ტანინებით უაღრესად მდიდარი მურვედრი, რომელიც ევროპაში პოპულარობას არ კარგავს

24 ივლისი, 2019წ

გაზიარება

ტანინებით უაღრესად მდიდარი მურვედრი, რომელიც ევროპაში პოპულარობას არ კარგავს

ტანინებით უაღრესად მდიდარი მურვედრი, რომელიც ევროპაში პოპულარობას არ კარგავს

მურვედრი ძირითადად საფრანგეთის სამხრეთსა და ესპანეთში გავრცელებული ვაზის წითელყურძნიანი ჯიშია.

თუმცა, წარმოშობით ესპანეთიდან არის, სადაც მატარო და მონასტრელი ჰქვია.

მურვედრის ღვინოს უმეტესწილად აკუპაჟებენ სხვა ჯიშების ღვინოებთან ერთად. ცალკე იყენებენ მხოლოდ ძალიან მცირე მოცულობით და ისიც მხოლოდ იმ რეგიონებში, სადაც ტრადიციულ ჯიშს წარმოადგენს.

მურვედრი მე-19 საუკუნეში არსებულ ფილოქსერას და მილდიუს კატასტროფებამდე ძალიან პოპულარული იყო საფრანგეთში. ესპანეთში დღემდე უაღრესად პოპულარულია, განსაკუთრებით ვალენსიაში. როგორც ვაზის ჯიში, ის სწორედ აქ გაჩნდა, პატარა დასახლებულ პუნქტში, რომელსაც მურვიედრო ეწოდება და სწორედ ამ დასახლებულმა პუნქტმა მიანიჭა კიდეც მას სახელწოდება.

ლიტერატურულ წყაროებში ხშირად მურვედრი გრაციანოში ეშლებათ, რადგან გრაციანოს ერთ-ერთი სინონიმი, მურვედრის მსგავსად, ასევე მონასტრელია.

2005 წლის მინაცემებით საფრანგეთში მურვედრი 7633 ჰექტარზე ხარობდა. მაგრამ ორ წელიწადში, ანუ, 2007 წლისთვის 9494 ჰექტარს მიაღწია.

როგორც საკუპაჟე მასალას, მურვედრს სიმაგრის გამო არჩევენ და წარმატებით იყენებენ საუკეთესო ღვინოების საწარმოებლად.

ესპანეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2007 წლის სტატისტიკის თანახმად, მურვედრი ესპანეთში 63 100 ჰექტარზე მოჰყავდათ. მაგრამ ზუსტად დადგენილი არ არის ის, თუ ამ სტატისტიკის ავტორებმა მურვედრის რამდენი ჰექტარი მიწა მიაკუთვნეს შეცდომით გრაციანოს ჯიშს.

მურვედრი კალიფორნიასა და ავსტრალიაში წინათ უფრო პოპულარული იყო, მაგრამ დღეს მისმა პოპულარობამ ევროპისგან განსხვავებით იკლო. ამის მიზეზი ის გახლავთ, რომ ამერიკაში ღვინის მოდაში ევროპისგან არსებითად განსხვავებული სტანდარტებია დამკვიდრებული.

მურვედრს მკვრივი, საშუალო სიდიდის მტევანი აქვს (დაახლ. 240 გრამი), რომლის მრგვალი, პატარა მარცვალი თითქმის შავი ფერისაა და ძალიან მწკლარტე.

მისი ყურძენი გვიან შემოდის. ამიტომ ძალიან თბილ კლიმატს საჭიროებს. მილდიუს მიმართ მდგრადობა არ გააჩნია. მოსავლიანობა ცუდი აქვს. მაგრამ ბოლო პერიოდში ინტენსიური სელექციის გზით მოხერხდა მოსავლიანობის ზრდა 30 ჰექტოლიტრამდე ჰექტარზე ისე, რომ ამას ღვინის ხარიხსხზე არ მოეხდინა მნიშვნელოვანი ზეგავლენა.

მურვედრის ღვინო ტანინებით ძალიან მდიდარია, მუქი ფერის და უაღრესად არომატული. ამიტომ კარგად ეხამება ხმელთაშუაზღვისპირეთის სანელებლებით შეზავებულ კერძებს.

დავით ჩუთლაშვილი

პოპულარული ღვინოები

27.95
საფერავი გაუფილტრავი

საფერავი გაუფილტრავი

წითელი მშრალი

23.9
ქვევრის ქისი

ქვევრის ქისი

თეთრი მშრალი

11
ახაშენი

ახაშენი

წითელი ნახევრად ტკბილი