ღვინის ფეხსაცმლით სმა, არაჰიგიენური და ჯანრთელობისთვის საშიშია

22 აგვისტო, 2018წ

გაზიარება

ღვინის ფეხსაცმლით სმა, არაჰიგიენური და ჯანრთელობისთვის საშიშია

ღვინის ფეხსაცმლით სმა, არაჰიგიენური და ჯანრთელობისთვის საშიშია

ძალიან ცდებით თუ ფიქრობთ, რომ ღვინის ფეხსაცმლით სმის არასასიამოვნო და უცნაური წესი მხოლოდ საქართველოში არსებობს. მაგალითად, შორეულ ავსტრალიაში არსებობს ერთგვარი რიტუალი, რა დროსაც ადამიანები წარმატების მიღწევის შემდეგ, სასმელს საკუთარი ან სხვა ადამიანის ფეხსაცმლიდან სვამენ. ეს წესი თუ ტრადიცია სხვა ქვეყნებშიც დიდად არავის მოსწონს, მაგრამ ადამიანები განსხვავებულები არიან და ისინი ფეხსაცმლით სმას იმ შემთხვევაშიც კი აგრძელებენ, თუკი გაიგებენ, რომ ეს საქციელი გარდა იმისა, რომ არაჰიგიენურია, ჯანმრთელობისთვის საზიანოცაა. 

ავტოსპორტის მოყვარულებს შეიძლება ახსოვდეთ კიდეც, რომ ცნობილმა ავსტრალიელმა ბაიკერმა, ჯეკ მილერმა 2016 წელს საკუთარ სპორტულ ფეხსაცმელში ცქრიალა ღვინის (შამპანურის) ჩასხმითა და სმით აღნიშნა გამარჯვება საერთაშორისო შეჯიბრში. იგივე გააკეთა ფორმულა 1-ის მრბოლელმა, რიკარდო დანიელსმაც და შერეული ორთაბრძოლების ცნობილმა მებრძოლმა ტაი ტუისავამ. 

ცოტა ხნის წინ, ავსტრალიაში, დასავლეთ სიდნეის უნივერსიტეტის კუჭ-ნაწლავის სამედიცონო ლაბორატორიამ დაადასტურა, რომ ფეხსაცმლის სასმისად გამოყენება ჯანმრთელობისთვის საზიანოა. ავსტრალიელი მეცნიერების მიერ ჩატარებული კვლევით დადგინდა, რომ ფეხსაცმლიდან ღვინის, ან ნებისმიერი სხვა ალკოჰოლური ნივთიერების მიღება (გარდა არყისა) იწვევს პნევმონიას, დიარეას, სტაფილიტს და სისხლის დაინფიცირებასაც კი. 

რაკი არაყი ვახსენეთ იმასაც გეტყვით, რომ ამავე კვლევის მიხედვით ერთადერთი სასმელი სწორედ არაყია, რომელიც მართალია არაა სასურველი მაინცდამაინც ფეხსაცმლით დაილიოს, მაგრამ არაყი აქრობს ბაქტერიებს და ნაკლებად საზიანოა მისი ჩასხმა ფეხსაცმელში. თუმცა, ისისც უნდა ვთქვათ, რომ რთული მოსაძებნია სპორტსმენი, რომელიც არყისგვარი მაგარი სასმლით ფეხსაცმელს გაავსებს და დალევს. სწორედ ამიტომაც, ფეხსაცმლით ღვინის სმის, ჯანმრთელობისთვის საშიში რიტუალები ავსტრალიაში კვლავინდებურად გრძელდება.

პოპულარული ღვინოები

36.95
ტვიში

ტვიში

თეთრი ნახევრად ტკბილი

20.95
წინანდალი

წინანდალი

თეთრი მშრალი