ქართულ ვარდისფერ ღვინოებს საერთაშორისო კონკურსში ოქროს და ვერცხლის მედლები არგუნეს

13 ივლისი, 2020წ

გაზიარება

ქართულ ვარდისფერ ღვინოებს საერთაშორისო კონკურსში ოქროს და ვერცხლის მედლები არგუნეს

ქართულ ვარდისფერ ღვინოებს საერთაშორისო კონკურსში ოქროს და ვერცხლის მედლები არგუნეს

პოლონეთში 2017 წლიდან ყოველწლიურად ტარდება ვარდისფერი ღვინოების საერთაშორისო კონკურსი (International Rosé Championship), რომელსაც ორგანიზებას ღვინის პოპულარული ადგილობრივი ჟურნალი "Czas Wina" და “ამორიმ-ჯგუფი” უწევენ. წელს აღნიშნულ კონკურსზე ჟიურის, რომელიც 7 ქვეყნიდან წარგზავნილი 12 მაღალკვალიფიციური და პროფესიონალი წევრისგან შედგებოდა, ხელმძღვანელობდა ღვინის ცნობილი მაგისტრი ელიზაბეტ გაბაი. ყველაზე განსხვავებული შეფასებების მქონე ღვინოების ხელახლა შეფასებას კი კომისიის თავმჯდომარეები ახდენდნენ. განსაკუთრებით ყურადღებით შეირჩა საუკეთესო ღვინოები და დიდი დაკვირვებით მოხდა ოქროს მედლების გაცემაც. ქართულმა ღვინოებმა თავი არც ამ კონკურსზე შეირცხვინეს და ჩვენი ქვეყნის ჩართულობა აღნიშნულ საერთაშორისო ღონისძიებაში უმაღლესი ჯილდოებით აღინიშნა; ოქროს მედლებით დაჯილდოვდნენ "იბერიელის" “ზურაბ თოფურიძე ჩხავერი - 2018“ და მარანი „დიმნას“ “ძელშავი - 2017“. აღსანიშნავია, რომ ღვინომ „ზურაბ თოფურიძე ჩხავერი - 2018“ პარალელურად ასევე დაიმსახურა საუკეთესო ღვინოების სპეციალური ჯილდო, ხოლო ვერცხლის მედლებით დაჯილდოვდნენ თელავის ღვინის მარნის “ცქრიალა როზე - 2019“, ასევე თელავის ღვინის მარნის “საფერავი როზე - 2019“ და „ლაპატი ვაინსის“, „კიდევ ერთი პეტ ნატი“ - 2016“.

კონკურსზე ღვინის მწარმოებელი 28 ქვეყნიდან როზეს 220 ნიმუში იყო წარდგენილი. საკუთრივ ჩვენებური ღვინოების წარდგენას რაც შეეხება, ამას პოლონურმა ორგანიზაცია „Malinova“-მ მოაბა თავი, რომელიც ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორია.

“ქართული ღვინის წარმატება მსგავს საერთაშორისო პრესტიჟულ კონკურსში მიანიშნებს მის მაღალ ხარისხზე და კიდევ უფრო ზრდის ქართული ღვინის ცნობადობას მსოფლიოს მასშტაბით, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია Covid-19-ის ვირუსის მსოფლიო პანდემიის ფონზე, რომელმაც მსოფლიოს ბევრი ქვეყნის მსგავსად, საქართველოს ღვინის ინდუსტრიაც დააზარალა”, - ვკითხულობთ ღვინის ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე.

დავით ჩუთლაშვილი

პოპულარული ღვინოები

28.82
ქინძმარაული

ქინძმარაული

წითელი ნახევრად ტკბილი

12.95
რქაწითელი

რქაწითელი

თეთრი მშრალი

8
მანავის მწვანე

მანავის მწვანე

თეთრი მშრალი