ღვინის ახალი მაღაზია თბილისში - ვიზიტორებს პროფესიონალი სომელიეები მოემსახურებიან

21 თებერვალი, 2017წ

გაზიარება

ღვინის ახალი მაღაზია თბილისში - ვიზიტორებს პროფესიონალი სომელიეები მოემსახურებიან

ღვინის ახალი მაღაზია თბილისში - ვიზიტორებს პროფესიონალი სომელიეები მოემსახურებიან

სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი კომპანიის „ღვინის სამშობლო" მაღაზიის გახსნას დაესწრო.
როგორც Allwine.ge-ს  სამინისტროდან აცნობეს, კომპანია მიზნად ისახავს ქართული ღვინის პოპულარიზაციას და ორიენტირებულია ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მომხმარებლისთვის სწორად მიწოდებაზე.

როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრმა მაღაზიის გახსნისას აღნიშნა, თბილისის ისტორიულ უბანში ასეთი ობიექტის არსებობა მნიშვნელოვანია როგორც ტურისტებისთვის ქართული ღვინის კულტურის გაცნობის, ასევე ზოგადად, ადგილობრივ ბაზარზე ღვინის მოხმარების კულტურის ამაღლების კუთხით.

მისივე თქმით, მისასალმებელია, რომ მაღაზიის ვიზიტორებს ღვინის სპეციალისტები და პროფესიონალი სომელიეები მოემსახურებიან.
კომპანიის “ღვინის სამშობლო“ დამფუძნებელის, აკაკი ზერეკიძის თქმით, კომპანია გორის მუნიციპალიტეტში ახლად გაშენებულ ვენახებს ფლობს, პირველ მოსავალს კი მომავალ წელს ელოდება.

მისივე ინფორმაციით, მომავალ წელსვე იგეგმება ღვინის წარმოების დაწყებაც, ხოლო პროდუქციის რეალიზაციას „ღვინის სამშობლო“ აღნიშნული მაღაზიის გარდა, ადგილობრივ ბაზარზე და საზღვარგარეთ გეგმავს.

ახალი მაღაზიის გახსნას ალავერდის ეპარქიის მიტროპოლიტი დავითი ესწრებოდა.

პოპულარული ღვინოები

28.82
ქინძმარაული

ქინძმარაული

წითელი ნახევრად ტკბილი

35.1
ხიდისთაური

ხიდისთაური

წითელი მშრალი

20.95
ქვევრის ტიბანური (რქაწითელი)

ქვევრის ტიბანური (რქაწითელი)

თეთრი მშრალი