმუში ნათელყოფს, რომ ქართლში მეღვინეობა თანდათან წინ მიდის. ეს ღვინო შესანიშნავად შეეხამება ხბოს მწვადს და კეცზე შემწვარ კუპატს. „შატო ატენის“ თავკვერის შეძენა ჩვენს ღვინის მაღაზიაში 34.60 ლარად შეგიძლიათ.

        

2.  იშვიათი ღვინის მოყვარულებს კომპანია Liquid Sun-ის მიერ წარმოებულ 2015 წელის მოსავლის ბუდეშისებურ საფერავს გირჩევთ. დაახლოებით 10 წლის წინ, ამ ჯიშის არსებობის შესახებაც კი ძალიან ცოტა ადამიანმა თუ იცოდა და ბოთლირებული სახით მის    წარმოებაზე საუბარიც კი არ იყო. დღეს კი, როგორც ხედავთ, ეს ღვინო ქართული ღვინის ასორტიმენტის ნაწილად იქცა. ამ ღვინის შეძენა 20.50 ლარად შეგიძლიათ და თუკი მას პირველად დააგემოვნებთ, ღვინის უკეთ გასაგებად, ცხიმიანი კერძები მხოლოდ მოგვიანებით დააყოლეთ.

3 „ზანგაურას“ მიერ წარმოებული მუხის კასრში დაძველებული 2013 წლის მოსავლის საფერავი 35.50 ლარი ღირს, თუმცა ღვინის ხარისხი ფასს ნამდვილად ამართლებს. ღვინო გამოირჩევა ველური კენკროვნების, ალუბლისა და შავი ქლიავის ნაზავი გემოებით და სურნელებით. ამ ნიმუშს ღორის მწვადის გარდა, ასევე ძალიან მოუხდება დავარგებული  თხის ყველი.

4. „შატროვანის“ გასული წლის მოსავლის ქართლის ჩინურის ფასი საკმაოდ ხელმისაწვდომია (9.90 ლარი).  ეს ღვინო დამზადებულია ევროპული ტექნოლოგიით ქართლის რეგიონში მოყვანილი ყურძნისგან, კლასიკურ ჩინურს ახასიათებს მომწვანო ჩალისფერი რომელიც დროსთან ერთად ოქროსფერში გადადის. მისი არომატები მოიცავს ხილის ტონებს და იდეალურად ეხამება თეთრ ხორცს და ზღვის პროდუქტებს.

5. „წინანდლის მამულის" მიერ წარმოებული საფერავი-როზე ჩვენს ღვინის მაღაზიაში ღვინის ერთ-ერთი ყველაზე ძველი - 2000 წლის მოსავლის ნიმუშია. ღვინის შეძენას განსაკუთრებით მათ გირჩევთ, ვისაც მსუბუქი ყველი და ბოსტნეულის სალათები გიყვართ. ღვინო 18 ლარად შეგიძლიათ შეიძინოთ.

6. „გოდერძიშვილების საგვარეულო მარნის“ მიერ წარმოებული შარშანდელი მოსავლის ქვევრის რქაწითელი ბუნებრივი მევენახეობა-მეღვინეობის პრინციპებით დაყენებული ქარვისფერი ღვინოა, რომელსაც საშუალოზე მაღალი ალკოჰოლი და ტანინები ახასიათებს, იგრძნობა სიხალისე და არომატულობაც, ასევე კახური წესით ქვევრში დაყენებული რქაწითელისათვის დამახასაითებელი ჩვეული სიდინჯე და მწიფე ხილის არომატები. ღვინოს მიაყოლეთ საქონლის ხორცის ხაშლამა და გუდის ყველი. ფასი 17.95 ლარი.

7. მცირე მარან „შენი ღვინოს“ მიერ წარმოებული, 2016 წლის მოსავლის ქისი (ფასი 29.50 ლარი) დამზადებულია თელავის რაიონში, სოფელ კონდოლში ამავე სოფელში მოწეული ქისის ჯიშის ყურძნისგან ტრადიციულ კახურ მეთოდზე 6 თვის ქვევრში დაღვინებით. გემური თვალსაზრისით სრულყოფილ ქისს დაძველებული ყველი და მოხარშული ხორცი ძალიან მოუხდება. თუმცა, ღვინის მოყვარულები კეცზე მომზადებულ სოკოსაც მშვენივრად უხამებენ.

8. საფერავის კიდევ ერთ საუკეთესო, გასული წლის მოსავლის ნიმუშს, მარანი „ჩუბინი“ გვთავაზობს. ღვინო დამზადებულია კახეთში, ყვარლის რაიონ სოფელ შილდაში  კახური წესით, ჭაჭასთან ერთად 6 თვის განმავლობაში ქვევრში, ბუნებრივად სტაბილური ტემპერატურის პირობებში. ღვინის ფასი 36.50 ლარია. რეკომენდებულია მიირთვათ შემწვარ და შებოლილ ხორცთან, ასევე სხვადასხვა სახის ყველთან.

9. იმერული წითელი ღვინის მოყვარულებს კომპანია „ხარებას“ მიერ წარმოებულ ქვევრის ოცხანურ საფერეს გირჩევთ, რომლის ფასი, 62.50 ლარია.  ამ წითელ მშრალ ღვინოს აქვს მუქი ბროწეულის ფერი, ხასიათდება ღოღნაშოს, კენკროვანი ხილისა და სუნელების არომატით. დაგემოვნებისას შეიგრძნობა ცოცხალი, სხეულიანი გემო, გამჭოლი მჟავიანობა და ხანგრძლივი დაბოლოებით. დააგემოვნეთ კარგად შეზავებულ ხორცთან, ცოცხალ მწვანილსა და ბოსტნეულთან ერთად.

10. წითელი ნახევრად ტკბილი ღვინოებიდან, „არტევანის“ მიერ წარმოებულ 2015 წლის მოსავლის ქინძმარაულს გირჩევთ, რომელიც ქალბატონებს განსაკუთრებულად უნდა მოეწონოთ. ღვინო კარგად შეეხამება ჩურჩხელასა და შინაურ ძეხვეულს. ნიმუშის ფასი 43.90 ლარია.