Guardian-მა ქართული ჭაჭა მსოფლიოს 10 საუკეთესო ზამთრის თბილ სასმელს შორის დაასახელა

23 იანვარი, 2019წ

გაზიარება

Guardian-მა ქართული ჭაჭა მსოფლიოს 10 საუკეთესო ზამთრის თბილ სასმელს შორის დაასახელა

Guardian-მა ქართული ჭაჭა მსოფლიოს 10 საუკეთესო ზამთრის თბილ სასმელს შორის დაასახელა

ბრიტანული გამოცემა Guardian-მა ზამთრის პოპულარული სასმელების ათეული გამოაქვეყნა.

ათეულის სათავეში ქართული ჭაჭა მოხვდა. სტატიაში ჩამოთვლილია სხვადასხვა სასმელი, რომელიც ტრადიციულ საშობაო გლინტვეინთან ერთად, ზამთრის ცივ ამინდებში ათბობს.

პუბლიკაციის ავტორი წერს, რომ ჭაჭას სოფლებში ფაქტობრივად, ყველა ოჯახში ხდიან. „ეწვიეთ ნებისმიერ სოფელს საქართველოში. აქ ჭაჭას ყველა ოჯახში ხდიან. თქვენ აუცილებლად გაიძულებენ, დალიოთ ორი-სამი ჭიქა. ასეთები არიან ქართველები“.

Guardian-ის ცნობით, ახლა თბილისში, თითქმის ყველა რესტორნის მენიუში შეხვდებით სახლის პირობებში გამოხდილ ჭაჭას.

„ერთი ჭიქის გასინჯვის შემდეგ, თქვენ აუცილებლად მიხვდებით, თუ რატომ უყვართ ჭაჭის დალევა ქართველებს ზამთრის ცივ ღამეს“, – წერს Guardian-ი.

ჭაჭასთან ერთად, ზამთრის საუკეთესო სასმელებს შორის მოხვდა პოლონური ცხელი ლუდი - grzane piwo, ალკოჰოლური სასმელი „სანადირო ჩაი" Jägertee ავსტრიული ალპებიდან, დანიის ცხელი სასმელი წითელი ღვინო - Gløgg, ბერძნული არაყი თაფლით - ρακόμελο და სხვები.

 

წყარო: bpn.ge