რომელი ღვინო ეხამება ვეგეტარიანულ კერძებს საუკეთესოდ?

08 იანვარი, 2020წ

გაზიარება

რომელი ღვინო ეხამება ვეგეტარიანულ კერძებს საუკეთესოდ?

რომელი ღვინო ეხამება ვეგეტარიანულ კერძებს საუკეთესოდ?

დღესდღეობით მთელ მსოფლიოში მილიონობით ადამიანი ამბობს უარს ცხოველური საკვების მიღებაზე. ისინი ამას არამარტო ცხოველების მიმართ სიბრალულის გამო, არამედ იმიტომაც აკეთებენ, რომ ხორცის წარმოება აბინძურებს ჰაერს CO2-ით და ხელს უწყობს გლობალური დათბობის პროცესს. მისწრაფება, უარი თქვან ცხოველური საკვების მიღებაზე, განსაკუთრებით ახალგაზრდებს შორის შეინიშნება. მათი ცხოვრების წესის მოწინააღმდეგეები გამოდიან იმ არგუმენტებით, რომ ადამიანი არ არის მხოლოდ ბალახის მჭამელი არსება და ჩვენი ორგანიზმი ისეა მოწყობილი, რომ მას უჯრედების მშენებლობისთვის ცხოველური ცილები ესაჭიროება, მაგრამ ვეგეტარიანელებს ეს ნაკლებად ესმით. მათთვის მთავარია ცხოველების მიმართ სიბრალური და ეკოლოგიური ფაქტორი. მათ საკუთარი მრწამსი აქვთ, რაც, როცა ხელს არ უშლის სხვა ადამიანების მრწამსს, არავის აქვს უფლება, შებღალოს.

ამასთან ერთად, ბევრი ვეგეტარიანელი ღვინის თავგამოდებული მოტრფიალეც არის. მათთვის ჩვენ მოვამზადეთ რჩევები, თუ როგორი ღვინოები შეუძლიათ შეუხამონ სასურველ კერძებს.

პირველ ყოვლისა, გახსოვდეთ, რომ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, თუ რამდენი ხანია, რაც ვეგეტარიანელი ხართ. ღვინო ყოველთვის სასიამოვნოა და თუ ის გიყვართ, თქვენთვის მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს, ვეგეტარიანულ სამზარეულოს ეტრფით თუ ხორციან კერძებს.

როცა კერძების შეხამებაზე ვსაუბრობთ, აუცილებლად უნდა გვახსოვდეს, რომ ღვინო კერძებს უნდა ეხამებოდეს და არა შთანთქას კერძების გემო. თუ უზომო რაოდენობის ღვინოს მოვიხმართ და ალკოჰოლურ მოწამვლამდე მივდივართ, კერძების ღვინოსთან შეხამებას აზრი არ აქვს.

ოქროს წესია, რომ მსუბუქი ღვინო საუკეთესოდ ეხამება ცხარე და სანელებლებით უხვად შეზავებულ კერძებს. რატომ? იმიტომ, რომ ალკოჰოლი გემოს ამძაფრებს. როცა კერძს ისედაც ძლიერი გემო აქვს და შენ კიდევ აძლიერებ მას, ეს კარგი არ არის. ამიტომ უმჯობესია, მაღალალკოჰოლურ ღვინოებს ტკბილ დესერტთან და ისეთ კერძებთან თუ მივირთმევთ, რომლებსაც მკვეთრი გემო არ გააჩნია. გვახსოვდეს ასევე ისიც, რომ თუ ღვინო ტანინებით არის მდიდარი, მის გემოს მლაშე კერძი კიდევ უფრო გააძლიერებს.

თუ კერძებისთვის საჭირო მასალები ორთქლშია მოშუშული (მაგ. კომბოსტოს სალათები და ა. შ.) მათთან ძალიან კარგად წავა არომატული თეთრი ღვინო.

კარგად შემწვარ ბოსტნეულს და სოკოს არაჩვეულებრივად ეხამება ხილის არომატების მქონე როზე, თუმცა, შესაძლოა, თუ მსგავსი სასმელი არ გაქვთ, მაღალალკოჰოლური წითელი ღვინოც გამოგადგეთ.

რბილი გემოს მქონე ყველს კარგად ეხამება თეთრი ღვინო, რომელიც გვიანეული მოსავლისგან არის დაყენებული. თუ ყველი მაგარია, მასთან ძლიერი წითელი ღვინო მიდის კარგად.

მსუბუქ სალათებს კარგად ეხამება ასევე მსუბუქი თეთრი ღვინო, ხოლო თუ ხორცის შემცვლელი პროდუქტით არის კერძი მომზადებული, მას, ისევე, როგორც საკუთრივ ხორცს, კარგი წითელი ღვინო ეხამება საუკეთესოდ.

დავით ჩუთლაშვილი

პოპულარული ღვინოები

15.6
ტვიში

ტვიში

თეთრი ნახევრად ტკბილი

13.97
მწვანე

მწვანე

თეთრი მშრალი

9.6
წინანდალი

წინანდალი

თეთრი მშრალი