„მეღვინეობაზე ბავშვობიდან ვოცნებობდი“ - ახალგაზრდა მეღვინე ქალი, რომელიც ვაზის უნიკალური ჯიშებიდან რაჭაში 5 სახეობის ღვინოს აწარმოებს

26 იანვარი, 2021წ

გაზიარება

„მეღვინეობაზე ბავშვობიდან ვოცნებობდი“ - ახალგაზრდა მეღვინე ქალი, რომელიც ვაზის უნიკალური ჯიშებიდან რაჭაში 5 სახეობის ღვინოს აწარმოებს

„მეღვინეობაზე ბავშვობიდან ვოცნებობდი“ - ახალგაზრდა მეღვინე ქალი, რომელიც ვაზის უნიკალური ჯიშებიდან რაჭაში 5 სახეობის ღვინოს აწარმოებს

    ანა კანთელაძე წლებია, რაჭაში მივიწყებული ქართული ვაზის ჯიშების აღდგენაზე მუშაობს. პანდემიის გამო შექმნილი რთული ვითარების მიუხედავად, მან წელს საკუთარი მარანი, ,,ანიკოს Wine" დააფუძნა და რამდენიმე სახეობის ღვინის წარმოება დაიწყო. ახალგაზრდა მეღვინე ALLWINE.GE- მკითხველს საკუთარ ისტორიას უყვება და გამოცდილებას უზიარებს:

 

- მოგვიყევით თქვენი მარნის შესახებ, საიდან იწყება მისი ისტორია?

- შეიძლება ითქვას, რომ ჩემს მარანს ჯერ ისტორია არ აქვს, სულ ახლახან დავიწყე ღვინის დაყენება. წელს პირველად ძველი რაჭული ყურძნის ჯიშებისგან დავამზადე რამდენიმე სახეობის ღვინო, ესენია - კუდურაული, რაჭული მწვანე, საფერავი, ოჯალეში, ალექსანდროულ-მუჯურეთული და ოცხანური საფერე.

 

- ახალგაზრდა ქალბატონი ბრძანდებით... როგორ გაგიჩნდათ ღვინის სფეროში ჩართვის სურვილი? 

- ბავშვობიდან ვოცნებობდი მეღვენობაზე, ყოველთვის დიდი ინტერესი მქონდა ამ სფეროს მიმართ. უკვე რვა წელია, აც რაჭაში სოფლის მეურნეობის მიმართულებით ვმუშაობ, საკმაოდ დიდი გამოცდილებაც დამიგროვდა, ასევე გავიარე არაერთი სასწავლო კურსში - ამ ყველაფერმა განაპირობა ჩემი საკმაოდ თამამი და საპასუხისმგებლო გადაწყვეტილება.

 

- რა ფაქტორები იყო თქვენთვის გადამწყვეტ, რომ რაჭაში დაბრუნებულიყავით და მარანი აქ გაგეკეთებინათ?

- პირველ ყოვლისა უნდა ითქვას, რომ აქ ბევრი რამ არის გასაკეთებელი მეღვინეობის მიმართულებით, ძალიან  დიდი რესურსი აქვს ვაზის უნიკალურ ჯიშებს. სფერო ნელ-ნელა იხვეწება და კიდევ უფრო ბევრი გამოწვევის წინაშე დგება. ჩემთვის რაჭაში დაბრუნება ძალიან დიდი გამოწვევაა და პასუხისმგებლობა საკუთარი კუთხის მიმართ.

 

- თქვენი მარანი რამდენი სახეობის ღვინოს და ჭაჭას აწარმოებს?

- ვაწარმოებთ ხუთი სახეობის ღვინოს: უდურაული, რაჭული მწვანე, საფერავი, ოჯალეში, ალექსანდროულ-მუჯურეთული და ოცხანური საფერე, ხოლო ჭაჭის სამი სახეობა გვაქვს ჯერ-ჯერობით.

 

- ღვინოს საკუთარ ვენახ მოწეული ყურძნიდან აწარმოებთ... რა ფართობზეა გაშენებული თქვენი ვენახები და აქცენტს ძირითადად რომელ ჯიშებზე აკეთებთ, გაქვთ თუ არა უნიკალური და ნაკლებად ცნობილი ვაზის ჯიშები?

