როგორ გამოვიყენოთ ღვინო, როგორც სოუსი

06 დეკემბერი, 2019წ

გაზიარება

როგორ გამოვიყენოთ ღვინო, როგორც სოუსი

როგორ გამოვიყენოთ ღვინო, როგორც სოუსი

შემწვარი კერძების სამეფო ღვინის გარეშე სულაც არ იქნებოდა ისეთი, როგორიც ის დღეს არის. საქმე ის არის, რომ კარგი ღვინო შემწვარ კერძს არამარტო სასმლის სახით სჭირდება, ზედ მისაყოლებლად, არამედ სოუსშიც, რომლითაც კერძს საუკეთესო გემო უნდა მიეცეს. სოუსი ხომ კარგად ეხამება შემწვარ კერძებს, თუმცა არამარტო. და რაც მთავარია, სოუსებიანი კერძები განსაკუთრებით ზამთარშია სასარგებლო და გემრიელი.

ამ სტატიაში წარმოგიდგენთ რამდენიმე კერძს, რომლებსაც ღვინო სოუსში სრულიად განუმეორებელ და ორიგინალურ ლაზათს სძენს:

უმურეტი – კლასიკური ბურგუნდიული კერძი

ალბათ, გგონიათ, რომ დასანანია ბურგუნდიული ღვინო კერძისთვის მოსასხმელად, მაგრამ ცდებით. უმურეტი შედგება დაჭრილი თოხლო კვერცხის, გახუხული კარაქიანი პურის ნაჭრებისგან და ისეთი გემრიელია, თითებს ჩაიკვნეტთ.

ხბოს მხრის ანათალი წითელ ღვინოში

როცა გარეთ ყინავს და დათოვლილ ხეთა კორომებში ცივი ქარი დათარეშობს, თბილ სახლში წითელი ღვინის სოუსში ჩაწყობილი ხბოს მხრების შემწვარ ანათალებს არაფერი სჯობს.

კოკო რისლინგი

როგორც წესი მამალს წითელ ღვინოში დებენ ხოლმე. თუმცა ელზასში მამლის შემწვარ ნაჭრებს თეთრ ღვინოშიც ალბობენ.

ბატის შემწვარი ღვიძლი ყურძნის გამომშრალ მარცვლებთან ერთად

ეს მართლაც დიდებული კერძია, თუმცა მას არ უხდება მჟავე ღვინის სოუსი. პირიქით, სოუსი, რითაც ბატის შემწვარ ღვიძლს შევაზავებთ, მოტკბო გემოს მქონე უნდა იყოს. სწორედ ამიტომ ამ სოუსს გვიან დაკრეფილი ყურძნისგან დაყენებული ღვინის მეშვეობით ამზადებენ, რათა სიტკბოს ეფექტი რაც შეიძლება მძაფრი იყოს.

მხლის ფოთლები თეთრ კარაქთან შეზელილ კალმახის ხიზილალასთან ერთად

საფრანგეთში კარაქს სოუსად ადნობენ არამხოლოდ ხიზილალასთან, არამედ თევზიან კერძებთან ერთადაც. კარაქი კერძს ძალას ანიჭებს, თანაც ისე, რომ თევზის მსუბუქი გემო არ გააფუჭოს. ხოლო ამ ყველაფერთან ცოტაოდენი ღვინო კერძში ნამდვილად მისწრებაა.

ლორი ოხრახუშით

ბურგუნდიაში ლორს ოხრახუშს აჭრიან და შარდონეს ამატებენ. შარდონე ოხრახუშის ღერებსაც და ლორსაც სრულიად თავისებურ არომატს ანიჭებს, რაც გასინჯვად ღირს.

უძველესი ქართული კერძი: ოსპი ღვინით

ეს კერძი წითელი ღვინით, ნაღებით, ოსპით, ხორცის ბულიონით, ღორის მჭლე ხორცით, ხახვით, კარტოფილით, სტაფილოთი და დაფნით მზადდება. 750 მილილიტრი წითელი ღვინო, 250 გრამი ოსპი და 100 გრამი შემწვარი ხორცია მის მოსამზადებლად საჭირო, დანარჩენი ინგრედიენტები კი – მცირე ოდენობით.

ამრიგად, ალბათ დარწმუნდით, რომ ღვინო მხოლოდ სასმელი არ არის და მისი ჩამატება კერძებში თავისუფლად შეიძლება. ღვინო, როგორც სამზარეულოს შემადგენელი ნაწილი ევროპის ქვეყნებში გვხვდება. ხოლო რადგან საქართველო კულტურულად ევროპის განუყოფელი ნაწილია, ღვინის კერძები ჩვენც გვაქვს. სწორედ ერთ-ერთი მათგანია ოსპი ღვინით, რომელზეც ზემოთ ვისაუბრეთ.

დავით ჩუთლაშვილი

პოპულარული ღვინოები

62.1
კორპსაძრობი ბერკეტით (ვერტიკალური)

კორპსაძრობი ბერკეტით (ვერტიკალური)

33.95
ხვანჭკარა

ხვანჭკარა

წითელი ნახევრად ტკბილი

9.15
საფერავი კლასიკური

საფერავი კლასიკური

წითელი მშრალი