02 ოქტომბერი, 2020წ
გაზიარებავისკის სამყაროში ძალიან ძველი ეგზემპლარები იშვიათობაა. განსხვავებით ღვინისგან, ვისკის დაძველება განსაკუთრებული ენთუზიაზმით არ ხდება. თუმცა, მაინც არსებობს რამდენიმე ძალიან ძველი და გამორჩეული ვისკი. ზოგიერთ მათგანს ამ სტატიაში წარმოგიდგენთ:
მორტლახი, 81 წლის
ეს ვისკი დაახლოებით იმავე ასაკისაა, რაც არის საშუალოდ ქალის სიცოცხლის ხანგრძლივობა ყველაზე განვითარებულ ქვეყნებში. ის მეორე მსოფლიო ომს მოესწრო.
ეს ვისკი 1939 წლის 17 ნოემბერს, Gordon & MacPhail-ის ცნობილი დინასტიის პირველი თაობის წარმომადგენელმა, ჯონ ურქუჰარტმა დაამზადა. დღეს ეს სასმელი კოლექციონერებისთვის მუდმივი ოცნების საგანს შეადგენს. დღემდე შემორჩენილია აღნიშნული პარტიის მხოლოდ 100 ბოთლი. 2015 წელს თითოეული მათგანი 22 500 ევრო ღირდა.
აღნიშნულ ვისკის ხელის კრემის, იასამნის, დამუშავებული ტყავის, მწიფე მსხლის, ბლის, ვანილის და ყავის არომატები აქვს. დაგემოვნებისას მოტკბო და მშრალი ტონების კომბინაციას გამოარჩევთ.
მაკკალენი, 74 წლის
მაკკალენის ვისკი გამორჩეულად პოპულარულია. ეს კომპანია მართლაც ძალიან პრესტიჟულ სასმელს ამზადებს. 2018 წელს გამოჩნდა მისი ყველაზე ძველი ჩამოსხმა. მისი სახელწოდება “გენეზისია”. ის 42 % ალკოჰოლს შეიცავს და მსოფლიოში მისი მხოლოდ 600 ბოთლი არსებობს. თითოეული ბოთლის ფასი კი 52 ათას ევროს აღწევს.
გლენფარკლასი, 62 წლის
ეს ვისკი თითქოს მაკკალენის ანტიპოდია: არავითარი დახვეწილი მარკეტინგი, უბრალო ბოთლები უბრალო ეტიკეტით, თუმცა ეს მის საარაკო ფასზე გავლენას ვერ ახდენს. აღნიშნული ვისკი 43,3 % ალკოჰოლს შეიცავს და გემო და არომატებიც გამორჩეული აქვს, სუნელების და ხმელი ხილის ტონებით. 15 ათასი ევრო - ასეთია მისი თითოეული ბოთლის საბაზრო ღირებულება.
ბალვენიე, 59 წლის
ეს ვისკი ევროპული მუხის კასრშია დაძველებული და არომატებიც შესაბამისი აქვს. 41,7 % ალკოჰოლს შეიცავს, გამოირჩევა თაფლის, ვარდის, ლავანდის, დარიჩინის და კარამელის არომატებით. მისი თითოეული ბოთლის ფასი 55 000 ევროს ფარგლებშია.
დალმორი, 53 წლის
ეს ვისკი ამერიკული მუხისგან დამზადებულ კასრებშია დაძველებული. შეიცავს 40 % ალკოჰოლს. ირმის რელიეფური გამოსახულება მის ბოთლზე წმინდა ვერცხლისგან არის დამზადებული. 56 200 ევრო - ასეთია მისი თითოეული ბოთლის ფასი. თუმცა ამ ვისკის შოვნა აღნიშნულ საარაკო ფასადაც კი ძალიან ჭირს.
დავით ჩუთლაშვილი
როგორ გავფილტროთ ჭაჭა ყველაზე მარტივად, ეფექტურად და ხარისხიანად