პოლონეთში ქართული ღვინის კიდევ ერთი დეგუსტაცია გაიმართა

29 ოქტომბერი, 2018წ

გაზიარება

პოლონეთში ქართული ღვინის კიდევ ერთი დეგუსტაცია გაიმართა

პოლონეთში ქართული ღვინის კიდევ ერთი დეგუსტაცია გაიმართა

პოლონეთში ქართული ღვინის ცნობადობა წლიდან-წლამდე იზრდება. როგორც ცნობილია, ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში და ე.წ. ყოფილი სოციალისტური ბანაკის ქვეყნებში ათწლეულების მანძილზე ქართული ღვინეობიდან ყველაზე პოპულარული წითელი ნახევრად ტკბილი და წითელი ტკბილი ღვინოები იყო, თუმცა, პოლონეთში ბოლო წლებში ტენდენცია შეიცვალა და ქართული თეთრი მშრალი ღვინით სულ უფრო მეტი ადამიანი ინტერესდება.

რამდენიმე დღის წინ, ქართული ღვინის მორიგი დეგუსტაცია  პოლონეთის ქალაქ კრაკოვში, კულინარიის ფესტივალზე „Najedzeni Fest“ გაიმართა. ფესტივალი განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს კრაკოვში და იქ მოწყობილ ქართულ კუთხეში ყველა ის ღვინო იყო წარმოდგენილი, რომლის იმპორტიც საქართველოდან პოლონეთში ხორციელდება. ამჟამად საქართველოდან პოლონეთში ღვინის ექსპორტს 40-ზე მეტი კომპანია ახორციელებს.

            

აღნიშნულ ფესტივალზე ქართული ღვინის წარდგენა, ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი კომპანია „Malinova“-ს ორგანიზებით გაიმართა. პოლონეთში მარკეტინგული აქტივობები  მომავალ წელსაც გაგრძელდება.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ქართული ღვინის სტრატეგიულ საექსპორტო ბაზარზე, პოლონეთში, მარკეტინგული აქტივობები 2012 წლიდან დაიწყო. ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერითა და ორგანიზებით, ქართული ღვინის პოპულარიზაციის მიზნით, სხვადასხვა ღონისძიება პოლონეთში მთელი წლის მანძილზე ტარდება. შედეგიც სახეზეა: 2012 წელს საქართველოდან პოლონეთში ექსპორტი 1 მლნ ბოთლი იყო, გასული წლის ბოლოს ექსპორტირებული ღვინის რაოდენობამ 2,7 მლნ ბოთლს მიაღწია.

          

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ პოლონეთი ქართული ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულში შედის. ზრდის ტენდენცია მიმდინარე წელსაც შენარჩუნდა -  2018 წლის  9 თვის მონაცემებით, საქართველოდან ექსპორტირებულია 2,5 მლნ ბოთლი ღვინო, რაც  32%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.

პოპულარული ღვინოები

20.95
ქვევრის ტიბანური (რქაწითელი)

ქვევრის ტიბანური (რქაწითელი)

თეთრი მშრალი