ზალემას გამორჩეულობა და დიდებული სისადავე

01 ნოემბერი, 2019წ

გაზიარება

ზალემას გამორჩეულობა და დიდებული სისადავე

ზალემას გამორჩეულობა და დიდებული სისადავე

ესპანეთი მსოფლიოს მესამე ქვეყანაა ექსპორტირებული ღვინის მოცულობის თვალსაზრისით. ამ მხრივ მას მხოლოდ საფრანგეთი და იტალია უსწრებენ. იტალიურ ღვინოებს მაღალი ალკოჰოლურობა და გამორჩეული თვისებები ახასიათებთ, ამიტომ, ალბათ, ძალიან საინტერესო უნდა იყოს აქაური ღვინოების და ვაზის ჯიშების აღწერა.

ზალემა ტიპური ესპანური ვაზის ავტოქთონური ჯიშია. მისი ყურძნისგან თეთრი ღვინოები იწარმოება.

ესპანეთში ის ძირითადად კონდადო დე ჰუელვაში ხარობს, რომელიც ანდალუზიას მიეკუთვნება. კონდადო დე ჰუელვა განთქმული მევენახეობის რეგიონია და სწორედ აქ ზალემა გაშენებული ვენახების 85 %-ს შეადგენს, თუმცა ისიც აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო პერიოდში პალომინოსგან განიცდის დიდ შევიწროვებას, რომელიც ვაზის ძალიან მაღალი ხარისხის მქონე და დახვეწილი ჯიშია.

ზალემა 8500 ჰექტარზეა გაშენებული (1998 წლის მონაცემი). ის გვიან შემომსვლელი ჯიშია და მაღალი პროდუქტიულობით გამორჩეული. ოქსიდაციისკენ მისი დურდო დიდ მისწრაფებას ამჟღავნებს და ამიტომ ხერესის მსგავსი ღვინოების წარმოებაში აქტიურად გამოიყენება.

ზალემას სახელის ეტიმოლოგია არაბული ენიდან მომდინარეობს და “მდაბლად თავის დახრას” ნიშნავს. იგივეა, რაც ქართული “სალამი”, რომელიც ასევე არაბული სიტყვაა. ესპანეთში არაბები საუკუნეების მანძილზე ბატონობდნენ და ესპანურ ენასაც კვალი დააჩნიეს, შეიტანეს რა მასში წყება არაბული სიტყვებისა.

ზალემა ტუნისშიც ხარობს და ამ არაბულენოვან ქვეყანაში მას სალემო ეწოდება. სხვაგან მას ჰქვია ასევე იგნობილისი, რებაზო და სალემო რებაზო.

მას ფოთლები საშუალო და მცირე ზომის აქვს. მტევანი კონუსური ფორმის, ასევე საშუალო ზომის და ზომიერად მკვრივი. მრგვალი მარცვლებიც საშუალო ზომის აქვს, ყვითელი ფერის, რომელიც სიმწიფის დადგომასთან ერთად ქარვის მაგავს ელფერს იძენს და ძალიან ლამაზია. მარცვალს კანი იმდენად მკვრივი აქვს, რომ ლამის ტყდება და ხრაშუნაა ჭამის დროს. შასლას შემოსვლიდან 30 დღის შემდეგ მწიფდება და ამიტომ საერთაშორისო გაგებით გვიანეულ ჯიშად არის მიჩნეული. 

ზალემა Vitis vinifera-ს ერთ-ერთი ვარიაციაა. ამიტომ მას სტაბილურად მაღალი მსხმოიარობა და საუკეთესო მოსავლიანობა ახასიათებს. მის ყვავილს გააჩნია თვითგანაყოფიერების უნარი. ამრიგად, მისთვის მამალი ვაზები საჭირო არ არის და ეს ძალიან მისასალმებელია, რადგან მამალი ვაზის გაშენება წამგებიანია მევენახეობაში.

ზალემას ღვინო ღია ქარვისფერიდან ჩალისფერში გარდამავალია. ფლობს ვაშლის, მსხლის, ტროპიკული ხილის და მინდვრის ყვავილების არომატებს. შესამიშნავად ეხამება შემწვარ თევზს, კრევეტებს და ზღვის სხვა პროდუქტებს. მისგან ხერესის გარდა აწარმოებენ ასევე მშრალ და ნახევრადმშრალ ღვინოებსაც.

დავით ჩუთლაშვილი

პოპულარული ღვინოები

44.95
ქინძმარაული

ქინძმარაული

წითელი ნახევრად ტკბილი

37.76
საფერავი

საფერავი

წითელი მშრალი

22.7
ბოთლის ვაკუუმ საცობი (6 ცალი)

ბოთლის ვაკუუმ საცობი (6 ცალი)

9.85
ალაზნის ველი ვარდისფერი

ალაზნის ველი ვარდისფერი