როგორ გავფილტროთ ჭაჭა ყველაზე მარტივად, ეფექტურად და ხარისხიანად

17 სექტემბერი, 2020წ

გაზიარება

როგორ გავფილტროთ ჭაჭა ყველაზე მარტივად, ეფექტურად და ხარისხიანად

როგორ გავფილტროთ ჭაჭა ყველაზე მარტივად, ეფექტურად და ხარისხიანად

ჭაჭა არის ქართული ნაციონალური სასმელი, რომელსაც საქპატენტი იცავს. აღნიშნული სასმელი ტრადიციული ტექნოლოგიით მზადდება და აღმოსავლეთ ევროპაში ძალიან სახელგანთქმულია. ბალტიისპირეთში, პოლონეთში, რუსეთში, უკრაინასა და ბელორუსში ვისაც არ უნდა ჰკითხოთ, ყველამ იცის, თუ რა არის ჭაჭა, მაგრამ მიუხედავად მისი დიდი პოპულარობისა, ხშირად ადამიანებს აწუხებთ ჭაჭის არასასიამოვნო სუნი და გემო, რაც გაუფილტრავ ალკოჰოლურ სასმელებს ახასიათებს. ამ სტატიაში გასწავლით ყველაზე ეფექტურ მეთოდს, თუ როგორ გავფილტროთ ჭაჭა, რათა მან სასიამოვნო სურნელი და გემო მიიღოს და საუკეთესო არყის კატეგორიაში გავიდეს. ეს არც ისე რთულია, როგორც ერთი შეხედვით შეიძლება მოგვეჩვენოს.

ჭაჭის გასუფთავების ყველაზე უსაფრთხო და ეფექტური მეთოდია ფილტრაცია აქტიური ნახშირის გამოყენებით. ამ დროს ჭაჭაში არსებული მავნე ნივთიერებები აქტიურ ნახშირს ეწებება, რის შემდეგაც სასმელი უკეთეს გემოს და არომატებს იძენს. მაგრამ ყველაზე კარგი იქნება, აქტიურ ნახშირთან ერთად (რომლის შეძენაც ნებისმიერ აფთიაქში არის შესაძლებელი), რამდენიმე ფენა ქაღალდის ფილტრსაც თუ გამოიყენებთ. ქაღალდის ფილტრი, რომლებიც ხანდახან ღვინის გასასუფთავებლად გამოიყენება, ჭაჭის შემთხვევაშიც შეიძლება გამოგადგეთ, რადგან ის ნივთიერებები, რაც ღვინოს გამჭვირვალობას, სიხალისეს და სისუფთავეს უკარგავს, ჭაჭასაც უსიამოვნო სუნს და გემოს სძენს. ეს ნივთიერებები (ძირითადად ეთერზეთები) დიდი ზომისაა და აქტიურ ნახშირს და შემდეგ ფენებად ჩალაგებულ ქაღალდის ფილტრებს ვერ გადის. ამ ორმაგი ფილტრაციის პროცესს ნეიტრალიზაცია ეწოდება და ის ძალიან ეფექტურია.

ასევე დაგაინტერესებთ: ღვინო, ვისკი და არაყი - მცირე ინსტრუქციები ამ ალკოჰოლური სასმელების სწორად დასაგემოვნებლად

საფილტრი ქაღალდის შეძენა შეგიძლიათ მეღვინეობის ტექნიკის სპეციალურ მაღაზიებში. ეს დამხმარე მასალა ღვინის ქარხნებსაც აქვთ და ამიტომ მისი მოძიება წესით არ უნდა გაგიჭირდეთ.

ზოგადად, ჭაჭის გაფილტვრა შრომატევადი პროცესია და რაც უფრო რთულია ეს საქმე, მით უფრო კარგი შედეგის მიღება შეიძლება ბოლოს. ხარისხიანი სასმელების დამზადებას დიდ გარჯას მოითხოვს. თუმცა, ასევე ისიც კარგად უნდა გესმოდეთ, რომ შესაძლოა, ბევრ ადამიანს გაფილტრული ჭაჭის არომატი და გემო არც მოეწონოს.

ასევე დაგაინტერესებთ: ქართულ მცირე მარანში წარმოებული ნატურალური ჭაჭა იტალიაში გაიყიდება

არსებობს ჭაჭის გაფილტვრის კიდევ რამდენიმე სხვა მეთოდიც (მაგ. რძის გამოყენებით გაფილტვრა), რაც კიდევ უფრო დიდ გარჯას მოითხოვს, ხოლო შედეგი შეიძლება იმდენად ეფექტურიც კი არ აღმოჩნდეს, როგორც სასმელის აქტიური ნახშირით და ქაღალდით ფილტრაციის შემთხვევაში არის. ამიტომ მსგავს მეთოდებზე საუბარს აქ არ მოვყვებით. აქტიური ნახშირი ფილტრაციის ძალიან კარგ შესაძლებლობას იძლევა. მისი სასარგებლო თვისებები პირველად 1785 წელს, სანკტ-პეტერბურგელმა აფთიაქარმა, დოქტორმა ლოვიცმა აღმოაჩინა. მან დაადგინა რომ აქტიურ ნახშირთან უბრალო შეხებითაც კი ნებისმიერი არაყი ბევრად უფრო უკეთესი გამოდიოდა და უფრო რბილ გემოს იძენდა. არყის გასაფილტრად უპირატესად სწორედ ქაღალდს და აქტიურ ნახშირს გვირჩევს ისეთი მაღალი დონის გერმანული გამოცემაც, როგორიც არის die Zeit.

დავით ჩუთლაშვილი

პოპულარული ღვინოები

15.5
ბაგრატიონი რეზერვი

ბაგრატიონი რეზერვი

17.59
საფერავი

საფერავი

წითელი მშრალი

17.78
ტვიში

ტვიში

თეთრი ნახევრად ტკბილი