“ბადაგონის” მორიგი წარმატება ევროპაში: “კახურმა წარჩინებულმა” ოქროს მედალი მოიპოვა

24 სექტემბერი, 2020წ

გაზიარება

“ბადაგონის” მორიგი წარმატება ევროპაში: “კახურმა წარჩინებულმა” ოქროს მედალი მოიპოვა

“ბადაგონის” მორიგი წარმატება ევროპაში: “კახურმა წარჩინებულმა” ოქროს მედალი მოიპოვა

ალბათ კარგად გახსოვთ, სულ ცოტა ხნის წინ ვწერდით იტალიაში, ღვინის საერთაშორისო კონკურს MONDIAL DES VINS EXTRÊMES CERVIM-ზე ბადაგონი მიერ მიღწეულ დიდ წარმატებაზე, როცა ქართული კომპანიის ღვინოები ოქროს მედლებით დააჯილდოვეს. სულ ახლახანს გახდა ცნობილი, რომ მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ საერთაშორისო კონკურს Concours Mondial de Bruxelles-ზე “ბადაგონის” ღვინო ახური წარჩინებულის მონაწილეობა ოქროს მედლით აღინიშნა, რაც უდავოდ დიდი მიღწევაა.

Concours Mondial de Bruxelles ჩეხეთის რესპუბლიკაში, ქალაქ ბრნოში წელს ოცდამეშვიდედ ჩატარდა. მასზე სხვადასხვა ქვეყნის 46 მწარმოებლის 8500-მდე ღვინო იყო წარდგენილი. ღვინოების დეგუსტაცია ქალაქის საგამოფენო ცენტრში გაიმართა, რომელიც ერთ-ერთი უდიდესია ევროპაში, ხოლო საკუთრივ სამხრეთი მორავია, სადაც ქალაქი ბრნო მდებარეობს, ძალიან მდიდარია მეღვინეობის ტრადიციებით და ჩეხური მეღვინეობის ერთ-ერთ ცენტრს წარმოადგენს.

ასევე დაგაინტერესებთ: იტალიაში კომპანია “ბადაგონის” რამდენიმე ღვინომ დიდ წარმატებას მიაღწია

კორონავირუსის პანდემიის გამო კონკურსზე წელს ჰიგიენის უპრეცედენტო ზომები იქნა მიღებული. მედლებით დაჯილდოვდა 40 სხვადასხვა ქვეყნის ღვინოები. ყველაზე მეტი, 570 ჯილდო საფრანგეთს ხვდა წილად. მეორე ადგილზე ესპანეთი გავიდა (495), მესამეზე იტალია (363), ხოლო მეოთხე ადგილზე - პორტუგალია (306).

კონკურსის ჟიური ცნობილი სომელიეებისა და ღვინის ექსპერტებისგან შედგებოდა, რომლებმაც თითოეული ღვინო საგულდაგულოდ შეაფასეს.

ასევე დაგაინტერესებთ: შვედეთში ქართული ღვინის მარანი გაიხსნა

კომპანია ბადაგონი 2006 წელს დაფუძნდა. ის საქართველოს მევენახეობით და მეღვინეობით სახელგანთქმული რეგიონის - კახეთის შუაგულში, სოფელ ზემო ხოდაშენში ფუნქციონირებს. კომპანია ქართული მეღვინეობის ტრადიციებს მოწინავე თანამედროვე ტექნოლოგიებს უთავსებს. ღვინო კახური წარჩინებულ კომპანიის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული პროდუქტია.

„ვულოცავთ ამ დიდ გამარჯვებას ბადაგონის თითოეულ გულშემატკივარს!“ – აცხადებენ კომპანია „ბადაგონში“.

დავით ჩუთლაშვილი

პოპულარული ღვინოები

18.95
მუკუზანი

მუკუზანი

წითელი მშრალი

51.95
საფერავი  ქვევრი (2012)

საფერავი ქვევრი (2012)

წითელი მშრალი

24.7
საფერავი კაბერნე

საფერავი კაბერნე