ღვინო და შოკოლადი

13 მარტი, 2019წ

გაზიარება

ღვინო და შოკოლადი

ღვინო და შოკოლადი

ვინც ღვინის თემატიკის გარშემო არსებული ახალი ტრენდებით ინტერესდება, აუცილებლად იკითხავს: რამდენად შესაძლებელია ღვინის და შოკოლადის ერთად მირთმევა? როგორ ეხამება ღვინო შოკოლადს?

ბოტანიკის თვალთახეჭმელი" (კაკაოში შემაიერება თეობრომინს სიტყვასიტყვით სწორედ ასე ეწოდება ბერძნულ ენაზე).

თუმცა, კაკაოს და ღვინის საერთო გადაკვეთის წერტილები მხოლოდ ამით არ შემოიფარგლება. საქმე იმაშია, რომ კაკაოს დაახლოებით 1150 განსხვავებული არომატი აქვს, ხოლო ღვინოს – 900-მდე.

კიდევ უფრო გასაოცარი მსგავსება არის დუღილი. კაკაოს მარცვლის საუკეთესო თვისებები, ისევე, როგორც ღვინის საუკეთესო თვისებები ხომ სწორედ ფერმენტაციის პროცესზეა დამოკიდებული!

მიუხედავად 900-მდე არომატისა, სპეციალისტები გამოყოფენ კაკაოს ძირითადად 4 ტიპს. ესენია "კრიოლო," "ტრინიტარიონი," "ნაციონალი" და "ფორასტერო."

თუ შოკოლადის და ღვინის ერთად მირთმევას ვაპირებთ, ყურადღება უნდა მივაქციოთ ხარისხს. მაღალი ხარისხის შოკოლადის მირთმევა ცუდ ღვინოსთან ერთად ან პირიქით, პრემიუმ ღვინის დაგემოვნება უხარისხო შოკოლადთან ერთად არ იქნება სწორი საქციელი.

ღვინოც და შოკოლადიც აუცილებლად მაღალი ხარისხის უნდა იყოს.

ღვინის და შოკოლადის ერთმანეთთან შესახამებლად და საუკეთესო კომბინაციების შესარჩევად რამდენიმე რჩევას მოგცემთ, რისი გათვალისწინებაც თქვენის მხრივ, ურიგო არ იქნება:

უმჯობესია, შოკოლადი იყოს მუქი ფერის.

რაც უფრო მუქია შოკოლადი, მით უფრო მეტ კაკაოს შეიცავს და გემოც უფრო ინტენსიური აქვს. ამიტომ საუკეთესო ვარიანტი ძალიან მუქი ფერის შოკოლადია.

ხილის არომატის მქონე ღვინო და ანალოგიურად, ხილის არომატის მქონე შოკოლადი უკეთესად ეთავსება ერთმანეთს. იგივე ითქმის ტკბილი ღვინის და ტკბილი შოკოლადის შესახებაც.

შოკოლადიც შეიძლება იყოს ხანდახან მჟავე! ამიტომ მჟავე შიკოლადის მჟავე ღვინოსთან შეხამება რეკომენდებული არ არის.

თუმცა მხოლოდ შავი შოკოლადი კი არა, თეთრი შოკოლადიც კარგად მიდის ღვინოსთან. თეთრი შოკოლადი კაკაოს არ შეიცავს, შეიცავს მხოლოდ კარაქს, რაც კაკაოს მარცვლებისგან იწარმოება. ამიტომ ის კარგად ეხამება თეთრ ღვინოს და ხილის არომატების მქონე როგორც შავ, ასევე თეთრ ღვინოებს.

დაგემოვნების დროს შოკოლადს ნუ დაღეჭავთ. მოათავსეთ ენის წვერზე, რათა მისი გემო ღვინის გემოს შეერწყას.

თუ შოკოლადთან შავი და თეთრი ღვინოების ერთად დაგემოვნებას აპირებთ, ჯერ თეთრ ღვინოს გაუსინჯეთ გემო.

სწორად გაუსინჯეთ გემო შოკოლადს და ღვინოს ერთად და დარწმუნდებით, რომ ქვეყნიერების ეს ორი საჩუქარი – შოკოლადი და ღვინო სრულ ჰარმონიულ თანხვედრაშია ერთმანეთთან.

დავით ჩუთლაშვილი

პოპულარული ღვინოები

17.95
ქისი-მწვანე

ქისი-მწვანე

თეთრი მშრალი

35.8
სვირის კრახუნა

სვირის კრახუნა

თეთრი მშრალი