კანაფის ღვინო: რამდენი ხანია, რაც არსებობს და როგორ მზადდება?

26 მარტი, 2020წ

გაზიარება

კანაფის ღვინო: რამდენი ხანია, რაც არსებობს და როგორ მზადდება?

კანაფის ღვინო: რამდენი ხანია, რაც არსებობს და როგორ მზადდება?

დღევანდელ სამყაროში აქტიურად გაისმის მოწოდებები კანაფის და მისი პროდუქტების ლეგალიზაციისკენ. ბევრმა ქვეყანამ ძალიან ენერგიული ნაბიჯებიც გადადგა ამ მიმართულებით. საქართველოში, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, კანადაში, ამერიკის შეერთებული შტატების აღმოსავლეთ სანაპიროზე და მთელ რიგ განვითარებულ შტატებში მარიხუანას მოწევა სრულად არის უკვე ლეგალიზებული.

კანაფი არ იწვევს ნარკოდამოკიდებულებას და მისი მოხმარების შედეგად გამოწვეული სიკვდილიანობაც ნულს უტოლდება. ამიტომ, ჩემი ღრმა რწმენით, არაგონივრული და ბოროტი საქციელია მისი მომხმარებლების ციხეში გამოკეტვა. კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით ტურისტული ნაკადები კი შეწყდა, მაგრამ ეს სიტუაცია ხომ უსასრულოდ ვერ გაგრძელდება. ტურისტები ისევ ჩამოვლენ და ამიტომ კარგი იქნება, ლეგალიზაციის პროცესს ბოლომდე თუ მივიყვანდით და კანაფის კულტივაციასა და გაყიდვაზე სრულად თუ მოიხსნებოდა ბარიერები. ეს მილიარდობით შემოსავალს მოგვიტანდა და ასეულ ათასობით ახალ სამუშაო ადგილს შექმნიდა.

თუმცა, ბევრმა არ იცის, რომ კანაფი მხოლოდ მოსაწევი საშუალება არ არის და მისგან ღვინოც მზადდება.

პირველი ცნობები კანაფის ღვინის შესახებ ჩვენი წელთაღრიცხვის მე-2 საუკუნეს განეკუთვნება. თუმცა, მკვლევარები ვარაუდობენ, რომ ის ჯერ კიდევ ძველ საბერძნეთში იყო ცნობილი.

მაგრამ მაინც რა არის კანაფის ღვინო?

ყველამ ვიცით, რომ ჩვეულებრივი ღვინო ეს არის ალკოჰოლური, ყურძნის დადუღებული წვენი. სწორედ ეს აქვს კანაფის ღვინოს ჩვეულებრივ ღვინოსთან საერთო: ყურძენი, როგორც საბაზისო პროდუქტი.

უკიდურეს ვარიანტში კანაფის ღვინო შესაძლოა, სხვა ხილისგანაც დამზადდეს, მაგრამ ამ სტატიაში ყურძენზე, როგორც საბაზისო პროდუქტზე გვაქვს საუბარი.

განსხვავებული მწარმოებლები განსხვავებულად ამზადებენ კანაფის ღვინოს. ზოგი კანაფის ნაყენს ამზადებს და შემდეგ ამ ნაყენს კასრში ღვინოზე ასხამს, ზოგი კი კანაფის და ყურძნის წვენს ერთად ადუღებს.

კანაფის ღვინისთვის უკეთესი არომატების მისაცემად ბევრი მწარმოებელი ლიმონს, ფორთოხალს, დარიჩინს და შაქარს იყენებს. ეს პროცესი ძალიან ჰგავს გლინტვაინის დამზადების პროცესს, თუმცა თურმე ყურადღება უნდა მიექცეს იმას, რომ კანაფის წვენი ღვინოში მცირე ოდენობით იქნას წარმოდგენილი.

დავით ჩუთლაშვილი