რომელია ღვინისთვის ყველაზე ოპტიმალური ტემპერატურა?

18 მარტი, 2019წ

გაზიარება

რომელია ღვინისთვის ყველაზე ოპტიმალური ტემპერატურა?

რომელია ღვინისთვის ყველაზე ოპტიმალური ტემპერატურა?

არ არის აუცილებელი, ღვინის გამოცდილი ექსპერტი და მსოფლიოში სახელგანთქმული სომელიე იყო, რათა მიხვდე, რომ ყველანაირი ტემპერატურული რეჟიმი ღვინისთვის სასარგებლო არ არის (მაგალითად, თეთრი ღვინო სიცივეში ხშირად კარგავს საუკეთესო გემოვნურ თვისებებს და მეტ სიმჟავეს იძენს). 

სამაგიეროდ, იგივე ღვინოს სწორი ტემპერატურული რეჟიმის დაცვით თუ დავაგემოვნებთ, შეიძლება გავოცდეთ კიდეც მისი ელეგანტური არომატითა და არაჩვეულებრივი გემოვნური თვისებებით. 

თუმცა შესაძლოა, სიცივემ დადებითად იმოქმედოს ზოგიერთ ღვინოზე, ხოლო ოთახის ტემპერატურამ – ძალიან უარყოფითად.

ზოგიერთ ღვინოს სიცივეზე გასაოცრად ლამაზი სტრუქტურა და ძალიან სასიამოვნო ნოტები უყალიბდება. 

ყოველგვარ შემთხვევაში ღვინის დაგემოვნებაზე გავლენა ტემპერატურას აქვს. ამიტომ უნდა ვაღიაროთ, რომ ტემპერატურული ფაქტორი მნიშვნელოვანი ფაქტორია. ასევე უნდა გავაცნობიეროთ, რომ ყველა ღვინოს ინდივიდუალური მიდგომა სჭირდება, ხოლო თითოეულ სახეობას – საკუთარი ტემპერატურული რეჟიმი. გამოთქმები: "ჩაციებული ღვინო კარგია" ან "ოთახის ტემპერატურაზე ყველა ღვინო არაჩვეულებრივია" ყოველთვის ვერ იქნება მართებული. აქ საჭიროა, დავსვათ კითხვა "რომელი." მართლაც, რომელი ღვინო? საკითხავი აი ეს არის.

თუმცა, მაინც სქემატურად თუ განვიხილავთ, ცივ ღვინოს რთულადაღსაქმელი არომატი აქვს. ნებისმიერ ღვინოს ოთახის ტემპერატურაზე უფრო აქვს სურნელი. სამაგიეროდ ყელი დაბალ ტემპერატურაზე უკეთ შეიგრძნობს ტანინებს, მჟავას და სიმწკლარტეს.

არომატული თეთრი ღვინოები უნდა შევინახოთ დაახლ. 8-10 გრადუსზე. მშრალი თეთრი ღვინოები კი 12-14 გრადუსზე. იგივე ტემპერატურული რეჟიმი ესაჭიროება ნებისმიერ მსუბუქ, ელეგანტურ წითელ ღვინოს. სამაგიეროდ, შედარებით სქელ ღვინოებს (მაგ. საფერავის ჯიშის ღვინო, შავი პინო) 15-18 გრადუსი სჭირდება. 

ამრიგად, საუკეთესო ტემპერატურა ღვინოებისთვის საშუალოდ 5-18 გრადუსის ფარგლებშია. 

ყველაზე მნიშვნელოვანი რაცაა, კარგად უნდა გვახსოვდეს, რომ დაუშვებელია ღვინის ძალიან სწრაფად გაციება ან ძალიან სწრაფად გათბობა. ეს აზიანებს ღვინოს. ღვინომ ნელ-ნელა, თანდათანობით უნდა შეიცვალოს ტემპერატურული რეჟიმი.

ყველაზე კარგი ღვინის ქვევრში ჩასხმა და გრილ მარანში შენახვაა, ტრადიციული ქართული მეთოდით. ეს მეთოდი არ აზიანებს ღვინოს და უნარჩუნებს მას გემოვნურ თვისებებსაც და არომატსაც.