საქართველოში ევრაზიის კონტინენტის ქვეყნების საერთაშორისო დეგუსტაცია-კონკურსი გაიმართება

30 ოქტომბერი, 2018წ

გაზიარება

საქართველოში ევრაზიის კონტინენტის ქვეყნების საერთაშორისო დეგუსტაცია-კონკურსი გაიმართება

საქართველოში ევრაზიის კონტინენტის ქვეყნების საერთაშორისო დეგუსტაცია-კონკურსი გაიმართება

7-8 ნოემბერს, პირველად საქართველოში, „ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის“ (OIV) უმაღლესი პატრონაჟით,  ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების ევრაზიის კონტინენტის ქვეყნების საერთაშორისო დეგუსტაცია-კონკურსი "საქართველო - ღვინის სამშობლო" გაიმართება.

კონკურსის ჟიურის წევრებად მოწვეულნი არიან მეღვინეობის მოწინავე ქვეყნების 20 ავტორიტეტული დეგუსტატორი, მათ შორის, „ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის“ პრეზიდენტი ჟან-მარი ორანი (Jean-Marie Aurand). ასევე, ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების თემაზე მომუშავე ჟურნალისტები ევროპის ქვეყნებიდან, ჩინეთიდან, იაპონიიდან და კორეადან.

9 ნოემბერს "შატო ზეგაანი",  დასახელდება დეგუსტაცია-კონკურსში გამარჯვებული ღვინოები და სპირტიანი სასმელები, სადაც გაიმართება დეგუსტაცია-კონკურსის საზეიმო დახურვა.

                

კონკურსი გაიმართება „ბიოლი“-ს სამედიცინო ველნეს-კურორტის ტერიტორიაზე. კონკურსის ორგანიზატორია „საქართველოს ენოლოგთა კავშირი“, თანაორგანიზატორი „ღვინის მაღაზია რეზერვი“, მხარდამჭერები: ღვინის ეროვნული სააგენტო, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია და ასოციაცია „ქართული ღვინო“. საკონკურსო ნიმუშების მიღება და შენახვა, ყველა ნორმის დაცვით, უზრუნველყოფილი იქნება „ღვინის მაღაზია რეზერვი“-ს მიერ. მონაწილეების რეგისტრაცია გრძელდება 31 ოქტომბრამდე, ნიმუშების მიღება - 3 ნოემბრამდე.

პოპულარული ღვინოები

12.26
საფერავი

საფერავი

წითელი მშრალი

35
ხიხვი

ხიხვი

თეთრი მშრალი

48.95
ხაშმის საფერავი

ხაშმის საფერავი

წითელი მშრალი

18.95
ბადაგონი ბრუტი

ბადაგონი ბრუტი