როგორია პორტვაინის სამშობლო და როგორ შეცვალა ის ერთმა დიდმნიშვნელოვანმა მოვლენამ

14 ნოემბერი, 2019წ

გაზიარება

როგორია პორტვაინის სამშობლო და როგორ შეცვალა ის ერთმა დიდმნიშვნელოვანმა მოვლენამ

როგორია პორტვაინის სამშობლო და როგორ შეცვალა ის ერთმა დიდმნიშვნელოვანმა მოვლენამ

დუერო მდინარეა პირენეის ნახევარკუნძულზე, რომლის სიგრძე 925 კილომეტრია, ხოლო აუზის ფართობი – 95 ათასი კვადრატული კილომეტრი. ის სათავეს იბერიის მთებში იღებს, ხოლო მის ხეობაში ღვინის თვისებებს თვალწარმტაცი ლანდშაფტი განსაზღვრავს. სწორედ აქ შეიქმნა პორტვაინი, თუმცა სამყაროს ეს არაჩვეულებრივი კუთხე შეანიშნავი წითელი ღვინოების სამშობლოც არის. რეგიონის შესწავლა შეაძლებელია ავტომანქანით, ფეხით და მატარებლით (პორტუგალიაში სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა ძალიან კარგად არის განვითარებული), თუმცა ყველაზე მკაფიოდ დუეროს ხეობას მაინც მაშინ შეიგრძნობთ, თუ მდინარეზე გემით გაცურავთ.

თუ ღვინის მოყვარული არ ხართ, სჯობს, დუეროს ხეობას თუ არ ესტუმრებით. წარმოუდგენელია აქ, რომელიმე პატარა ქალაქის მყუდრო რესტორანში ჯდომა vinho tinto-ს სმის გარეშე. აქ ხომ თქვენ ნებისმიერ რესტორანში მოგართმევენ პურს, ზეთისხილს და წითელ ღვინოს.

რაც აუცილებლად უნდა იცოდეთ, ისაა, რომ ადგილობრივები ცუდად საუბრობენ ინგლისურად. რესტორანში წითელი ღვინის მინიმალური შეკვეთა კი ნახევარი ლიტრია. აქ წითელი ღვინო იმდენად იაფი ღირს, შეგრცხვებათ კიდეც, უფრო ნაკლები რომ შეუკვეთოთ.

აქ ყველგან ღვინოა. ზუსტად ისევე, როგორც ჩვენთან, კახეთში! ყოველი ფეხის ნაბიჯზე. ირგვლივ ყველგან ვაზია. ვაზი ტერასებზე, ვენახებად. ვაზი პერგოლებზე. ვაზი, ვაზი და ვაზი. ვაზი და ზეთისხილის და ნუშის ხეები. ჰაერში ყველგან ნუშის და ზეთისხილის სურნელი დგას.

რეგუას მუზეუმში თქვენ გეტყვიან, რომ აქ მეღვინეობას ჯერ კიდევ რომის იმპერიის ეპოქაში ჩაეყარა საფუძველი, ხოლო მე-18 საუკუნეში ხარისხის დაცვის სახელმძღვანელო დიდმა რეფორმატორმა, მარკეს დე პომბალმა შემოიღო. მანვე შემოსაზღვრა დაცული ადგილწარმოშობის ზონები გრანიტის ლოდებით. შესაბამისად, დუეროს ხეობა გადაიქცა დაცული ადგილწარმოშობის მქონე ღვინოების პირველ რეგიონად მსოფლიოში. 

დუეროს ხეობამ გადაიტანა 1868 წელს ფილოქსერას ცნობილი კატასტროფა, რამაც მანამდე არსებული მევენახეობა წარსულს ჩააბარა. მან ამ განსაცდელსაც გაუძლო და უფრო გაძლიერდა, ახალი ცოდნით და გამოცდილებით აღჭურვილი.

80-იანი წლების შუა ნახევრამდე დუეროს ხეობის პორტუგალიური მონაკვეთი ერთი მივიწყებული და ყველასგან მიტოვებული კუთხე იყო, სადაც მხოლოდ პორტვაინი იწარმოებოდა. აქედან ხალხი მასიურად გარბოდა და ყველგან სიღატაკე და უმუშევრობა სუფევდა. მდგომარეობა სასიკეთოდ მხოლოდ მას შემდეგ შეიცვალა, რაც პორტუგალია 1986 წელს ევროკავშირის წევრი გახდა. სწორედ ევროკავშირში ინტეგრაციამ აქცია ეს მხარე აყვავებულ წალკოტად და უჩვენა სამყაროს, რომ არამხოლოდ პორტვაინი, აქაური წითელი ღვინოებიც ძალიან კარგია და აქვს როგორც ტურისტული, ასევე ექსპორტირების უზარმაზარი პოტენციალი.

დავით ჩუთლაშვილი

პოპულარული ღვინოები

39.5
ჟიცი - ბროწეული

ჟიცი - ბროწეული

125
საფერავი ქვევრისა & კასრისა

საფერავი ქვევრისა & კასრისა

წითელი მშრალი

14.3
რქაწითელი მწვანე

რქაწითელი მწვანე