პუტინი ცდილობს, ევროპელი მეწარმეები დაარწმუნოს, რომ რუსეთში ღვინის ბიზნესი პოლიტიკისგან თავისუფალია

12 თებერვალი, 2020წ

გაზიარება

პუტინი ცდილობს, ევროპელი მეწარმეები დაარწმუნოს, რომ რუსეთში ღვინის ბიზნესი პოლიტიკისგან თავისუფალია

პუტინი ცდილობს, ევროპელი მეწარმეები დაარწმუნოს, რომ რუსეთში ღვინის ბიზნესი პოლიტიკისგან თავისუფალია

ყირიმის ოკუპაციის გამო დაწესებული სანქციების მიუხედავად, რუსეთი აქტიურად ცდილობს, მიიზიდოს დასავლური ინვესტიცები და უფრო მეტიც, ევროპელი მეწარმეები “შესვას” იმ ნარკოტიკზე, რასაც რუსული ბაზარი ჰქვია, რათა პოლიტიკური გავლენა და მანიპულაციების უნარი მოიპოვოს რაც შეიძლება მეტ ადამიანზე.

მსგავსი პროპაგანდისტული მანიპულაციის მაგალითია გამოცემა “სპუტნიკის” სტატია, რომელიც თებერვლის ერთ-ერთ ნომერში დაიბეჭდა სათაურით “ღვინო პოლიტიკის მიღმაა”: ბიზნესი რუსეთში ერთი შვეიცარული საოჯახო საწარმოს მაგალითზე”. სტატია გერმანულ ენაზეა დაწერილი და გათვლილი ევროპის გერმანულენოვან მოსახლეობაზე, რომლის რაოდენობა 100 მილიონს აჭარბებს.

“სპუტნიკი” გერმანიაში ახორციელებს პროექტს “გერმანული ფირმები რუსეთში: ორი ეროვნება – ერთი საერთო მიზანი”. აღნიშნული სტატია კი ამ პროექტის მესამე ნაწილია (მიუხედავად იმისა, რომ შვეიცარია გერმანია არ არის და შესაბამისად, ვერც შვეიცარიული ფირმა გახდება გერმანული ფირმა, მაგრამ ჩანს, პუტინის პროპაგანდისტებს მსგავსი "ნიუანსები" არ აინტერესებთ). სტატიაში ლაპარაკია ფრანგული წარმომავლობის შვეიცარიელი მეღვინეების, ბურნიების ოჯახზე, რომელიც 20 წელია, რაც რუსეთში ღვინოს აწარმოებს და ყიდის. ავტორი მთელი მონდომებით ცდილობს, დაარწმუნოს ევროპელი აუდიტორია, რომ ბიზნესის კეთება და ღვინის წარმოება თუ გაყიდვა რუსეთში პოლიტიკისგან გამიჯნულია.

სტატიაში საუბარია რუსულ ღვინოებზე, რომლებიც კრასნოსტოპის ჯიშის ყურძნისგან იწარმოება კავკასიის ჩრდილოეთში. ბურნიეებს ეს ღვინო შვეიცარიაში და ევროპის სხვა ქვეყნებში გააქვთ და საუბრობენ იმაზე, რომ ეს მაღალი დონის ღვინოა. მაგრამ მთლიანად სტატია სხვა მიზანს ემსახურება: ცდილობს, ევროპელებს “აუხსნას”, რომ რუსეთში შესაძლებელია ღვინის ბიზნესის წარმოება და რუსული ბაზარი არის დეპოლიტიზებული.

ის, რომ ღვინის ხარისხის კონტროლი რუსეთში “ურჩი” და “დაუმორჩილებდლი” ქვეყნების სადამსჯელო ინსტრუმენტად არის გადაქცეული, არახალია და ეს ასე ხდება იმ დღიდან მოყოლებული, რაც რუსეთის იმპერიას გამოვეყავით და დამოუკიდებელი ცხოვრება დავიწყეთ. ქართველი მეწარმეები ყველაზე ხშირად ისჯებოდნენ და დღემდე ისჯებიან ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისკენ სწრაფვის გამო. ამიტომ, რასაკვირველია, “სპუტნიკის” აღნიშნული სტატია დეზინფორმაციულია და საერთაშორისო საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად, რადგან რეალურად არ არსებობს მსოფლიოში რუსულ ბაზარზე უფრო პოლიტიზებული, უსამართლო და კორუმპირებული ბაზარი.

“სპუტნიკი” ქართულ ენაზეც გამოდის და სხვათა შორის, ძალიან აქტიურად წერს ქართული ღვინის შესახებ – აშუქებს რა სხვადასხვა ფესტივალებს და ღონისძიებებს. საქართველოში ეს აბსოლუტურად პროპაგანდისტული და კრემლის რუპორი მედიასაშუალება ქართული მეღვინეობის და მევენახეობის “დამცველის” მანტიით გვევლინება, თუმცა, რეალურად არასოდეს არ აშუქებს ისეთ უმწვავეს პრობლემებს, როგორიც რუსული ბაზრის პოლიტიზება და ქართველი მეღვინეებისთვის დაწესებული ემბარგოა.

“სპუტნიკის” მაგალითზე კარგად ჩანს, რომ სადღეგრძელოების კილოთი საუბარი არ არის პატრიოტიზმი და ქართული ღვინის გულშემატკივრობა. ნამდვილი გულშემატკივრობა და ქვეყნის სიყვარული მწარე სიმართლის საუბარს და ხშირად ბევრისთვის მიუღებელი პოზიციების გაჟღერებას გულისხმობს, ურომლისოდაც ქვეყანა წინ ვერ წავა.

დავით ჩუთლაშვილი

პოპულარული ღვინოები

17.06
ტვიში

ტვიში

თეთრი ნახევრად ტკბილი

25.95
საფერავი პრემიუმი

საფერავი პრემიუმი

წითელი მშრალი

34.95
საფერავი კასრის

საფერავი კასრის

წითელი მშრალი

18.3
რქაწითელი

რქაწითელი

თეთრი მშრალი