ცოტაოდენი ღვინო და - პიკასო ხარ, ანუ როგორ იბადება წარმატებული ბიზნეს-იდეები

27 ივლისი, 2017წ

გაზიარება

ცოტაოდენი ღვინო და - პიკასო ხარ, ანუ როგორ იბადება წარმატებული ბიზნეს-იდეები

ცოტაოდენი ღვინო და - პიკასო ხარ, ანუ როგორ იბადება წარმატებული ბიზნეს-იდეები

იყო და არა იყო რა, იყო ერთი ამერიკული ოჯახი. მამას მცირე კერძო ბიზნესი ჰქონდა "ბურღვისა და ტუმბვის" სფეროში, საკმაოდ წარმატებული, თუმცა ეს შემდეგში განვითარებულ მოვლენებს საერთოდ არ ეხება, თუ ფინანსურ მხარეს არ ჩავთვლით. აი, ოჯახის დიასახლისი კი ამ ისტორიის ეპიცენტრშია.
ის მუდამ შემოქმედებითი პიროვნება გახლდათ - სახლს რთავდა, კერავდა, ქალიშვილებს შემოქმედებისადმი სიყვარულს უნერგავდა. ერთ-ერთი ქალიშვილი ამ გზას მიჰყვა და სამხატვრო სკოლა დაამთავრა, მეორე კი ღვინის სფეროში ბიზნესით დაინტერესდა.



როგორ განვითარდებოდა შემდგომი მოვლენები საშუალოსტატისტიკურ შემთხვევაში? გოგონები გაიზრდებოდნენ, იმუშავებდნენ თავიანთ პროფესიულ სფეროებში, დედა კი დაბერდებოდა და თავის შემოქმედებით პოტენციალს ადგილობრივ ქალურ კლუბში დახარჯავდა. თუმცა, ამ კონკრეტული ოჯახის შემთხვევაში, სათაურიდან გამომდინარე ალბათ უკვე მიხვდით, რომ საქმე სხვაგვარად წარიმართა.



როგორ? დედამ და ქალიშვილებმა გახსნეს ბარი მრავლისმეტყველი სახელწოდებით Picasso&Wine. მრავლისმეტყველი რის შესახებ? პრინციპში, ამ სახელწოდების მიღმა შეიძლება დამალულიყო რაც გინდა. მაგალითად, ბარი მხატვრებისთვის, ადგილობრივი ბოჰემისთვის. ან ბარი-საგამოფენო დარბაზი, სადაც თანამედროვე ხელოვნების ექსპოზიციები გამოიფინება. ან ღვინის ბარი პიკასოს სტილის ინტერიერით. თუმცა, ამ ქალების ბიზნეს-იდეას სულ სხვა მიმართულება აქვს.



პაბლო პიკასოს ის, რა თქმა უნდა, არ ეხება. "პიკასო" აქ უბრალოდ "მხატვრის" მოსაზრებითაა. ყველაფერი გასაგები ხდება სლოგანის მიხედვით: გაათავისუფლე შენი შინაგანი პიკასო! ("Unleash your inner Picasso!") გამოაღვიძე შენში მხატვარი. ანუ, ადამიანები აქ დასახატად მოდიან! და როგორც წესი, ისეთები, რომლებსაც ფუნჯი არასოდეს სჭერიათ ხელში.



გაკვეთილის დაწყებამდე, დიასახლისი ამზადებს დარბაზს. მაგიდებზე, ყოველი სტუმრისთვის დგამს... ღვინის ბოკალს? დიახ, ასევე, საღებავებსა და ტილოებს. მიდიხარ (მსურველები კი უამრავია, წინასწარი ჩაწერაც გახდა საჭირო), ყიდულობ ბარში ღვინოს და წრუპვა-წრუპვით იღებ მონაწილეობას მხიარულ კოლექტიურ ქმედებაში - მასწავლებლის დავალების მიხედვით რომელიმე სიუჟეტის შექმნაში. ტილო საკუთარი ნამუშევრით - შენთან რჩება. მუსიკა, ღვინო, შემოქმედება, ურთიერთობა... "ფეისბუქში" განთავსებული ფოტოებით თუ ვიმსჯელებთ, ხალხი უზომოდ ბედნიერია. და მართლც, მხოლოდ ღვინო - ყოველ ბარშია, ასეთი არასტანდარტული მიდგომა კი - მხოლოდ აქ!

თარგმნა დუდანა ზაქარაიამ blogovine.ru-ს მიხედვით

პოპულარული ღვინოები

7
მანავი

მანავი

თეთრი მშრალი

10.8
ქართული ლეგენდა საფერავი

ქართული ლეგენდა საფერავი