ღვინის მსოფლიო ბაზარი დღეს

29 იანვარი, 2019წ

გაზიარება

ღვინის მსოფლიო ბაზარი დღეს

ღვინის მსოფლიო ბაზარი დღეს

დღეს ღვინის მსოფლიო ბაზარზე კონკურენციის დონე მაღალია და საკუთარი ნიშის მოპოვებას მრავალი ქვეყანა ცდილობს. ამ ბაზარზე ღვინის ძირითადი მიმწოდებელი ქვეყნებია: საფრანგეთი, იტალია, ესპანეთი, აშშ, არგენტინა, ავსტრალია, გერმანია, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, პორტუგალია და ჩილე. წამყვანი ექსპორტიორი ქვეყნებია: იტალია, საფრანგეთი, ესპანეთი, ავსტრალია, ჩილე. იმპორტიორ ქვეყანათა შორის დომინირებს დიდი ბრიტანეთი, აშშ, გერმანია, იაპონია და ნიდერლანდები. სამომხმარებლო ბაზრის ანალიზმა გვიჩვენა, რომ გასულ წელს მსოფლიოში წარმოებულია 300 ჰექტოლიტრამდე ღვინო, ხოლო ღვინის მსოფლიო ბაზარზე საქონელბრუნვამ 107 მილიარდი დოლარი შეადგინა.

Image result for grapes gif

მოსალოდნელია, რომ უახლოეს პერსპექტივაში, ღვინის მსოფლიო ბაზრის ზრდა გამოწვეული იქნება აზიური ბაზრების, კერძოდ ჩინეთის ბაზრის გაფართოებით. სტრუქტურული თვალსაზრისით ღვინის მსოფლიო ბაზარზე გამოკვეთილია მოთხოვნის ზრდის ტენდენცია
წითელ ღვინოებზე, რაც ამ სახეობის ღვინოების წარმოების ზრდის ტენდენციითაც დასტურდება, კერძოდ , ბოლო 5 წლის
მანძილზე წითელი ღვინოების წარმოების მაჩვენებლი 12%- ით არის გაზრდილი.

Related image

ღვინის მსოფლიო ბაზარზე შემცირებულია ფრანგული, იტალიური და ესპანური კომპანიების წილი. ბაზარი გაფართოვებულია ამერიკელი, ავსტრალიელი, არგენტინელი, ჩილელი და სამხრეთ აფრიკელი კონკურენტების ხარჯზე. ბაზრის მონაწილეთა კონკურენტული უპირატესობების ფაქტორები განსხვავებულია ევროპისა და დანარჩენი კონტიგენტების მიხედვით. ცხადია, ბაზარზე გადამწყვეტია მოგებაზე
ორიენტირებული ბიზნესი, მაგრამ ევროპელებისათვის უპირატესია ცხოვრების ადათ-წესები და სტილი, ღვინის დაყენების უძველესი ტრადიციები და კულტურა, ღვინის სმის თაყვანისცემა და წესები. მსოფლიოს სხვა კონტიგენტებზე კონკურენტული უპირატესობის პრიორიტეტული ფაქტორია წარმოების ეფექტიანობა მინიმალური დანახარჯების პირობებში და მოგებაზე გათვლილი მარკეტინგული სტრატეგია.

Image result for grapes gif

ექსპერტული გათვლებით ღვინის ხუთი უმსხვილესი მწარმოებელი ბაზრის მხოლოდ 8%-ს აკონტროლებს. ევროპული ღვინის კომპანიები
უმეტესად საშუალო ან წვრილმასშტაბურია. მაგალითად, საფრანგეთში 250 ათასამდე ღვინის მწარმოებელი კომპანიაა, ავსტრალიაში კი ბაზრის 75% ოთხ მსხვილ კომპანიას უჭირავს.45 ევროპაში ღვინის მწარმოებელ კომპანიებში შერწყმის პროცესი უმნიშვნელოა, საპირისპიროდ აზიის კონტიგენტზე კომპანიების შერწყმით საკმაოდ მსხვილმასშტაბიანი კორპორაციების შექმნის პროცესი მიმდინარეობს. კალიფორნიის ღვინის ინსტიტუტის მონაცემებით, საქართველოს მსოფლიო ბაზრის 0.3% უჭირავს. ამავე კვლევის მიხედვით, ღვინის ყველაზე დიდი ბაზარი ამერიკის შეერთებული შტატებია, თუმცა, აღნიშნული ბაზარი ადგილობრივი ღვინით არის გაჯერებული. ჩინეთში კი ბაზრის მოცულობა
ყოველწლიურად ზრდადია, რაც მას ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ ბაზრად აქცევს.

Image result for wine bottles

ღვინის მსოფლიო ბაზარზე უმსხვილესია აშშ-ის ბაზარი. ამ ბაზარზე ღვინის პროდუქტის 77% ადგილობრივი წარმოებისაა,
დანარჩენი იმპორტულია. ამერიკის ბაზარზე ძირითადი მიმწოდებლები არიან: იტალია, ავსტრალია, საფრანგეთი, ჩილე და ესპანეთი. აშშ ღვინის ექსპორტიორია შემდეგ ქვეყნებში: იაპონია, დიდ ბრიტანეთი, ნიდერლანდები, ბელგია, კანადა. ევროპის ღვინის ტრადიციულ ბაზრებზე (იტალია, საფრანგეთი, ესპანეთი, პორტუგალია) გამოვლენილია ღვინოზე მომხმარებლის მოთხოვნის შემცირების ტენდენცია. აღნიშნული ტენდენცია გამოწვეულია მომხმარებლის გემოვნებისა და ტრადიციების ცვლილებით, კერძოდ, მოსახლეობამ შეამცირა მოხმარებული სასმელის რაოდენობა ცხოვრების ინტენსიურობისა და სტილიდან გამომდინარე. ნაწილობრივ შეიცვალა ტრადიციებიც. თავის მხრივ, ამ პროცესებმა გავლენა მოახდინა ექსპორტ-იმპორტის მაჩვენებლებზე.

 

ლევან სეფისკვერაძე

პოპულარული ღვინოები

9.2
ალაზნის ველი

ალაზნის ველი

49
გორული მწვანე-ჩინებული

გორული მწვანე-ჩინებული

თეთრი მშრალი