ღვინის იტალიელი მხატვარი და მისი საოცარი ნამუშევრები

01 მაისი, 2020წ

გაზიარება

ღვინის იტალიელი მხატვარი და მისი საოცარი ნამუშევრები

ღვინის იტალიელი მხატვარი და მისი საოცარი ნამუშევრები

ღვინო ბევრი ხელოვანის საყვარელი სასმელია, მაგრამ აქციო ის იმ მასალად, რითაც ნამუშევრებს შექმნი, ყველას მართლა არ შეუძლია.

იტალიელ ვინჩენცო რედას უყვარს ღვინოებით ხატვა. იმავე ღვინოებით, რომლებსაც სვამს.

უკანასკნელი წელი იტალიისთვის ღვინის თვალსაზრისით გამორჩეული იყო: ვიხილეთ “ფრესკა” - ნამუშევარი, რომელიც შამპანურით იქნა შესრულებული, აღმოვაჩინეთ არტ-ლეიბლი Mouton და თქვენ წარმოიდგინეთ, ლეონარდო და ვინჩის ვენახის აღდგენის მომსწრეებიც კი გავხდით. გარდა ამ ყველაფრისა, არენაზე გამოჩნდა ვინჩენცო რედა - მხატვარი, პოეტი და მწერალი ტურინიდან, რომელიც საკუთარ ნახატებს ღვინით ქმნის ქაღალდზე.

როგორც ხშირად ხდება ხოლმე, ხატვის მუზა მასაც ჭამის დროს მოუვიდა და იდეაც სწორედ მაშინ დაებადა, რომ ღვინით ეხატა. ის თავის მეგობართან ერთად სადილობდა და ღვინოსაც მიირთმევდა, როცა მაგიდაზე დაფენილ სავიზიტო ბარათებზე შემთხვევით ღვინო დაიქცა.

ასე დაიწყო ყველაფერი.

მხატვრობამდე რედა ფოტოგრაფიის და კინოს სამყაროში მოღვაწეობდა და ვენეციის ბიენალეზეც კი გამოვიდა. მაგრამ 90-იან წლებში მან შეწყვიტა მუშაობა სარეკლამო სააგენტოში, გაყიდა თავისი კომპანია და მხატვრობას დაუბრუნდა.

საინტერესოა, რომ ვინჩენცოს მამა და ბაბუა მეღვინეები იყვნენ. ისინი კალაბრიაში ცხოვრობდნენ და საკმაოდ წარმატებული ბიზნესიც ჰქონდათ. მხატვარსაც სწორედ კალაბრიული ღვინო მოსწონს და სწორედ ის არის მისი შთაგონების წყარო.

“მე ყველაფერი მომწონს ღვინოში. ღვინო ჩემს ძარღვებში ჯერ კიდევ მაშინ ჩაიღვარა, როცა ძალიან პატარა ვიყავი”, - განაცხადა მან.

ექსპერიმენტი ღვინის საღებავის ნაცვლად გამოყენების სახით ვინჩენცომ ბურგუნდიაში, ბარბერასა და პინო ნუარზე წამოიწყო. ამის შემდეგ ხატავს ქსოვილებზე, ტყავზე, ჭადრაკის ბროლის დაფასა და ამ ბოლო დროს კედლებზეც. თუმცა მისი საყვარელი მასალა მაინც ქაღალდია.

ხელოვანის განცხადებით მხატვრობაში ყველაზე უკეთ დოლჩეტო, მონტეპულჩიანო დ’აბრუცო, პრიმიტივო და მერლო გამოდგება. მას მოსწონს ღვინოები წითელი პიგმენტის სათანადო შემცველობით.

ხელოვანის დაკვირვებით იაფფასიანი ღვინით ქაღალდზე ისეთივე წარმატებით შეიძლება ხატვა, როგორც ძვირადღირებულით. დასრულებული ნახატი კი რამდენიმე ხანში ფერს იცვლის, ყავისფერი ხდება და მოლურჯო ტონალობებს იძენს. ის ღამღამობით მუშაობს და მუშაობის პროცესში მხოლოდ იმ ღვინოებს იყენებს, რომლებსაც სვამს.

მხატვრის გამოფენები მოეწყო მთელ იტალიაში, ასევე ბრაზილიაში, ინდოეთში, იაპონიასა და აშშ-ში. ის თანაბრად უყვართ როგორც ღვინის, ასევე ხელოვნების სამყაროში.

დავით ჩუთლაშვილი

პოპულარული ღვინოები

12.95
რქაწითელი

რქაწითელი

თეთრი მშრალი

18.9
საფერავი

საფერავი

წითელი მშრალი