- ნახევარ ჰექტარზე გვაქვს გაშენებული ალექსანდროულ-მუჯურეთული. უახლოეს მომავალში ვგეგმავთ ერთ ჰექტარზე გავაშენოთ რაჭაში მივიწყებული ვაზის ჯიშები, რომელთა აღდგენის სამუშაოები უკვე დაწყებულია, ესენია - კუდურაული, რცხილა და რკოშავი.

 

- წლის განმავლობაში თქვენი მარანი რა რაოდენობის პროდუქციას აწარმოებს?

- ამ ეტაპზე სამი ტონა ღვინომასალა გვაქვს.

 

- საქართველოში სად იყიდება თქვენი ღვინოები?

- ვინაიდან წელს დავიწყეთ ღვინის წარმოება, ჯერ-ჯერობით არსად იყიდება.

 

- გეგმავთ თუ არა სამომავლოდ წარმოების გაზრდას და თუ აპირებთ, რა არის ამის წინაპირობა?

- რა თქმა უნდა ვაპირებთ, რადგან ვხედავ ამ უნიკალური და მივიწყებული ყურძნის ჯიშების პოტენციალს. ვფიქრობ, რომ ეს უმნიშვნელოვანესია ქართული მეღვინეობისათვის.

 

- რაჭა-ლეჩხუმში არაერთ პროექტში ხართ ჩართული... გვიამბეთ ამ პროექტებზე...

- დიახ, რამდენიმე პროექტში ვარ ჩართული. გაეროს დაფინასებით, ფონდაფხაზინტერკონტისჩართულობით, გავხსენით ღვინის სკოლა რაჭაში, ასევე დავაფუძნე აგრო-ტურისტული ფესტივალი, რომელიც უკვე ოთხი წელია ტარდება და მისი მასშტაბები წლიდან-წლამდე იზრდება.

 

- თქვენი შეფასებით, როგორი იქნება მომავალი წელი ქართველი მეღვინეებისთვის?

- ვიმედოვნებ, კორონავირუსის პანდემია მალე დასრულდება და მსოფლიოში არსებული საკმაოდ მძიმე პერიოდიც ნელ-ნელა შეცვლება, ამ პირობებში ყველა სფერო რთულ სიტუაციაში იმყოფება.

 

- რა მიზანი აქვს თქვენ მარანს მომდევნო წლისთვის? გეგმავთ თუ არა აქტიურ მარკეტინგულ მუშაობას, გაყიდვების ხელშეწყობისთვის?

- რადგან ეს წარმოების პირველი წელია, ყველა მიმართულებით აქტიური მუშაობა გველის. ყველაფერი წინაა, უამრავი იდეა და გეგმა გვაქვს, რა თქმა უნდა ვგეგმავთ კონკურსებში მონაწილეობასაც.

 

- რას რჩევებს მისცემდით იმ ადამიანებს, ვისაც ვენახის გაშენების და მარნის დაფუძნების სურვილი აქვთ?

- მთვარია, ყველამ ის საქმე აკეთოს, რაც უყვარს, მეც დამწყები ვარ და შეცდომებზე ვსწავლობ. ვცდილობ, არ შევწყვიტო სწავლა  და განვითარება ჩემს სფეროში, დანარჩენი კი უკვე პრაქტიკაა.

 

- რას უსურვებდით ქართულ მეღვინეობას და მეღვინეებს 2021 წელს?

- პირველ ყოვლისა, კარგ მოსავალს და ამ მოსავალთან ერთად მომგებიან წელს, რომ ეს პროდუქცია გაიყიდოს და კიდევ უფრო დიდი ინეტერესი გამოიწვიოს ქართულმა ღვინომ მსოფლიო ბაზარზე. ასევე მინდა, რომ 2021 წელს უამრავი ტურისტი ვნახო რაჭასა და მთელ საქართველოში.

პოპულარული ღვინოები

23.4
რქაწითელი ქვევრის

რქაწითელი ქვევრის

24.5
ღვინის ვაკუუმ ტუმბო ვაკუუმ საცობით. ყავისფერი (2 ც)

ღვინის ვაკუუმ ტუმბო ვაკუუმ საცობით. ყავისფერი (2 ც)

18.3
რქაწითელი

რქაწითელი

თეთრი მშრალი